როგორც იქნა სირიის არმიამ, ჰეზბოლას, ირანული ნაწილების და ზოგიერთი ცნობით ავღანელების მონაწილეობითაც დაიწყო მასობრივი იერიში დერაა-გოლან-ქუნეიტრაზე
ოპერაციაში მონაწილეობს 4500 ჯარისკაცი, 50+ ტანკი და ბმპ, მე-5, მე-7 და მე-9 დივიზიის ნაწილები.
როგორც ჰეზბოლას გენერალურმა მდივანმა ჰასან ნასრალამ განაცხადა 30 იანვრის ინტერვიუში - გოლანის ფრონტი სირიაში ჰეზბოლას ისრაელთან ბრძოლის ნაწილია. ნასრალას თქმით, "ალ-ნუსრას ფრონტს" სირიის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს ისრაელი უჭერს."სამხრეთ ფრონტზე მიმდინარეობს უმძიმესი ბრძოლები.
(შეტაკებების არეალი მოიცავს 3 პროვინციას - დამასკოს, დერაას და ქუნეიტრას (სირიის გოლანს) )
ოპერაციის მიზანია: დერააში ქ. ალ-ჰარას გარშემო სიმაღლეების დაკავება, ქუნეიტრასა და დერააში ალ-ნუსრას შეკავება, დერაასა და გოლანის მაღლობზე მეამბოხეების პოზიცების გაწყვეტა, იორდანული მომარაგების არხების ჩაკეტვა და ე.წ "სამკუთხედის" დაკავება დამასკოს მიდამოებსა და დერაა-ქუნეიტრას შორის სადაც აჯანყებულების პოზიციები ძლიერია. al-Mayadeen-ის რეპორტიორის თქმით ოპერაციის შედეგად დას. დამასკოს აჯანყებულთა კერებისკენ ჩაკეტილია მნიშვნელოვანი გზა იორდანიიდან.
შედეგები: სამთავრობო, ჰეზბოლას და ირანულმა ნაწილებმა კონტროლი მოიპოვეს დასახლებულ პუნქტებზე დეირ მაკირი, დეირ ალ-ადასი, ალ-დანაჯა, ალ-ტეიჰა, ტელ მარას და ტელ ალ-არუსის სიმაღლეები, ჩრდ. დერააში ალ-მაჰჯატთან ცასაფრებისას მოკლეს 15-მდე აჯანყებული, საბრძოლო ოპერაციები დაიწყო გოლანზეც ალ-მასარასა და უბ ბატნას მიმართულებით. სამთავრობო ნაწილები დაიძრნენ კაფრ შამსის მიმართულებით. ალ-ჰარას მოსახლეობა მეამბოხეებს ქალაქის დატოვებას სტხოვს ბრძოლების თავდიან ასაცილებლად
http://www.reuters.com/article/2015/02/10/...N0LE21L20150210http://www.almasdarnews.com/article/syrian...aa/#prettyPhotohttps://now.mmedia.me/lb/en/NewsReports/564...syria-offensive