shavparosaniii14
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6146
წევრი No.: 181195
რეგისტრ.: 5-February 14
|
#42727323 · 2 Nov 2014, 01:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალი ამბების ამერიკული ინტერნეტ გამოცემა, The Daily Beast 27 ოქტომბრის გამოცემაში, პანკისიდან სირიაში საომრად წასულ საქართველოს მოქალაქე ქისტებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი როგორც სჩანს, პეციალურად ჩასულა პანკისში, რათა მოენახულებინა იმათი მშობლები და ახლობლები, ვინც დღეს ახალი “ისლამისტური სახელმწიფოს” სახელით მსოფლიოს უდიდეს პრობლემებს უქმნის. სტატიაში სრულიად უცნობ დეტალებზეა საუბარი. იმაზე, რაც ამ მებრძოლების შესახებ აქამდე არავის დაუწერია. “საქართველო, პანკისი, შეწირულების დედა, 50 წლის ლამაზი ქალი, სახეზე აღბეჭდილი ტკივილით” ასე აღწერს ავტორი სირიაში დაღუპული ძმების, ჰამზატ და ჰალიტ ბორჩაშვილების დედას, ლეილა არჩიშვილს. “ამ ქალის ნაამბობი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯიჰადისტის ამბავსაც მოიცავს, ადამიანის, რომელიც ადრე საქართველოს დაზვერვეის სამსახურში მუშაობდა , რომელსაც ამერიკელები და ბრიტანელები წვრთნიდნენ , რომელიც დღეს isis-ის სახეა და რომელის საცოლეც დღეს ლეილას გარდაცვლილი შვილის ყოფილი ცოლია.”- ვკითხულობთ სტატიაში.
პანკისის ახალგაზრდა თაობის ისლამისტურ რადიკალიზმს , ამერიკული გამოცემა იქ არსებულ უმუშევრობას, სიღატაკეს და უპერსპექტივობას უკავშირებს. “-ეს მდგომარეობა უბიძგებს მრავალ ახალგაზრდა ქართველ ჯიჰადისტს, მეზობელი თურქეთის გავლით სირიისკენ გამგზავრებას, იგივე გზის გავლას, რასაც ცოტა ცნის წინ მათი თანასოფლელი, აბუ ომარ შიშანის სახელით ცნობილი, ისისის ერთ-ერთი მეთაური, წარსულში კი თარხან ბათირიშვილმა გაიარა.” სოფელში ჩურჩულით ყვებიან ამბავს მის უზარმაზარ ვილაზე, საკუთარ ჰარამხანაზე , 40-კაციან დაცვაზე, თანმხლებ ჯიპების არმიაზე და მის ულამაზეს, ჩეჩენ , მებრძოლ ცოლზე. ეს ადამიანი პანკისელი ახალგაზრდებისთვის ერთგვარად სტალინთან ( საქართველოს კიდევ ერთ ცნობილ შვილთან) არის გაიგივებული, თუმცა თარხანის მამის, თემურ ბათირიშვილის, განთლებული, საზრიანი თვითირონიის მქონე ქრიასტიანის თქმით, აბუ ომარ შაშინი, ეს მირაჟია, ის მხოლოდ მსახიობია ისისის დადგმულ შოუში. მთავარი ფიგურა მისი უფროსი ძმა ,თამაზია, რომელიც არსად არ ჩანს. თარხანის მამის თქმით, მისი უფროსი შვილი თამაზი ადრე ჩეჩნეთში იბრძოდა და საკმაოდ სერიოზულ მებრძოლად ჩამოყალიბდა. ის ახლა სირიაშია. მამის თქმით ,თარხანი არასდროს არ ყოფილა რელიგიური, ის ადრე ქართულ ჯარში მსახურობდა, 2008 წლის ომის მონაწილეც იყო , კუდთანაც თანამშრომლობდა ,მაგრამ მას შემდეგ, რაც ტუბერკულოზით დაავადდა, ის სამსახურიდან ისე დაითხოვეს, რომ არც პენსია, არც ჯანმრთელობის დაზღვევა არ დაუნიშნავთ. ცოტა ხანში კი ციხეშიც ჩასვეს იარაღის უკანონო შენახვისთვის. “ის სულ 27 წლისაა, ჯერ კიდევ ბავშვი”-ამბობს თემურ ბათირიშვილი.
“არ ვიცი, რამდენადაა სიმართლე, რომ ის მართლაც იარაღს უკანონოდ ინახავდა, შეიძლება ასეც იყო”-ამბობს ავტორთან ინკოგნიტო რესპოდენტი, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი ,რომელმაც სტატიაში თავისი ვინაობის დასახელება არ ისურვა. “როცა ჩვენ ის სამუშაოდ ავიყვანეთ, რეალურად ის სულაც არ გვაინტერესებდა. ჩვენ მისი ძმის, თამაზის ინტერესი გვქონდა . თარხანის მეშვეობით მასთან გვინდოდა კავშირის დამყარება”. თუმცა როგორც სჩანს, ბოლოს გეგმები შეცვალეს და თარხანი ციხეში ჩასვეს, ისე მოექცნენ, როგორც თავის დროზე მის ძმას.
ვუბრუნდებით ლეილა არჩიშვილს, რომელიც ახლა მარტო ცხოვრობს . ყვება, როგორ იდგამდა მის სოფელში ფეხს ნელ-ნელა ვაჰაბიზმი, ერთხელ, როცა მისი ერთ-ერთი შვილი, 12 წლის ასაკში ვაჰაბისტების მიერ სახლში ნაცემი დაბრუნდა, დედამ გადაწყვიტა ბიჭები ავსტრიაში მცხოვრებ მამასთან გაეგზავნა, რათა ასეთი ხალხისგან შორს ყოფილიყვნენ. როცა ჰამზატი უკან, სამშობლოში დაბრუნდა, მას ვენის უნივერსიტეტის დიპლომი ჰქონდა. 5 ენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ეს ყველაფერი თან, სირიაში წაიღო, თავის ძმასთან , ჰალიტთან ერთად აბუ ომარ შაშანთან (თარხანთან) გაემგზავრა. მასთან ერთად იბრძოდა და თარჯიმნობასაც უწევდა.
მისი ცოლი ახლა თარხანს ჰყავს ცოლად. ის კადიროვის მთავრობის ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის ქალიშვილია, მამამისი კადიროვმა სამსახურიდან იმ მიზეზით დაითხოვა, რომ ის თავის ვაჰაბიტ ქალიშვილს ვერ “აკონტროლებდა”. სედა დუდურკაევას ახლა აიშა ჰქვია. ის სირიაში ჰამზატთან ჩავიდა, როცა გაიგო, რომ ის დაჭრილი, ჰოსპიტალში იწვა. )მანამდე ისინი ერთმანეთს მხოლოდ ინტერნეტით იცნობდნენ.) ლეილას შვილმა დედას ერთხელ, სირიაში ჩასვლის ნებაც დართო. ის თურქეთამდე ავტობუსით ჩავიდა, იქ კი შვილის გამოგზავნილი ხალხი დახვდა და სირიაში უპრობლემოდ ჩაიყვანეს. იქ ნახა თავისი ულამაზესი რძალი .”ის ანგელოზს ჰგავდა” -იხსენებს ჰამზატის დედა, რომელმაც ვერაფრით გადაარწმუნა შვილი და რძალი, რომ უკან, სახლში დაბრუნებულიყვნენ.
1414421947346.cached
” ჩემს შვილს იმის საშუალებაც არ ჰქონდა, რომ ჩემთვის 100 დოლარი გმოეტანებინა გზაში, ბოდიში მომიხადა, მითხრა, რომ მისი ცხოვრება ალაჰს ეკუთვნის და მას არაფერი შეუძენია, ერთადერთი ჩასაცმელი ჰქონდა, რომელსაც მისი ცოლი ურეცხავდა” -უყვება ჟურნალისტს ლეილა. იქ მან თარხანიც ნახა, რომელიც მის სანახავდ დიდი დაცვით მოვიდა. “ის ჩემთვის ისევ ის პანკისელი ბიჭი იყო, ვერ მივხვდი, რატომ ახლდა ამდენი ხალხი. მე მას ჩურჩხელებით გავუმასპინძლდი. გამომკითხა მეზობლების ამბავი, ვისაუბრეთ და წავიდა”
როცა ლეილა პანკისში დაბრუნდა, 4 დღეში , მისმა უმცროსმა შვილმა შეატყობინა, რომ ჰალიტი “შაჰიდი გახდა” , შეწირული, და ის მკვდარია.” როცა ჰალიტს მუდარა დავუწყე, ჩამოსულიყო, რათა ძმის ბედი არ გაეზიარებინა, მან უპასუხა :- “დედა, მე ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი”- რამდენიმე კვირაში მისი დაღუპვის ამბავიც შეიტყო. სედამ მას ფული გამოუგზვნა “მითხრა, რომ ეს ფული მე მეკუთვნის, ვინაიდან ჩემს შვილს ედო ჯიბეში. მე მჯერა, რომ ჰალიტის სიკვდილის შემდეგ სედა სირიიდან გამგზავრებას გეგმავდა, მაგრამ თარხანმა გადააფიქრებინა. ნაწილობრივ, ეს ძველი ტრადიციაცაა, შაჰიდი როცა კვდება, მისი ცოლი უპატრონოდ არ უნდა დარჩეს და ალბათ, სედამაც გადაწყვიტა იმ ადამიანისთვის დაეკავშირებინა თავისი ბედი, ვისაც მისი ქმარი ასე აფასებდა”- ამბობს შაჰიდის დედა.
“ასეთ დროს ძნელია აიცილო თავიდან მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ იქნებ, თარხანს აწყობდა კიდეც ჰალიტის სიკვდილი ისე, როგორც ბიბლიურ მეფე დავითს ურიას სიკვდილი მისი ულამაზესი ცოლის გამო, თუმცა ამის დამტკიცება შეუძლებელია მწირი ინფორმაციის გამო”-წერს The Daily Beast 27 ოქტომბრის გამოცემაში
|