მართალი ხარ. ყოველთვის ასეა
ყველაზე აგრესიულები არიან ლატენტური ჰომოსექსუალები.
გეებს აგინებენ და მოკვლით ემუქრებიან ფარული გეები, რომლებმაც ცხოვრებაში ვერ შეძლეს ღირსეულად მიჰყოლოდნენ საკუთარ ორიენტაციას და მათი ფსიქიკა ცოტა შერყეულია. ესენი არიან გეები, რომლებზეც კულტურას, გარემოს, ოჯახს (ძალით შერთულ ცოლს და მოქეიფე მოყვრებს) დიდი გავლენა აქვთ და რომლებსაც პანიკურად ეშინიათ გაბაზრების.
იმის შიშით "ვაიმე ჩემზე არ იფიქრონ" დღე და ღამე გეებს აგინებენ, იმისდა მიუხედავად საჭიროა ეს თუ არა.
ესენი არიან გეები, რომლებსაც ღამე ცოლთან აქვთ სექსი და თვალდახუჭულები კაცის ფალოსზე ფიქრობენ.
ამიტომაც, ისინი არიან გამწარებულები ადამიანებზე, რომლებმაც შეძლეს დაემსხვრიათ სტერეოტიპები, ყოფილიყვნენ გეები და ჰქონოდათ სექსი მათივე სქესის ადამიანთან.
ეს გამწარებული კატეგორიაა და უნდა შეგეცოდოთ.
თორემ, ჩვეულებრივ, სექსუალურად დაკმაყოფილებულ ჰეტეროსექსუალ კაცს რატომ უნდა ადარდებდეს, ვინ, სად და ვისთან იჟიმავებს?
რატომ უნდა უჩნდებოდეს ვინმეს მოკვლის სურვილი ორიენტაციის გამო?