ჩემი ბლოგი ამ თემაზე
http://ratisblog.wordpress.com/2014/08/08/6/ისრაელი, პალესტინა და დახოცილი ბავშვები
გიფიქრიათ ამაზე ? ალბათ, არა, ძირითადად ჩვენ ინფორმაციებს ვიღებთ რაღაც წყაროებიდან, რაღაცებს ვკითხულობთ, მაგრამ სინამდვილეში არც არაფრის გაცნობიერება – გაანალიზებას დროს არ ვუთმობთ, და კაცმა რომ მკითხოს, რატომ ხართ ესეთ დღეშიო, ქვეყანას რატომ სჭირს ის, რაც სჭირსო, ერთ – ერთ მიზეზს , თუ არა მთავარს, სწორედ ამას ვეტყვი, არ ვფიქრობთ და იმიტომ – მეთქი,
ჰო, იგივე ეხება ამ კონფლიქტსაც ისრაელსა და ღაზას, ზოგადად ისრაელსა და პალესტინურ ტერიტორიებს შორის მიმდინარე დავას. სოფელში ვიყავი დასავლეთ საქართველოში, 2 კვირით, შეიძლება ოდნავ ნაკლებით, იქაც მესმოდა , მიუხედავად იმისა, რომ მართლა მინდოდა ამ პერიოდის მანძილზე მთლიანად მოვწყვეტოდი ამ ამბავს და ზოგადად ყველაფერს , მომესმინა მუსიკისთვის და ა.შ. თუმცა არა, მაინც ვერ ვითმენდი და ხანდახან ვნახულობდი რაღაც ნიუსებს. „ისრაელმა საავადმყოფო დაბომბა“, „ისრაელმა გაეროს სკოლას დაარტყა“, „ისრაელმა სანაპიროზე მოთამაშე 4 ბავშვს ცეცხლი გაუხსნა“. რთულია.
და ზოგადად რთული ამბავია, მაგრამ ჩამოვედი თბილისში და ფეისბუქზე გაპრავებების ბუკეტი დამხვდა, ზოგი მეგობრის იყო, ქართულად დაწერილი , ხოლო ვისაც არ ესმის და პრეტენზია არ აქვს ცოდნაზე, უცხოელი პრო-ისრაელური მედიის წერილებს აკოპირებს და მედიდურად აშეარებს თავის გვერდზე. მაგრამ ვთქვათ, რომ ფაქტი არის ფაქტი და ამ ფაქტს ვერ შეცვლის ვერც ერთი განსაზღვრება და ვერც ერთი მოსაზრება – ისედაც ალყაში მოქცეული ღაზა ისრაელმა უამრავჯერ დაბომბა და 1800 – მდე პალესტინელი იმსხვერპლა, მათ შორის 200-მდე ქალი და ამაზე ორჯერ მეტი ბავშვი. უდანაშაულო მოქალაქეები. ალბათ, თქვენს თავზე რომ წარმოიდგინოთ, ვერც ვერაფრით გაამართლებთ ისრაელის ქმედებებს , ვინც მათ მხარს უჭერთ, მაგრამ ერთი მხრივ გამარჯვებულის პოზიციაში ყოფნა ყველას უყვარს და მეორე მხრივ, ფიქრი არავის უნდა. თვლიან, რომ რადგან ბომბავს ე.ი. საჭიროა, სამართლიანია და ა.შ. რადგან მდ. იორდანეს დას. სანაპიროზე დასახლებებს აშენებს , რისი უფლებაც არც ერთი კონვენციით მას არ გააჩნია – აუცილებელია, რადგან ღაზას სრულ ბლოკადაში ამყოფებს და ჰუმანიტარულ კატასტროფას ქმნის – ეროვნულ ინტერესებს ემსახურება , რადგან ოკუპაციას აწარმოებს – ალბათ, იძულებულია და ა.შ.
არ მაქვს იმედი, რომ საერთაშორისო წესრიგის ასეთი სტატუს-ქვოს პირობებში ამ კრიმინალს პასუხი გაეცემა და ვინმე დაისჯება, სამწუხაროდ, არ ვარ ასეთი მაღალი წარმოდგენის საერთაშორისო სამართლის როლზე, მაგრამ მჯერა , რომ სამართლიანობა ოდესმე აღსრულდება და 3 კვირის მანძილზე 400 უდანაშაულო ბავშვის სიკვდილის გამო ვინმე პასუხს აგებს. ხო, „კრიმინალად“ ისრაელის ქმედების შეფასება ჩემი ექსკლუზივი არ არის, გაეროს გენერალური მდივნის – ბან კი მუნის სიტყვებია.
და ბოლოს , ზემოთ რომ ხედავთ, ეს ის ფოტოა, როგორ გარბიან სანაპიროზე მოთამაშე ოთხი პალესტინელი ბავშვი , მათ მიმართ ცეცხლის გახსნის შემდეგ. ბევრმა შეიძლება იცით ამ ისტორიის დასასრული, მაგრამ მაინც – ოთხივე ადგილზევე მოკლეს.
25.05.2013.
--
13.07.2014.
--
23.08.2020.
--
“I'm so happy, believe me. I'm so happy. Happy new year.”