რატომ ერიდებიან ტერორისტები, რუსების წინააღმდეგ ტერაქტებს...
ნამდვილად არ ვუსურვებდი არავის, მათ ადგილზე ყოფნას, ვისაც რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდებაში აქ მონაწილეობა მიღებული...
ეგ ამონარიდია სტატიიდან:
საინტერესო მომენტებია რუსული "სპეცნაზ"-ის ისტორიიდან და სირიაში რუსების სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, სპეც-ნაწილების მოქმედების სავარუდო გეგმის შესახებ...
RUSSIAN SPECIAL FORCES: HAS ISIS MET ITS FEAR MERCHANT MATCH?
http://www.breitbart.com/national-security...merchant-match/"...2006 წელს პუტინს მოუხდა სპეციალური დანიშნულების ნაწილების ამოქმედება, მას შემდეგ, რაც შეიტყო ერაყში 4 რუსეთის ოფიციალური პირის გატაცების და და მათი მკვლელობის შესახებ. მან გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი, არც მეტი არც ნაკლები, უნდა განადგურებულიყო. ყველა ბოევიკი, რომელიც მონაწილეობდა ამ გატაცებაში, მიგნებული იქნა და დასჯილი სიკვდილით .
რუსეთის საზღვაო ქვეითების სპეც-ნაწილებიც, არასდროს ერიდებიან დაშინების მეთოდებს. 2010 წელს, ამ მეომრებს მოუწიათ სომალელ მეკობრეებს შეჯახებოდნენ.
სომალელმა მეკობრეებმა, საკუთარი გემის საშუალებით, ხელში ჩაიგდეს რუსული ტანკერი. რუსების საზღვაო ქვეითებმა, შტურმით აიღეს ტანკერი, ხანმოკლე შეტაკებაში, იოლად მოიპოვეს უპირატესობა მეკობრეებზე, აიყვანეს ისინი ტყვეებად და დააბრუნეს საკუთარ გემზე. შემდეგ, საგულდაგულოდ შებოჭეს, ხოლო გემი დანაღმეს. საკუთარ ხომალდზე დაბრუნებულებმა, კი მეკობრეთა გემი, ხალხთან (მეკობრეებთან) ერთად აფეეთქეს.
ამის შემდგომ, არც ერთი რუსული ხომალდი, მეკობრეების თავდასხმის ობიექტი არ გამხდარა.
სირიის მიწაზე სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთანავე, რუსი "სპეცნაზელები", ირანელ და სირიელ მოკავშირებთან ერთად შექმნიან ინფორმატორთა ქსელს, რომლის საშუალებითაც შეძლებენ "ისის" ლიდერთა იდენტიფიკაციას, მიაკვლევენ მათ და გაანადგურებენ. საშუალების და მიხედვით ყველანი ისინი, ძალადობრივი სიკვდილით განადგურდებიან, რაც შესაბამისი პასუხი იქნება იმ მთავარი გზავნილისა, რომელიც მათ დანარჩენ მსოფლიოს დაუმისამართეს.
თუ არაბულ ენაში არსებობს სიტყვა "კარმა", სულ ახლო მომავალში, ის, "ისის"ის ბოევიკთა ბაგეს არ მოცილდება."
This post has been edited by като тбилисели on 8 Nov 2015, 02:54
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)