Rizado
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1049
წევრი No.: 263558
რეგისტრ.: 6-September 21
|
#59482437 · 5 Aug 2022, 21:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან აღრევა ხდება საკითხების. ისრაელი ზედმიწევნით არ უდრის ებრაელობას, ისრაელელი შეიძლება არაბიც იყოს, დრუზიც, ბერძენიც, სომხეცი, ქართველიც, რელიგიურად კი იუდეველიც, მუსულმანიც, ქრისტიანიც(როგორც ისრაელში იტყვიან: ნოცრი), მოკლედ ნებისმიერი სხვა იდენტობის წარმომადგენელი, რომელიც ისრაელის მოქალაქეა და მის უფლება–მოვალეობაშია ჩართული.
რაც შეეხება ებრაელობას, არაა ეს ყველასთვის ერთი და იგივე ცნება, ზოგისთვის ისიც ებრაელია ვისი ბაბუა მაინც იყო იუდეველი, ზოგისთვის ისიც არაა ებრაელი ვისაც წინადაცვეთა და ბარ მიცვა აქვს გავლილი მაგრამ რელიგიურ წესებს არ იცავს.
გაებრაელობა შეუძლია ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენელს(გიურის გავლა), მაგალითად ჩინელი რომ იქცეს ებრაელად. ასევე წარმატებით ჩათვლიან 100 თაობა ებრაელების შთამომავალს გოიდ, ვისაც არ აქვს იუდაიზმის ტრადიციული რიტუალები გავლილი, ან არცერთი რელიგიის ანდაც სხვა რელიგიის იდენტობა აქვს.
რელიგიური ებრაელების დიდი ნაწილი, ვინც არ არის ისრაელელი და ცხოვრობს აშშ–ში, რუსეთში ან თუნდაც ირანშია, არ ცნობენ ისრაელის სახელმწიფოს, რადგან სიონისტების დაფუძნებულია – ისრაელი მარტო ცაში არისო.
სტერეოტიპები ებრაელების შესახებ ძირითადად დაფუძნებულია აშქენაზი ებრაელების მიხედვით, გინდ იმაზე რომ მეცნიერებაში და ხელოვნებაში იყვნენ მაგრები და გინდ იმაში რომ ებრაელებში ინცესტი მოსულა(კონკრეტულ პერიოდში ანუ შავი ჭირის დროს, ეპიდემიის გამო პოპულაცია თითქმის გაწყდა, ამის გამო იყო ასეთჯ ფაქტები. ითვლება რომ ყველა აშქენაზ ებრაელს, სამი ქალიდან ერთ–ერთი ჰყავს წინაპრად). როდესაც აშექნაზების გარდა არიან სეფარდები, მიზრახები, ბუხარელები, ნებისმიერი ადამიანი ვისაც გიური აქვს გავლილი, მთის ებრაელები, ქართველი ებრაელები, ეთიოპელი ებრაელები და კიდევ რა მოთვლის.
ხალხის დიდ ნაწილს ჰგონია რომ თუ ვინმე ებრაელია(სულერთია რომელი ჯგუფის), ესე იგი ან ინცესტური ურთიერთობებითაა დაკავებული, ან ბიზნესშია ძალიან მაგარი, ან საბანკო–საფინანსო საქმეები გამოსდის, ან მსოფლიოს დამონება უნდა, ან მაგარი მევიოლინეა ანდაც მაგარი ქირურგი.
ამ თემაში ნახსენები ტროცკი, ლენინი და კამპანია თავად არ ებრაელობდნენ, ფეხებზეც ეკიდათ ებრაული რელიგიაც და თუნდაც სეკულარულად, ტრადიციების დონეზე ებრაული იდენტობა. ეგენი იყვნენ სახელცვლილი რუსული იმპერიის მაშენებლები, რა შუაშია მანდ ებრაელობა.
ასე რომ იმის გამო რომ მათი რომელიღაცა მშობელი ან წინაპარი იცავდა ებრაულ ტრადიციებს, არ ნიშნავს რომ ებრაელები იყვნენ თავად.
ე.წ. ჟიდო–მასონებზე(მასონობა ქრისტიანი მხედრების და ბერების დაფუძნებული მოვლენაა) შეთქმულების თეორიები ჩვეულებრივი პრაღის სასაფლაოს ამბავია.
სხვათა შორის, ქართველებს და ურიებს შორის პირველად შუღლი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოვარდა, ხმები გაუვრცელეს რუსებმა თითქოს მაცაში(პასექის პერიოდში საჭმელი ხმიადი) ქრისტიანი ბავშვის სისხლს ურევდნენ, როცა საჩხერეში ბავშვი დაიკარგა, ებრაელებს დააბრალეს და დაარბიეს მათი დასახლებები სურამის ჩათვლით. სინამდვილეში კი, არათუ კანიბალიზმი, არამედ როცა ცხოველის ხორცსაც ჭამენ, სისხლისგან მთლიანად დაცლილი უნდა იყოს, ისიც კი არ შეიძლება ენის ან ლოყის გაჭრის შემთხვევაში საკუთარი სისხლი ჩაყლაპოს. მაცაში კი მხოლოდ ფქვილი და წყალი უნდა შედიოდეს :დ
ტერმინი ურიაც მაგის მერე გახდა ნეგატიური შინაარსის მატარებელი, თორე იქამდე თითქმის ყველგან, ებრაულ კვარტლებს, ურიათუბანს ეძახნდნენ და არავის არ ჰქონდა პრობლემა. ტერმინი ებრაელი მოგვიანებით შემოვიდა, როგორც უფრო პოლიტკორექტული.
იმის თქმა რომ თათარი თუ ხაზარი თუ რაღანცნაირი იუდეველის შთამომავალმა ლენინმა გააჩუქა ქართული მიწები და ამის გამო ურიები ქართველების მტრები არიან, საპირისპიროდ იმის თქმა შეიძლება რომ ებრაულ იდენტობა შენარჩუნებულმა ქართველმა ებრაელებმა, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობას, ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად წლობით ნაგროვები ოქრო გადასცეს. ებრაელები(გნებავთ ურიები) ყოველთვის აგროვებდნენ ოქროს, მათი რწმენით იმისთვის რომ ისრაელის აღდგენისას, ტაძრის მშნებლობას მოხმარებოდა.
ან იმავე ლოგიკით მთელს აღმოსავლეთ და არამარტო აღმოსავლეთ ევროპაში უნდა სძულდეთ ქართველები სტალინის გამო, ის დროშაც ხომ ქართული გვარის მატარებელმა დაკიდა.
This post has been edited by Rizado on 5 Aug 2022, 21:40
|