ირანის თემა ვერ ვიპოვე და რადგან ეს ქვეყანა ძალიან მჭიდროდ არის ჩართული სირიის ომის ამბებში, მასზე ინფორმაციას აქ დავდებ
მოკლედ, ირანმა და რუსეთმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს ს-300-ების გადაცემაზე
მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველი კონტრაქტიდან განსხვავებით ირანი მიიღებს გაცილებით უკეთეს ს-300-ის მოდელს, კერძოდ პირველადი შეთანხმების თანახმად ირანს უნდა მიეღო S-300PMU1, ხოლო არსებული რეალობიდან გამომდინარე ირანი მიიღებს ს-300-ის ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაცია S-300VM-ს იგივე ანტეი 2500-ს
რა განსხვავებაა ამ 2 სისტემას შორის? ანტეი 2500, რასაც ირანი ეხლა მიიღებს რუსეთიდან, არის გაცილებით უკეთესი მოდელი ვიდრე მას უნდა მიეღო ძველი ხელშეკრულების სახით, აქ დავდებ ძირითად ცვლილებებს ამ 2 სისტემას შორის:
S-300PMU1 (ანუ ირანს რაც უნდა მიეღო ძველი კონტრაქტით):
მოქმედების რადიუსი: 150 კმ
მოქმედების ჭერი(ანუ რა სიმაღლეზე შეუძლია ობიექტის განადგურება): 27 კმ
რაკეტის სიჩქარე: 2 000 მეტრი/ წამში
ერთდროულად შეუძლია 12 ობიექტის აღმოჩენა და მასზე რეაგირება
რაკეტის სროლის სიჩქარე: 5 წამი
S-300VM იგივე ანტეი 2500 (ანუ რასაც ირანი მიიღებს ახალი შეთანხმების თანახმად):
მოქმედების რადიუსი: 250 კმ
მოქმედების ჭერი: 37 კმ
რაკეტის სიჩქარე: 2 600 მეტრი/წამში
ერთდროულად შეუძლია 48 ობიექტის აღმოჩენა და მასზე რეაგირება
რაკეტის სროლის სიჩქარე: 1,5 წამი
ანუ ძალიან მარტივად დასანახია, რომ ირანი მიიღებს ს-300-ის გაცილებით უკეთეს ვარიანტს, ვიდრე მას უნდა მიეღო ძველი კონტრაქტით
ირანი მიიღებს 5 დივიზიონ S-300VM-ს (იგივე ანტეი 2500), სავარაუდოდ მაქსიმუმ ამ წლის ბოლომდე
S-300VM არის ს-300-ის ყველაზე ღრმა მოდერნიზაციული ვერსია და დიდი არაფრით არ ჩამოუვარდება ს-400 ტრიუმფს, თავად რუსეთმა ეს მოდელი შეიარღებაში მიიღო 2013 წელს ანუ არის უახლესი მოდიფიკაცია
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს სისტემა არის ეხლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ირანის საჰაერო თავდაცვა ძალიან გაძლიერდება 5 დივიზიონი S-300VMის შეიარაღებაში მიღების შემდეგ
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ S-300VM გათვლილია ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველადაც და საკმაოდ ეფექტურ საშუალებად ითვლება ამ კუთხით ანუ ირანი მიიღებს ერთგვარ საჰაერო ფარს, როგორც საჰაერო ობიექტების ასევე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ ეფეწტური მოქმედებებისათვის
ირანი გადაიხდის 800 მილიონ დოლარს 5 დივიზიონი S-300VM-ის შესაძენად
პ.ს და ბოლოს, ირანისათვის ს-300-ების მიღების პროცესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ რუსეთმა დაიწყო ირანის მიმართ იარაღის მიწოდების პროცესი
იმ ფონზე, როდესაც რუსეთს ფინანსური პრობლემები აქვს და ირანს საკმაოდ დიდი ფინანსური საშუალებები აქვს თანამედროვე იარაღის შეძენისათვის, ირანი შეეცდება მიიღოს კიდევ უფრო მეტი თანამედროვე შეიარაღება და კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი არმია
საუბარია ირანის მხრიდან სხვადასხვა შეიარაღების შეძენაზე, კერძოდ:
პანცირ ს1, ტორ მ2, ტ-90, ისკანდერი, სუ-34 და ა,შ
http://www.arms-expo.ru/news/vzaimodeystvi...e=socialnetworkმოკლედ ეს ობამა არის სრული იმპოტენტი რა, რესპები რომ იყვნენ ხელისუფლებაში ირანის საკითხი უკვე მოგვარებული იქნებოდა, ობამას ფონზე კი ირანმა აშკარად იგრძნო, რომ მისი პოლიტიკა რბილია და გათავხედნენ, ირანს აშკარად გაუჩნდა რეგიონალური ლიდერის ყოფნის სურვილი და თუ ასე გაგრძელდა ასეც იქნება ძალიან მალე
ფაქტია ირანის არმია საკმაოდ სწრაფი ტემპებით ძლიერდება, აქ საუბარია არამხოლოდ თანამედროვე იარაღის ყიდვაზე, არამედ თავადაც ქმნიან საკმაოდ კარგ საშუალებებს