კი აშკარად უკვე ძალები აღარ ყოფნის ისის-ის რათა შეტევა აწარმოოს კობანეში და დროის ამბავია იქიდან უკანდახევა
ძალიან დიდი ცოცხალი ძალის დანაკარგები აქვს ისის-ს კობანეში, ქურთების ინფორმაციით მათთან ბრძოლების შედეგად და ამერიკის ავიადარტყმების შედეგად ისის-მა კობანეში 55 დღიანი ბრძოლების შედეგად დაკარგა დაახლოებით 3 000 მებრძოლი, რაც მართლაც ძალიან სერიოზული დანაკარგია
იგივე ობსერვატორიის მონაცემებით, დოკუმენტირებულად დადასტურებულია, რომ ისის-მა დაკარგა მინიმუმ 1 000 მებრძოლი
ამერიკის ავიადარტყმებმა ისის-ს მორალურადაც და სამხედრო კუთხითაც წელში გაწყვიტა კობანეში
პ.ს სულ ახალი ინფორმაცია კობანედან:
უმძიმესი ბრძოლების შემდეგ დღეს ქურთებმა კობანეს სამხრეთ ნაწილში დაიკავეს რამდენიმე ქუჩა, ქურთები ეტაპობრივად ახორციელებენ შეტევას ისის-ზე და ნაბიჯ ნაბიჯ წმენდენ ქალაქს ისის-საგან
ისის-ს კი როგორც ჩანს ამოეწურა შეტევის რესურსი და ეხლა იძულებულია თავდაცვით რეჟიმში განაგრძოს ბრძოლა, მაქსიმუმ 1 თვე მგონია ისის-მა გაძლოს კობანეში, იძულებული გახდებიან უკან დაიხიონ, როგორც მინიმუმ ქალაქის ტერიტორიიდან
მოკლედ ბოლო პერიოდში ისის-სათვის ძალიან ცუდად მიდის საქმე ერაყშიც და სირიაშიც
სირიაში კობანეში მარცხის პირას არიან, ჰომსში კი ასადმა სასტიკი მარცხი აგემა ისის-ს შაერის გაზისაბადოსთან და პალმირა-ჰომსის გზაზე, ასევე დეირ-ეზურშიც ასადს ცოტაღა დარჩა საქერის კუნძულის მთლიანად გასაკონტროლებლად ანუ იქაც დაამარცხეს ისის-ი ასადის ძალებმა
ერაყში კი ერაყის არმია უტევს ისის-ს ტიკრიტიში და ბაიჯში, სადაც არის მნიშვნელოვანი წინსვლა
https://www.facebook.com/syria24english/pho...3999040/?type=1