ობსერვატორიის ინფორმაციით სირიაში 2014 წელს ბრძოლების შედეგად დაიღუპა დოკუმენტირებულად დადასტურებული 76 021 ადამიანი
აქედან:
32 726 აჯანყებული ( ამ რიცხვში შედის დაღუპული ისის-ის მებრძოლებიც)
24 794 ასადის სამხედრო (12 861 არმიის მებრძოლი და 11 923 მოხალისე)
366 ჰეზბოლას მებრძოლი
17 790 მშვიდობიანი მოსახლე ( მათ შორის 3501 ბავშვი და 1987 ქალი)
ობსერვატორიის იფორმაციით დაღუპულთა რეალური რაოდენობა ამაზე ბევრად მეტია, რადგან ამ მონაცემებში არ შედის ათასობით ტყვედ ჩავარდნილი და გაუჩინარებული აჯანყებული, ასევე ასადის ციხეებში ათასობით მოკლული აჯანყებული. ასევე მონაცემები არ შეიცავს ასობით ტყვედ ჩავარდნილი ასადის სამხედრო, რომელთა ბედი გაურკვეველია.
მათი ინფორმაციით რეალური ციფრი დაღუპულთა რაოდენობისა 2014 წელს არის 100 000 ადამიანის ფარგლებში.
http://syriahr.com/en/2015/01/76021-people-killed-in-20014/პ.ს მთლიანობაში სირიაში წარმოებული სამოქალაქო ომის შედეგად ამ დროისათვის დაიღუპა მინიმუმ 300 000 ადამიანი
სირიის მთავარსარდალი ბაშარ ალ ასადი ახალ წელს ფრონტის ხაზზე შეხვდა მებრძოლებთან ერთად\
მან პირადად მიულოცა ახალი წელი სამხედროებს
სირიის სახელმწიფო ტელევიზია პირველ კადრებს ავრცელებს:
კადრებში ჩანს ბრიგადის გენერალი ჰაიელ ალ ასადი, რომელიც ამავე დროს არის სირიის არმიაში ყველაზე ელიტური 4-ე დივიზიის ერთ-ერთი მეთაური, სირიის სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი, ასადის არმიაში ყველაზე სისასტიკით გამორჩეული დანაყოფი "შაბიჰას" მეთაური და ბაშარას ძმის გენერალ მაჰერ ალ ასადის მარჯვენა ხელი
მოკლედ უახლესი პირია ასადის და ძალზე დიდი გავლენა აქვს
მისი გამოჩენა ბაშართან ერთად აღსანიშნავია იმის გამო, რომ მასზე ამბობდნენ ცნობილი აფეთქების შედეგად (როდესაც ბაშარას უახლოესი გარემოცვა დაიღუპა) ამანაც უსერიოზულესი დაზიანებები მიიღოო, დიდი ხანი არ ჩნდებიდა კამერების წინ და ეს ეჭვს უფრო აღვივებდა, ეხლა კი გამოჩნდა ბაშაარსთან ერთად და აღმოჩნდა რო სრულიად საღსალამათია
ეს კი გენერალი მაჰერ ალ ასადი, რომელსაც რუხ კარდინალს უწოდებენ სირიაში
ამბობენ მას ყველაზე დიდი გავლენა აქვს სამხედროებშიო, თვით ბაშარზეც კი
არაფორმალურად სწორედ მას ემორჩილება სირიის არმია, სირიის ყველა სპეცსამსახური(დაზვერვა, კონტრდაზვერვა, სამხედრო პოლიცია), ყველა გასამხედროებული მოხალისეთა დანაყოფები და გასამხედროებული საპოლიციო დანაყოფები, ასევე სირიის რესპუბლიკური გვარდია და სირიის არმიის ყველაზე ელიტური 4-ე დივიზია
This post has been edited by DIDGORI-GEO on 2 Jan 2015, 02:54