
წითელი არის ასადის ანუ სახელმწიფო ძალები, ამათ ეხმარებიან რუსები. ასადი ჩვეულებრივი დიქტატორი იყო თუმცა სეკულარული, ანუ რელიგიას და სახელმწიფოს მიჯნავდა და არ აძლევდა საშუალებას მუსულმანებს ყურანის მიხედვით ემართათ. მიუხედავად ამ პლიუსისა, ჩვეულებრივი დიქტატორი იყო და ხალხს ყელში ამოუვიდა.
მწვანე არის ე.წ. აჯანყებულები, იგივე FSA ამათ ამერიკის დაზვერვა წვრთნიდა, TOW ები და სხვ. შეიარაღებაც გადასცეს, თუმცა უმცირესობაში არიან, მაინც კარგად იბრძოდნენ, ასევე სეკულარულები არიან, თუმცა რათქმაუნდა უამრავი დანაშაულიც აქვთ ჩადენილი, ისევე როგორც ყველა ჯგუფს. ბოლო დროს ძალიან ბევრი გადადის ISIS ის რიგებში, ამიტომ ამ პროექტს აშშ-ს კრახად განიხილავენ.
ყვითლები, სირიის ჩრდილოეთით არიან სირიელი ქურთები, ესენი დიდი ხანია საკუთარი ქვეყნის შესაქმნელად იბრძვიან, თუმცა თავიანთ ქვეყნის საზღვრებში თურქეთიც მიაჩნიათ (იქაც ბლომად ქურთები არიან) რის გამოც თურქეთში ტერორისტულ აქტებს აწყობენ, შესაბამისად თურქეთი ბომბავს და ამ გადმოსახედიდან ერდოღანს ISIS აწყობს.
თეთრები არის ე.წ. ალ-ნუსრას ფრონტი, ადგილობრივი ალ-ქაიდას ფილიალია, ისინიც ყურანით სამართავად იბრძვიან და ასევე ხვრეტენ ტყვეებს, თუმცა ცოტანი არიან და ISIS ნაირ პოპულარობას ვერ იხვეჭენ.
ნაცრისფერები კი ISIS - ია, რომელიც აქ მებრძოლი უნიკალური ჯგუფია, რადგან საერთოდ ყველას ებრძვიან, უამრავ არაადამიანობას სჩადიან და აკონტროლებენ დიდ ტერიტორიას, ხშირად მთლიანად ანადგურებენ სოფლებსაც კი. მათი მიზანი არამარტო სირიის არამედ კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) ერთიან მუსულმანურ ქვეყანად გადაქცევაა.
გარდა ამისა კიდევ წვრილმანი 10 - მდე დაჯგუფება დათარეშობს, თუმცა დიდ ტერიტორიებს არ აკონტროლებენ.
P.S. დღეს რუსებმა იერიში მიიტანეს FSA - ს პოზიციებზე ჰომსში, ჰამაში და ჩრდილოეთით მათ კონტროლირებად ტერიტორიებზე (მიუხედავად იმისა რომ ტერიტორიას ასადი აკონტროლებს, ჰომსი ჯერ FSA ს კონტროლის ქვეშაა). მიუხედავად იმისა რომ პუტინი ირწმუნებოდა ISIS უნდა ვებრძოლოო, სინამდვილეში აშშ-ს მოკავშირეებს დაარტყა.
არაფრის.