თუ რუსეთი დამარცხდა რათქმაუნდა კარგი იქნება . . . (ხალიფატს არავინ გაამარჯვებინებს რომც მოუგონ ასადსაც და რუსეთსაც, მაგ ორს რომ მიეხედება მერე ხალიფატის ჯერიც დადგება)
1. საწვავი და გაზი კიდევ ურო გაიაფდება ვინაიდან ემირატების გაზი ევროპისკენ გაიკვალავს გზას . . .
2. რუსეთის გავლენა ევროპაზე შემცირდება, ვინაიდან ევროპას ექნება ენერგო რესურსების ალტერნატიული წყარო ემირატების სახით, რაც ნიშნავს დეოკუპაციის პროცესის დაჩქარებას . . .
3. რუსეთის ბიუჯეტს ნავთობის გაიაფების ხარჯზე უკვე ერხევა და გაზიც რომ გაიაფდება საბოლოოდ შეაზანზარებს რუსეთს და არჩევანის წინაშე დადგებიან ან დემოკრატიის და დამშვიდების გზას დაადგებიან ან დაიშლებიან. ორივე შემთხვევაში საქართველოს უკეთესი მომავალი ექნება ვიდრე ახლა აქვს . . .
4. ამას თავისმხრივ მეორე პლიუსიც აქვს რუსეთს აღარ ექნება იმის ფული სხვადასხვა სამხედრო ავანტიურებში ჩაგვითრიოს. შესაბამისად ენას წაუტკბილებს და ჩვენს შემორიგებას შეეცდება რათა გავლენა არ დაკარგოს და თუ საჭირო ძალისხმევას საჭირო მიმართულებით მივმართავთ საერთაშორისო ზეწოლის ფონზე შენსები იმისა რომ ჩვენი შემორიგება დეოკუპაციით სცადოს ძალიან მაღალი იქნება.
5. მსოფლიო კიდევ ერთხელ დაინახავს რომ ავანტიურული პოლიტიკით და ქაოსის ნერგვით შორს ვერ წავლენ და საერთაშორისო პოლიტიკა კიდევ მეტად გადავა დიპლომატიის რელსებზე ტანკებიდან.
6. ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დაისადგურებს ვინაიდან მთავარი არგუმენტი ახლო აღმოსავლეთში განსხვავებული გეოპოლიტიკური ორიენტირებია და მეტი არაფერი. ნაწილი რუსეთისკენ იყურება, რომელიც თავის მხრივ ტანკებისა და ბომბების მეტს ვერაფერს სთავაზობს მაინცდამაინც მოკავშირეებს ხოლო ნაწილი დასავლეთისკენ.
7. რუსეთის ეკონომიკას აღარ ექნება ემბარგოებში და მსგავს სისულელეებში დასაკარგი რესურსები და დიდი ალბათობით საერთოდ ამოიღებს ხმარებიდან მსგავს პოლიტიკას, როგორც მინიმუმ ათწლეული, რაც მშვენიერი პლაცდარმი იქნება ჩვენთვის.
8. რუსეთს აღარ ექნება იმის ფული რომ რამდენიმე ათასი ერთეული ბირთული ქობინი შეინახოს. მამლულად მაგრამ მაინც შეამცირებს მათ რიცხვს რაც თავისმხრივს მსოფლიო უსაბრთხოების თვალსაზრისით ნამდვილად მიღწევა იქნება.
9. "სეპარატისტები" მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში რომლებიც რუსეთს ამოფარებულები ქაოსის დანერგვითა და ნგრევით არიან დაკავებულები საბოლოოდ მიჩუყანდებიან.
10. პოსტსაბჭოთა სივრცეში დამთავრდება "დაყავი და იბატონე" პოლიტიკის გატარება რაც კვლავ დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტი პარტნიორები მოვიძიოთ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც . . . პოსტსაბჭოტა სივრცეში რეალურად ქვეყნების უმეტესობა საკმაოდ კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ თუმცა რუსეთის ფაქტორის გამო გაურბიან ჩვენთან ურთიერთობების გაღრმავებას და ეს დანამდვილებით ვიცი რამდენიმე ქვეყნის კონკრეტუ მაგალითზე.
11. საქართველო მუდმივი აგრესიის საფრთხის ქვეშ აღარ იქნება რაც ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს რამდენადმე გაზრდის და საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება უცხოელი ინვესტორებისათვის.
12. ბოლოსდაბაოლოს შევძლებთ რომ სამხედრო ბიუჯეტი აღარ იყოს ქვეყნის #1 ამოცანა და დროებით ფულის სხვა რაღაცეებში გადანაწილებას შევძლებთ.
13. საქართველოში "სეპარატიზმის" საფრთხე (არიგულისხმება მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი) მნიშვნელოვნად შემცირდება ვინაიდან ჩათლახიანები და მსგავსი შიპლიპიტოები დაკარგავენ პატრონს და ნსპონსორს.
14. ერი საბოლოოდ გაერთიანდება ვინაიდან რუსეთუმეები და მე-5 კოლონა დაკარგავს პატრონს და სანამ ახალს იპოვიან დრო გვექნება ცოტა ხანს მაინც ქვეყნის საქმე ვაკეთოთ ერთად.
16. ფორუმზე შეწყდება რუსეთისთვის ხოტბის შესხმა და ცოტა ხანს დავტკბებით მგლოვიარე რუსეთუმეების ცქერით
This post has been edited by 777giorgi777 on 30 Sep 2015, 13:48
უმაღლესი ჭეშმარიტებაა სახელმწიფო ინტერესები ! ერის ინტერესები ! ხმა ღმრთისა - ხმა ერისა !
__________
დღეს რაღაა და ხვალიდან გავბრწყინდებით.
__________
ქუჩა-ქუჩა ღრიალით აშენებული ქვეყანა ჯერ არ მინახავს. თუარადა აგერ უკვე 20 წელია მასე ვაშენებთ და არ აშენდა არაფრით და იქნებ რამე სხვაც გვეცადა?