მანდ ამ შემთხვევაზეც წერია და მერე რა?
The young Saudi who could be executed at any time
http://www.bbc.com/news/blogs-trending-34338308ვინც საქმის კურსში არ არის. Ali Mohammed Baqir al-Nimr ("დანაშაულის" ჩადენის მომენტში 16 წლის იყო) მოწნაილეობდა ე.წ. "არაბული გაზაფხული" საპროტესტო გამოსვლებში. რისთვისაც მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა. დასჯის ფორმა - ჯვარზე გაკვრა და თავის მოკვეთა.
ასეთები უამრავი ხდება საუდში. ალის ამბავი მისი ბიძის გამო გახმაურდა, რომელიც "არაბული გაზაფხულის" ერთ-ერთი მეთაური იყო.
თავისთავად საუდელების მხრიდან ჯვარზე გაკვრით დასჯის ფორმა ნერვსაც რომ არ უტოკებს დასავლეთს, ეგ ცალკე საკითხია.
ასეთი ფაქტების მიუხედავას დასავლეთის "დემოკრატების" ნაწილი მხარს უჭერს საუდელებს, კატარელებს, თურქებს ბაშარასათვის დემოკრატიის სწავლის საქმეში.
ბაშარა ვინც არის, ვიცით. მაგრამ ბაშარა ქრისტიანებს გადასახადებს არ ახდევინებს ქრისტიანობისთვის. ბაშარა სუნიტობისთვის 6 წლის გოგონას იატაკზე არ ალურსმავს და მიუხედავად მის თვალებში ჩამდგარი წარმოუდგენელი შიშისა, თავს არ ჰკვეთს. ვიცი დაბომბვების შესახებ. ბომბავს. საუდიც ბომბავს - თან სხვა ქვეყანას, იემენს და ქალებს და ბავშვებსაც ხოცავს. სხვას.
მე მგონი, პოლიტიკა, როგორც ის ჩვენ ძველად ვიცოდით, აღარ არსებობს. ამიტომაც ვცდილობ, აღარ დავინტერესდე. თვით ველურ რუსეთზე, არაბებზე და თურქებზე სინამდვილეშიც ბევრად ცივილიზებულმა აშშ-მ თავისი პრეზიდენტის სახელით განაცხადა, რომ ყველაფერი მსოფლიოში იქნება ისე, როგორც მას სურს და არა ისე, როგორც სადმე წერია. აშშ გადაწყვეტს ვაჭრობის წესებს და მტყუან-მართალს.
ნუ, თუ შეძლებს ამას, რა პრობლემაა? ქაოსს ყველაფერი სჯობია. მაგრამ, სამწუხაროდ, ამის არაფერი ეტყობა მსოფლიოს. უფრო ქაოსი გორდება.
ეს რომ მარტო ჩემი ხედვა არ არის, თუნდაც არნო ლარიოს 2009წ-ს გადაღებული ფილმი "დედამიწის უკანასკნელი რომანტიკოსი" მეტყველებს. ფრანგები თავისი მახვილგონივრული მიგნებებით ყოველთვის გვაოცებდნენ. ამ ფილმში დედამიწის აპოკალიფსია აღწერილი. მაგრამ ჩვეულებრივი აპოკალიფსი. თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება. ტოტალური გარყვნილება. უაზრო, უმიზნო ტერაქტები. დიდი სახელმწიფოები, ღმერთმა იცის რატომ, ერთმანეთს ბირთვული მობმებით ბომბავენ. თან თითქოს არაფერიც არ ხდება. საშველიც აღარ ჩანს, რადგან ყველა ფასეულობა მოკვდა - ცინიზმმა, "რეალიზმმა" მოკლა ფასულობები და მათ გარეშე ადამიანები გაერთიანებას ვეღარ ახერხებენ.
ფილმში ერთ ადგილას ასეთ რაღაცას ამბობენ - "პოლიტიკა, კომუნიკაცია აღარ არსებობს. ის დაშინების მცდელობამ და ტერორმა ჩაანაცვლა".
სამწუხაროდ, ეს ფილმი წინასწარმეტყველურია. ის 2009წ-ს არის გადაღებული - არადა, ეხლა რომ გადაღებულიყო...
This post has been edited by Arsene Lupin on 7 Nov 2015, 10:18