რუსეთი "ისჯება" იმიტომ რომ უკანასკნელი იმპერიაა, რომელიც იმპერიალიზმს ვერ ელევა
(ნუ მოდი არცერთი მხარე, მათ შორის შეთქმულების თეპორიის მოყვარულები რომ არ ვაწყენინოთ,
ვთქვათ რომ მის უიმედოდ მოძველებულ , მე-19-ე საუკუნემდელ ფორმას, ასე ვთქვათ "მონღოლურ" სტილს, ტერიტორიულ ექსპანსიონიზმს)
ამ ტიპის იპერიის იმპერიის არსებობა ძალიან ბევრ ტექნიკურ პრობლემეს ქმნის 21-ე საუკუნის მსოფლიოში და ქმნიდა მე-20-ეშიც.
თვითონ საკითხებს რაც შეეხება, ჩემი მოკრძალებული აზრი ასეთია:
1. არ ვარ გარკვეული კარგად, ვემხრობი ვერსიას რომ აქ რუსეთი, (რომელიც მე-19-ე საუკუნის ბოლოსთვის დაახლოებით იყო
ის რაც გახდა ჩინეთი მე-20-ეს ბოლოსთვის) უბრალოდ "წამოიკიდეს", როგორც დიდი საფრთხე, სანამ გაძლიერდებოდა.
2. ასევე სოციალისტური რევოლუცია, იყო წინა თემის გაგრძელება - იდეაში რუსეთი უნდა ყოფილიყო "სირიევოი პროდატოკ ევროპი",
როგორც კანადა ამერიკის მოგვიანებით, მაგრამ სტალინი ვერ გათვალა დასავლეთმა.
3. აქ გეთანხმები, მეორე მსოფლიო ომი ერთგვარი რევანში იყო გერმანია-რუსეთის, ამას მოლოტოვ რიბენტროპისს ფარული პაქტიც ადასტურებს,
ასევე ძალიან რუსუთუმეებს გირჩევთ დაგუგლოთ როდიდან აღნიშნავდნენ სუსურუკუში 9-მაისს და რატომ არ ზეიმობდნენ სტალინის სიცოცხლეში?
4. რუსეთის "ომები" და ომები აზიაში თუ არაბულ სამყაროში, ორი განსხვავებული სპორტია ჩემი აზრით - თუმცა კავშირები არის:
სანამ სუსურუკუ არსებობდა, დედამიწაზე ორ ბანაკს შორის მიდიოდა ბრძოლა მომხრეების (ქვეყნების) გადაბირებაზე მათ შორის,
შესაბამისად დედამიწის პროგრესულ ნაწილს უწევდა თვალის დახუჭვა "სუკინსინ ნო ნაშ სუკინსინ"-ებზე, უფრო დიდი ბოროტებისა და საფრთხის შიშით.
ამან საშუალება მისცა არაბულ ლიდერებს (როგორც პრო ისე ანტისუკინსინებს - ვინაიდან გარემო ერთი იყო, ვინ საით დადგებოდა კი შემთხვევითი)
თავისთნ ეკეთებინათ ის რაც უნდათ, რამაც უმეტესობა შემთხვევაში სავალალო შედეგებამდე მიიყვანა ეს ქვეყნები.
როდესაც წითელი საფრთხე განეიტრალდა, დადგა დანარჩენი - შედარებით მცირე პრობლემების რიგი.
(ეს ბუნებრივი პროოცესია მეტ ნაკლებად ჩემი აზრით და არა მკაცრად განსაზღვრული და დაგეგმილი სადმე)
რუსეთს ამ დანარჩენი პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობის სახით, "გამოსწორების" შანსი მიეცა და
უზარმაზარი ეკონომიკური და ფინანსური რესურსები გამოეყო სხვადასხვა გზით.
აი ვაინა როგორც კი ფეხზე დადგა და თვალებში გამოიხედა, ეგრევე სუსურუკუს დაშლა მე-20-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ
კატასტროფად გამოაცხადა (თან მისი ხმა ენერგო რესურსების ფასთან ერთად ემატებოდა სიმკაცრე, და აპოგეა იყო მიუნხენის რეჩი) და ცივი ომის შედეგების გადახედვა მოითხოვა. ... არ დაეთანხმნენ

P.S.
69 - იყო დღეს, სადღაც მოვკარი თვალი
This post has been edited by Data_TuTashxia on 8 Dec 2015, 01:12
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას ...© კ. გამსახურდია
სიცილი მონის უკანასკნელი ბასტიონია. © ნიცშე.