დამხმარეების ნაკლებობა არ ექნება თალიბანს.
https://www.interpressnews.ge/ka/article/67...-ki-giad-rcheba- როგორც ვხედავთ ავღანეთი კვლავინდებურად მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მას შემდეგ რაც, ასე ვიტყოდი, დასავლეთი და ამერიკა გამოვიდა ავღანეთიდან ამ სიტყვის პირდაპირი და ფართო გაგებითაც, ახლა სახეზე გვაქვს თალიბანის მხრიდან ძალაუფლების კონსოლიდაციის პირველი ეტაპი, რომელიც არსებული ქაოსის მოწესრიგებას ემსახურება მათი ინტერესების გათვალისწინებით.
„თალიბანის“ ე.წ. ხელისუფლება შეეცდება მთავარი რეგიონალურ მოთამაშეების დარწმუნებას რომ ორგანიზაციასთან საუბარი და მოლაპარკებები სხვადასხვა საკითხზე შესაძლებელია. ასევე ცდილობს პოლიტიკური კონტროლის განმტკიცებას. მისი ამოცანა იქნება არ დაუშვას ავღანეთში სხვადასხვა ჯგუფების გაჩენა და ერთმანეთთან დაპირისპირება და მეორე მხრივ შეეცდება საერთაშორისო იმიჯის შემსუბუქებას, თუ შეიძლება ასე ითქვას.
ამით „თალიბანი“ ცდილობს იგივე „წინააღმდეგობის ფრონტი“ არ წარმოაჩინოს როგორც ცივილიზაციის უკანასკნელი ფორპოსტი ავღანეთში. ISIS-K-ს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ქაბულის აეროპორტზე ამ კონტექსტში კიდევ უფრო საინტერესოა. მსგავსი ქმედებები, ბუნებრივია „თალიბანს“ საშუალებას აძლევს საერთაშორისო საზოგადოების თვალში ნაკლებ ბოროტებად წარმოჩნდეს.
ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, გერმანიის, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების საგარეო უწყებების განცხადებები, რომ „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს წარმართავენ იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ „თალიბანი“ განიხილება ამ ქვეყნების მხრიდან ავღანეთში ოფიციალურ მხარედ და არა ვინმე სხვა.
უფრო ფართო კონტექსტში თუ განვიხილავთ ავღანურ საკითხს, მსოფლიოში არსებული გლობალური პროცესები ავღანეთშიც „ითარგმნა“ და მე ამაში ვგულისხმობ დასავლეთისა და ლიბერალური-დემოკრატიის უკუსვლას ყველგან, რაც გამოიხატება იმაში, რომ დემოკრატიის ე.წ. აშენების მცდელობა ავღანეთში როგორც მოსალოდნელი იყო კრახით დასრულდა და ცხოვრების ის წესი რაც ამ ქვეყნის საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა, სამწუხაროდ ამერიკულ დახმარებასთან ერთად დასრულდა.
ავღანეთში სახეზე გვაქვს იმ ძალების დომინირება, რომელთაც ზოგადად ისარგებლეს დღეს მსოფლიო წესრიგში მიმდინარე ცვლილებებით, ეს არის რუსეთი და ჩინეთი პირველ რიგში.
ჩინეთის გაცხადება პირველივე დღეებში, რომ იგი მზადაა მჭიდრო, მათ შორის ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად ქაბულის ახალ რეჟიმთან სწორედ ამის მიმანიშნებელია. ყველასთვის ცნობილია ის, თუ რამხელა როლს თამაშობს და თამაშობდა მუდამ პაკისტანი „თალიბანის“ არსებობაში და ამას ეხლაც თვალნათლივ ვხედავთ.
ავღანეთის ტომობრივ გაერთიანებებში ერთ-ერთ უდიდესი პუშტუნური ნაწილია, რომელსაც ეყრდნობა „თალიბანი“. პაკისტანის ტერიტორიაზე მილიონობით პუშტუნები ცხოვრობენ.
პაკისტან-ჩინური ურთიერთობები თავის მხრივ, სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ძალზედ მჭიდროა და ეს ყველამ ვიცით, მათ ასევე საერთო რეგიონალური მოწინააღმდეგეც ყავთ- ინდოეთის სახით.
ასე, რომ დასავლეთის უკუსვლა ავღანეთშიც გარდაუვალი გახდა და ბუნებრივია, როგორც ეს იგივე მაგალითად სირიის შემთხვევაში მოხდა, ძალაუფლების ვაკუუმი არასდროს რჩება ცარიელი გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე, მას რეგიონალური მოთამაშეები ამოავსებენ და პირველ რიგში ჩინეთი. აკი ვიხილეთ კიდევაც „თალიბანის“ სპიკერის განცხადება, რომ ჩინეთს მთავარ პარტნიორად მოიაზრებენ.
. . .
ნაკლებ სავარაუდოა რეგიონის გლობალური ძალები ავღანეთის აფეთქებით იყვნენ დაინტერესებული, პირიქით, ისინი შეეცდებიან საკუთარი ინტერესები გაატარონ „თალიბების“ რეჟიმის დახმარებით. მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარში არსებობს შანსი, რომ ავღანეთის რესურსებზე წვდომას შეეცადოს პირველ რიგში ჩინეთი.
ამიტომ, ავღანეთში ყველაზე სავარაუდო სცენარია ავღანეთში ყველასათვის „მისაღები მშვიდობის“ დამყარება, სადაც მთავარი მოთამაშეების ინტერესი დაცული იქნება. ამას მოწმობს რუსეთის, ჩინეთისა და პაკისტანის განცხადებები და იგივე ირანის თავშეკავებული პოზიციაც.
აქვე დავამატებდი, რომ როგორც ცნობილია იგივე ყატარმა მიავლინა უკვე სპეციალისტები რომლებიც დაეხმარებიან „თალიბებს“ დატოვებული სამხედრო ტექნიკის ნაწილის ათვისებასა და გარემონტებაში.
სავარაუდოდ, მივიღებთ ავღანეთს „თალიბების“ მმართველობით მისი ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე. წესით პროცესები იქითკენ მიდის, რომ მეტნაკლებად ყველა ჯგუფის ინტერესი დაკმაყოფილდეს და ახლო ვადიან პერსპექტივაში სწორედ „თალიბანი“ იქნება ავღანეთის სათავეში.
პაკისტანის აქტიური ჩართულობა ამ ინტერეს მიანიშნებს სწორედ. ამის წინააღმდეგ აქტიური მოთამაშე გლობალურ არენაზე არავინ ჩანს. სიტუაციის გარდატეხა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მოხდეს, თუ სხვადსხვა დაპირისპირებულ ჯგუფებს ვინმე გარედან აქტიურად დაეხმარება. ამის ნიშნები, როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს არ გვაქვს.
. . .
არსებობს თემები სადაც მათი [რუსეთისა და ჩინეთის] ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ესაა იგივე რადიკალიზმის გადმოდინების შეკავება ავღანეთიდან. სწორედ ავღანეთთან ახლოს იმყოფება ჩინეთის ყველაზე პრობლემური იუღურებით დასახლებული რეგიონი. ასე რომ, ამ მიმართებით ვფიქრობ „თალიბანთან“ უკვე „ნამუშევარი“ არის აღნიშნული ქვეყნების მხრიდან.
თუ ავღანეთში სიტუაცია მკვეთრად აირია, მაშინ ეს რუსეთს ჩინეთსა და სხვა მოთამაშეებს აუცილებლად მიაჯაჭვებს რეგიონს აქედან გამომდინარე მთელი შედეგებით, რაც არ მგონია მათ ინტერესში იყოს.
. . .
- ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ ომის შედეგები მას შემდეგ ითვლება და ფასდება, როდესაც უკანასკნელი ჯარისკაცი ბრუნდება მშობლიურ ყაზარმაში და იმით თუ რა მშვიდობას ტოვებს ჯარისკაცი ბრძოლის ველზე.
ამ თვალსაზრისით, ის მშვიდობა რასაც ვაშინგტონი ავღანეთში აშენებდა მისი ყველაზე ხანგრძლივი ომის შედეგად, არა თუ მყარი ვერ გამოდგა, არამედ თან წაიღო იმ ათეულ ათასობით ავღანელთან ერთად, რომელთაც საკუთარი ქვეყნის დატოვება მოუწიათ, სწორედ მათ ვინც ასე თუ ისე იგრძნო და ნაწილი გახდა იმა ხალი ცხოვრების წესის რასაც თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა იძლევა.
ეს ძალიან სამწუხარო შედეგია წმინდა ადამიანური თავლსაზრისით, თუმცა, ამავდროულად გარდაუვალი იყო ავღანური სპეციფიკისა და რეალობის გათვალისწინებით.
სწორედ ამ კონტექსტში ვერ გათვალა თეთრმა სახლმა და მისმა მოკავშირეებმა ავღანური პოლიტიკის შედეგები. სამწუხაროა, რომ ტრილიონობით დოლარის ხარჯვის მიუხედავად, ის მშვიდობა რომელიც ავღანური საზოგადოებისთვის უნდა ყოფილიყო, დღეს აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნებს მხოლოდ მიგრანტების სახით უბრუნდება და სარგებელი ავღანეთის სახელმწიფოს მომავლისთვის მიზერულია.
. . .
ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს ყველაზე ცუდი გავლენა გლობალურ პროცესებზე იმ შემთხვევაში იქნება, თუ ავღანეთში მნიშვნელოვანი დესტაბილიზაცია დაიწყო და იგი კვლავინდებურად სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფების თავშესაფარი გახდა.
ამაზე წარსულის გამოცდილება ალაპარაკებს ყველას. თუმცა განსხვავებით იგივე 90-იანი წლებიდან როცა თალიბები პირველად მოვიდნენ სათავეში, ავღანეთის ირგვლივ არსებული გლობალური ძალები, პირველ რიგში ჩინეთი, რუსეთი და პაკისტანი გაცილებით ძლიერ პოზიციაში იმყოფებიან, რომ სურვილის შემთხვევაში აღნიშნული პროცესები არ დაუშვან.