#43622815 · 31 Jan 2015, 23:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ინტერვიუს , ეს კითხვები აქტუალურია საზოგადოებაში და იმედი მაქვს თქვენთცისაც საინტერესო იქნება . 1) რა არის მასონობა ?
-ეს არის ორგანიზაცია , რომლის უახლესი ისტორია ითვილის მიახლოებით 200 წელს. უფრო ღრმა ფესვებზე არ ვილაპარაკებ . მასონობა აერთიანებს ადამიანების ჯგუფს რომელთაც აქვთ ერთანირი ინტერესები და იდეალები და რომლებიც ემორჩილებიან ორდენის კანონებს და წესებს . თანამედროვე ენაზე მასონობას თავისუფლად შეიძლება დავარქვათ კლუბი, რომელსაც აქცს შიდაგანაწესი . კლუბი ძველი ტრადიციებით .
2) რა განსხვავებაა მასონობასა და სატანიზმს შორის ?
-მე კარგად არ ვიცნობ სატანისტებს , მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ განსხვავება ისეთივეა როგორიც ღამეს და დღეს შორის , უფრო კონკრეტულად როგორც სინათლის და სიბნელის შორის.
3) ლოჟა “წმინდა გიორგი” რომელიც არის უკრაინის დიადი ლოჟის იურისდიქციის ქვეშ ,განმასხვავებელი ნომრით 10 , რით განსხვავდება სხვა ლოჟებისგან რომლებსაც მასონური სახელები აქვთ ?
-ნებისმიერს შეუძლია თავისთვის მოიფიქროს მასონური სახელი , ღ:.ლ:. წმინდა გიორგი წარმოადგენს რეგულარულ და ლეგიტიმურ ლოჟას ,უკრაინის იურისდიქციის ქვეშ და აღიარებულია 100 ზე მეტი ქვეყნის მიერ . ყალბის და ნამდვილის გარჩევა მარტივია , უნდა შეხვიდეთ საიტზე და ნახოთ რომელი იურისდიქციის ქვეშ არის ესა თუ ის ლოჟა და აღიარებების სია .
4) როგორ შეუძლია ადამიანს გახდეს მასონი ?
-იქონიოს სურვილი და მონახოს გზა .
5) რა მოთხოვნები აქვს მასონურ ლოჟას კანდიდატისადმი ?
-ქონდეს რწმენა ღმერთის არსებობის , იყოს თავისუფალი , იყოს თავისი ქვეყნის კეთილსინდისიერი მოქალაქე .
6) ადამიანები რატო არ ენდობიან მასონებს ? არის თუარა მასონებისგან რაიმე საფრთხე? რა საფრთეები შეიძლება ელოდეს საზოგადოებას მასონებისგან ?
-ვფიქრობ რომ ეს შეკითხვა ხალხს უნდა დაუსვათ . მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო რომ ეს არ ცოდნის გამოა . ჩვენ როგორც უკვე ვთქვი გვაქვს ჩვენი კანონები და წესები , ერთერთი მათგანი არის ის რომ არც ვეთანხმებით და არც ვუარყოფთ ჭორებს , აქედან გამომდინარე ჩვენ “კარგი” ობიექტი ვართ ბრალდებებისთვის . ასევე ჩვენი ჩაკეტილობა შეიძლება იყოს საეჭვო , გაურკვევლობა ხომ ბევრს აშინებს . გარწმუნებთ რომ ჩვენგან საზოგადოებისთვის არანაირი საფრთხე არ არის .
|