datuმე ლიბერალი ახლაც ვარ

ეს თქვენ გაქვთ მათზე (ანუ ჩვენზე) არასწორი წარმოდგენა. რაღაც სტერეოტიპული.
ვარ 100 კილო (აქედან თითქმის არაა ქონი), სპორტით თუ არ ვარ დაკავებული, არ ვიცვამ ჭრელ ტანსაცმელს, წაკითხული და გათავისებული მაქვს მაქვს თითქმის ყველა აგეოგრაფიული ნაწარმოები, ვაჟას შემოქმედებიდან დღემდე ზეპირად მახსოვს ბევრი რამ, ექვთიმე თაყაიშვილზე დოკუმენტური ფილმის ნახვისას ყოველთვის მადგება თვალზე ცრემლი...
ამავე დროს ვარ რადიკალური მოწინააღმდეგე
- გეების დაჩაგვრის
- ათეისტების (ან თუნდაც ძალიან მორწმუნეების) დისკრიმინირების
- ფსევდოპატრიოტული ლეგენდების ტირაჟირების (გორგასალის 32-კილოგრამიანი ხმალი და ა.შ.)
- ოჯახური ძალადობის
- ახალგაზრდებში კრიმინალურ გამოვლინებებზე თვალზე დახუჭვის.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი ეს თუნდაც კიოლნის ამბები რომელიმე ჩემიანს რომ შეხებოდა, იმ მოძალადე ტიპებს ყელს არათუ გამოვჭრიდი, არამედ გამოვჭამდი კიდევაც.
და ზოგადად, ლიბერალურ წყობას განსაკუთრებით თანმიმდევრული და ხშირად აგრესიული დაცვა ჭირდება. რადგან ამ შემთხვევაში საზოგადოების თითოეული აქტიური წევრი ატარებს პასუხისმგებლობას და არ ელოდება ბელადის დავალებებს. ანუ, თვითორგანიზაციის მაღალი დონეა უფრო საჭირო.
მოკლედ, დემოკრატიის არ იყოს, ლიბერალიზმიც არ არის ლობიოობა