ეს საიდან გააძრე
---------
მოკლედ, სირიაში ამჟამად მეტნაკლებად სტაბილური სიტუაციაა ფრონტებზე განდა ჩრდილოეთისა.
1. სამხრეთით "დარაა'-ს ფრონტზე რებელების დიდი სამხედრო დაჯგუფებაა თამოყრილი თუმცა მათი შეტევა ამ ეტაპზე შეჩერებულია და ბუქსაობენ ერთ ადგილზე.
2. "სუვეიდა"-ში გამომდინა იქიდან რომ "დრუზები" მთავრობისადმი ლოიალურები არიან, მანდაც სიმშვიდეა.
3. დამასკოს ფრონტზე "ჯობარსა" და "აღმოსავლეთ გუთა"-ში რებელები ალყაში არიან უკვე წელიწადზე მეტია.
4. ქალამუნის მთიანეთში რებელები უკვე სულს ღაფავენ, დროის საკითხია მათი განადგურება.
5. დამასკო-ჰომსი-ჰამა-ლატაკია-ს რეგიონებს მთავრობა სრულად აკონტროლებს.
გადავინაცვლოთ ჩრდილოეთში:
6.იდლიბის პროვინციაში სამთავრობო ძალებმა სრული კრახი განიცადეს. რებელები დომინირებენ თითქმის ყველა მიმართულებით.
7. ალეპოს ფრონტზე სრული დომხალია. რებელები, სამთავრობო ძალები და ხალიფატი ერთმანეთს ხოცავენ. ჩრდილოეთ ქურთული რეგიონებიდან კი ქურთები აწვებიან ყველას ერთად.
8. სირიის მთელ აღმოსავლეთ რეგიონებს (ძირითადად უდაბნოებს) ისისი აკონტროლებს, მნიშვნელოვანი ქალაქებით "რაქა" და "დეირ ეზ ზორი", ასევე ახლო წარსულში გაიფართოვეს ტერიტორიები პალმირას მიმართულებით.
9. სირიის უკიდურეს ჩრდილო აღმოსავლეთით "ჰასაკა"-ს პროვინციაში ქურთებისა და სამთავრობო ძალების ალიანსი ებრძვის ისისი-ს დაჯგუფებებს.
ასევე ისისი აკონტროლებს ერაყთან დამაკავშირებელ ყველა სასაზღვრო პუნქტს, საიდანაც ძირითადი მომარაგება შესდით.
-------
მოკლედ ეს არის ძირითადი მონახაზი არსებული სიტუაციის.
რუსეთი რა ###ს იზამს ამ დომხალში საინტერესოა.
დაკარგულ ტერიტორიებს ვერც ღმერთი დაგვიბრუნებს და ვერც "ერთა ლიგა" / ადოლფ ჰიტლერი