giorgi_psp3000ერთ რჩევას მოგცემ და არ მიწყინო.
როგორც ვხვდები, შენ არ გაინტერესებს ის პროფესია, რომელზედაც სწავლობ.
რომ გაინტერესებდეს, უტვინო არა ჩანხარ და ისწავლიდი.
უბრალოდ, არ სწავლობ.
ჰოდა, მაგის წამალს გეტყვი - იმ ფაკულტეტზე ისწავლე, რომელიც გაინტერესებს.
მაგალითად, აღმოსავლეთმცოდნეობა, კონფლიქტოლოგია, ისტორია - ერაყის, სირიის, აღმოსავლეთის განხრით.
სხვაც ბევრი გექნება ინტერესის სფერო.
და, საერთოდ, ადამიანი იქ აღწევს წარმატებას, რომელი პროფესიაც უყვარს.
სხვაგან იქნები საშუალო, რაც არ უნდა გადააკლა თავი.
მეც მქონდა მაგის პრობლემა - ჩემი შვილი გამიჯიქდა და ისეთ ფაკულტეტზე ჩააბარა, ასიანი რომ ვიცოდი, პირველივე სემესტრში ყელში ამოუვიდოდა.
ისე აგიხდა ყოლიფერი კაი - ერთი კვირაც არ უვლია და გამომიცხადა, მე სწავლა არ მაინტერესებს, მაგრამ რა ვაკეთო, ისიც არ ვიციო.
ჰოდა, ჭირი მოვჭამე, ვეჩხუბე, ვლანძღე, ცხოვრება ჯოჯოხეთად ვუქციე, სანამ საბუთები იმ ფაკულტეტზე არ გადაიტანა, მე რომ მინდოდა.
თან გამაფრთხილა - ამ ერთადერთხელ დაგიჯერებ ცხოვრებაში, ესეც იმიტომ, სულ რომ არ გაგიჟდე, თორემ რომ არ ვისწავლი, ასიანი ვიციო.
მოკლედ, გადაიტანა საბუთები, რა ჰქვია მაგას, მობილობით, ხომ? და პირველად ძლივს გავაგდე ლექციაზე.
აი, უბრალოდ, იმ ზამთარში გარეთ გავსვი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ერთხელაც მისულა, დაუხედავს სიტუაციისთვის.
საქმე ისაა, რომ ის აინტერესებდა, რა პროფესიაზეც მე მივაგდე - სტატიებს, წიგნებს, კვლევებს არ მაზავდა მაგ თემაზე ბალღობიდან.
რა ახირება იყო ის სხვა ფაკულტეტი, ახლაც აზრზე ვერ მოვსულვარ - ეტყობა მე დავუშვი შეცდომა და პირველად მე ვუთხარი, მაგ პროფესიას გაჰყევი მეთქი და ჯიბრზე წინააღმდეგობა გამიწია - დამოუკიდებლობას მიმტკიცებდა.
ჰოდა, ახლა, სტატიებსაც წერს, კვლევებსაც, იბეჭდება სამეცნიერო ჟურნალებში, ახლახანს ძალიან დიდი გამოკვლევა შეუკვეთეს ერთ პრობლემაზე, ჩათვალეს რა, რომ მისი მიდგომა ამ თემისადმი საინტერესო და იმედისმომცემი იქნებოდა.
მოკლედ, რისი თქმა მინდა, ნუ იტანჯავ თავს და ნუ ირევ ცხოვრების გზას - აკეთე ის, რაც გსიამოვნებს.
თუ შენები გიშლიან, ჩუმად გააკეთე შენი გასაკეთებელი.
მთავარია, შენი პროფესია და შენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდეს.