გული მიგრძნობს პალმირას აიღებს ისის ადრე თუ გვიან, ასადისტების მთავარი პრობლემა მათი უჭკუობაა, უნდა მიატოვონ დეირ ეზ ზორი და ეძებონ გამოსვლისთვის გზები, რაც უკვე ურთულესი იქნება, მაგრამ თეორიულად შესაძლებელი, აი რა ჩემს ფეხებად უნდათ რამოდენიმე ათასიანი მშიერი გარნიზონი მანდ? ან რაზე შეახოცეს ხალხი არიჰა-მასტუმას ნაწლავში როცა ისედაც ნათელი იყო რომ მანდ უშანსოდ არიან ...
ისის-მა კი სტრატეგია შეცვალა, შეეშვა ქობანესა და ჰასაკას, დაუმიზნა ჰომსსა და დამასკოს, რადგან მანდ კოალიცია არ ერთვება ბრძოლაში, ვინაიდან ეს უშუალოდ ასადის დახმარება გამოვა, მაგაზე კი არაბები არ წავლენ ...
საერთოდ კი სახეზეა ასადის ჯარის პოზიციების მნიშვნელოვანი შესუსტება, რაც მხოლოდ დასაწყისია, იდლიბის ოპერაციაში ჯეიშ ალ ფატეჰის შემადგენლობაში მონაწილეობს დაახლოებით 10-12 000 რებელი, ვფიქრობ იდლიბის გაწმენდის შემდეგ ეს ძალა ან ალეპოსკენ ან ჰამასკენ აიღებს გეზს, ოღონდ აქ არის რამდენიმე დეტალი, რომლის ასე შორიდან გამოცნობა შეუძლებელია, ალეპოში ასადის ძალები, ხანასერის გზაზე და ალეპოს აღმოსავლეთით მოქცეულნი არიან რებელებსა და ისის-ს შორის, აწყობთ კი რებელებს ამ ფრონტზე ისის-სთან პირისპირ აღმოჩენა? მე პირადათ ჰამას მიმართულებას ვარჩევდი, პირველ ეტაპზე მორეკს და მერე ჰამასკენ, ლატაკია ყველაზე კარგი იქნებოდა, მაგრამ აქ რებელების სპონსორები (ძირითადათ ამერიკელები) არიან წინააღმდეგი, ალავიტების გენოციდის ეშინიათ და ასადსაც გასაქცევ გზას უტოვებენ ...
ასადის ადგილას მივატოვებდი დეირ ეზ ზორს, ჰასაკა-ქამიშლის, ალეპოს და შევეცდებოდი, დამასკო-ჰომსი-ჰამა-ლატაკიის ღერძის მაქსიმალურად გამაგრებას, რესურსების მაქსიმალურად ოპტიმიზებით, რაღაც დრომდე გავიტანდი თავს, სხვა დანარჩენი დაკარგულია მისთვის ...
აგერაა რუქა, სადაც სჩანს ასადის სუსტი პოზიციები ...
This post has been edited by hellsurvivor on 20 May 2015, 14:33