შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს, დარჩება თუ არა შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ეხმაურებიან.
როგორც რეფერენდუმის გამართვამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ აშშ-ის ერთ-ერთი მჭიდრო მოკავშირე დარჩება ძლიერი, მტკიცე, ერთიანი და კარგი პარტნიორი.
"მე ვიტყოდი, რომ გაერთიანებული სამეფო აშშ-ის განსაკუთრებული პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მჭიდრო მოკავშირე დარჩება ძლიერი, მტკიცე, ერთიანი და კარგი პარტნიორი. მაგრამ საბოლოოდ, ეს არის შოტლანდიელი ხალხის გადასაწყვეტი", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას ემხრობა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონიც.
"ვიმედოვნებ, რომ შოტლანდიელი ხალხი ხმას მისცემს გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას რამდენიმე მიზეზით", - განაცხადა ბილ კლინტონმა.
შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფის შემთხვევაში, ქვეყანას სირთულეებს უწინასწარმეტყველებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი. მისი თქმით, თუ შოტლანდია დამოუკიდებელი გახდება, მას თავიდან მოუწევს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთება.
"ასეთი პროცესები დიდი ეკონომიკურ ვარდნასა და სიღატაკეს იწვევს", - აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ენრიკო ლიეტამ აღნიშნა, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისთვის და ევროკავშირისთვის არ იქნება ხელსაყრელი.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ტონი ებოტის განცხადებით კი, რა თქმა უნდა, შოტლანდიის დამოუკიდებლობა თავად შოტლანდიელთა გადასაწყვეტია, თუმცა პირადად მას სურვილი აქვს, რომ კვლავ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მეგობრად დარჩეს, ვიდრე დაშლილი სამეფოსი.
შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერიც.
"ჩვენ ვამჯობინებთ არ ჩავერიოთ ბრიტანელთა საშინაო პოლიტიკაში. მაგრამ საჯაროდ ვაღიარებ, რომ მირჩევნია დიდი ბრიტანეთის ერთიანობა", - აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
შოტლანდიაში დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი დღეს დილით დაიწყო. რეფერენდუმის მონაწილეებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას - უნდა გახდეს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი?
რეფერენდუმის შედეგები, სავარაუდოდ 19 ოქტომბრის დილისთვის გახდება ცნობილი. თუ რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობა დადებით პასუხს გასცემს შოტლანდიის დამოუკიდებლობას, მაშინ 2016 წლის 24 მარტს შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გამოვა.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/29...hmaurebian.html * * *
შოტლანდიაში უკვე მიმდინარეობს რეფერენდუმი, რომლის მონაწილეებმაც უნდა განსაზღვრონ, დარჩება თუ არა შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში , თუ გახდება დამოუკიდებელი ქვეყანა.
შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მონაწილეებმა დადებითი ან უარყოფითი პასუხი უნდა გასცენ კითხვას - "უნდა იყოს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი".
"ბიბისის" ცნობით, რეფერენდუმში 4 285 323 ადამიანი დარეგისტრირდა, რაც ელექტორატის 97%-ია.
ხმის მიცემისთვის შოტლანდიაში 2 608 უბანია გახსნილი, რომელიც ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს. არსებული ინფორმაციით, რეფერენდუმის შედეგები 19 სექტემბერს, დილით გახდება ცნობილი.
რეფერენდუმის გამართავამდე ერთი დღით ადრე კი, სამი ახალი გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, რომელთა თანახმადაც, შოტლანდიის დამოუკიდებლობას გამოკითხულთა 48% უჭერს მხარს, 52% კი - წინააღმდეგია.
შოტლანდიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა და შოტლანდიის პირველმა-მინისტრმა 2012 წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი.
თუ რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობა დადებით პასუხს გასცემს შოტლანდიის დამოუკიდებლობას, მაშინ 2016 წლის 24 მარტს შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გამოვა.
ამასთან, რეფერენდუმამდე ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს ბრიტანეთის სამი მთავარი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა. როგორც პრემიერ დევიდ ქემერონის, ასევე, ედ მილიბენდისა და ნიკ კლეგის ერთობლივ მიმართვაშია აღნიშნული, შოტლანდია უფრო მეტ ავტონომიას მიიღებს, თუ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩება.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, შოტლანდიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა დიდმა ბრიტანეთმა, როგორც ერთიანმა სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტოს.
"პარასაკევს, შესაძლოა, ადამიანებმა ახალ ქვეყანაში გაიღვიძონ, რომელთა წინაშე სხვა მომავალი იქნება. ამიტომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა შევიგნოთ, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არებობს და სიტუაციის გადათამაშება შეუძლებელი იქნება", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/29...mdinareobs.htmlმოკლედ თუ სკოტები დამოუკიდებლები გახდებიან შეიძლება UK-მა არსებობა შეწყვიტოსო

აი აფხაზი ახალგაზრდების ფლეშმობი შოტლანდიელების მხარდასაჭერად
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/uckh...dasatcerad.html