ესე მარტივად არ არის საქმე
მსგავსი განმარტებები
ბოლო წლებში დავინტერესდი არსებობს თუ არა ჩემი განმარტების მსგავსი შეხედულებები ანტიქრისტესთან დაკავშირებით. ასეთი განმარტებები მართლაც აღმოჩნდა.
1. პირველი მსგავსი განმარტება აღმოვაჩინე საქართველოში, ფორუმზე დანიელ სავანელის სახელით ცნობილი. ამ განმარტებასთან მაკავშირებს ის რომ, როგორც დანიელ სავანელს ასევე მეც ანტიქრისტედ ლენინი მიგვაჩნია. გვაქვს განსხვავებაც აზრებში, მაგალითად ის რომ შვიდ მხეცის თავში მეშვიდე თავად პუტინი ესახება მას, მე კი გორბაჩოვს ვხედავ. არის სხვა განსხვავებებიც რაში გასარკვევად დაიტერესებულ პირებს შეუძლიათ ინტერნეტში მოიპოვონ შესაბამისი მასალები.
2. რამდენადაც არ არის გასაკვირი, ასევე ეთანხმებოდა ლენინის ანტიქრისტეობას ვახტანგ გოგუაძე, მაგრამ ბაბილონად ვაშინგტონი მიიჩნია, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვან შეუსაბამობაშია.
3. ასევე არსებობს უკრაინელი მართლმადიდებელი დიაკვანის სერგეი კობზარის განმარტება, სადაც ასევე ვთანხმდებით, რომ ლენინია აპოკალიფსური ანტიქრისტე.
4. ჩემი თანამედროვე, დეკანოზი მიქაელ ასათიანი ამოწმებს ლენინის ანტიქრისტეობას, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმაში, რომ ლენინი გაცოცხლდება და სასწაულებსაც მოახდენსო.
5. არ შეიძლება განსაკუთრებით არ გამოვყო მ.დოსტოევსკის ნაწარმოები ,,ეშმაკნი“ სადაც ეშმაკის სულით შეპყრობილებად ახასიათებს იმ დროინდელ ბოლშევიკ რევოლუციონერებს.
6. ლენინზე მიუთითებს ასევე თანამედროვე რუსი წინასწარმეტყველი ილიაც.
7. გუმილიოვს აქვს მინიშნება , რომ ლენინია წითელი ეშმაკი.
8.
http://istmat.info/node/21487 - Гость (не проверено)
მხეცის მეფობის მახასიათებლებლები მთლიანად შეესაბამება სსრკ-ს , საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს.
,, ჯიქს მიაგავდა’’ სწრაფი, მოძრავი ; ,, მისი ფეხები - დათვის ტორებს’’ - მძლავრი; ,,ხახა კი - ხახას ლომისას“ - ბოროტი, საშიში. ერთი თავთაგან იყო სასიკვდილოდ დაჭრილი, მაგრამ ეს საიკვდილო ჭრილობა განიკურნა - ლენინი იყო დაჭრილი მოწამლული ტყვიებით. ,,მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე’’ - ლენინს ჰქონდა ძალაუფლება ავადმყოფობამდე(ინსულტი). ამის შემდეგ მოცილებული იყო ძალაუფლებას.,, და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი’’ - დასახელეთ ადამიანი ვინც ამაში გადააჭარბა ლენინს.,, და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა ‘’ - ქრისტიანების დევნამ გადააჭარმა რომის დროს. ,, და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა’’ - კომუნისტური პარტიები შეიქმნა ყველა ქვეყნებში ჩინეთიდან ამერიკამდე. ,, ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა’’ - მასობრივი რეპრესიები და მკვლელობა წმიდანების რევოლუციის შემდეგ და რევოლუცონერების რეპრესიები 1937 წელს. ,, მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული’’ - სტალინს ჰქონდა სანდომიანი ,,მამობრივი’’ გამომეტყველება, მის ხმაზე კი ყველა თრთოდა.
,, ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა’’ - სტალინი მოქმედებდა ლენინის ძალაუფლებაზე და სწავლებაზე დაყრდნობით. ,, და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა’’ - ლენინის პორტრეტი აუცილებელი გახდა ყველა პარტიულ საბუთზე - სამკერდე ნიშნები, ფულზე, მონუმენტები და სხვა.,, და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის’’ - ,, ლენინი ცოცხლობდა, ლენინი ცოცხალია, ლენინი მუდამ იცოცხლებს’’
,,და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე’’- კუთვნილება ანტიქრისტეს ამხანაგობის - პარტიული ბილეთი (მარჯვენა ხელზე), იდეური მხარდაჭერა - თავზე.
,,მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი’’ - რუსულად ვლადიმერ ილიასძე ლენინი ленин владимир ильич = შედგება 18 ასოსაგან = რაც შეიცავს სამ 6(ექვსიანს) = 666.
,,გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი’’ - ლენინის მიერ რამდენიც იცოცხლა დედამიწაზე მთვარის კალენდრით თვეების რიცხვი 666-ია.
9.
http://vk.com/topic-19469470_24206499ღმერთის თავის ხალხთან, ეკლესიასთან ურთიერთობაში - როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაში, სავსეა ტრაგიზმით. ყოველგვარი ეჭვის გარეშეა, იზრაელის ტრაგედია მდგომარეობს იმაში, რომ მან ვერ გაიგო საკუთარი მესიის მოსვლა - ქრისტეს მოსვლა (ნახ. ლუკა 19:44). ქრისტე ,, თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს’’(იოან. 1:11). ახალი იზრაელის(ეკლესიის) ტრაგედია კიდევ უფრო სამწუხაროა: მან ვერ შეძლო გამოცნობა მისი მტრის ანტიქრისტესი. აი ის სამწუხარო პარადოქსი: ქრისტე მოვიდა თვისიანებთნ მაგრამ არ მიიღეს ის; ანტიქრისტე მოვიდა სხვებთან, და სხვებმა მიიღეს ის. ანტიქრისტე - ლენინი მივიდა ღვთის ხალხთან (მისთვის უცხოსთან), და მათ მიიღეს ის: რამდენიმე წელში წმიდა რუსეთი გახდა ათეისტური და ღვთისმებრძოლი. და უკვე 80 წელზე მეტია, რაც მის ეკლესიას ბოლომდე არ შუძლია გაიაზროს და გაიგოს - თუ რა მოხდა მის თავს და ვინ იყო მასთან მოსული!
10.http://istmat.info/node/21487- Критик - Ленин- один из пророков антихриста
აქ ნათქვამია რომ ლენინი ერთერთი წინასწარმეტველია ანტიქრისტესი, რაც ვფიქრობ ძალიან რბილი ნათქვამია თუ გადავხედავთ ლენინის ,,მოღვაწეობას’’.