რეებს წერს ხალხი, გავგიჟდი... ლუკაშენკოს ადიდებთ... ბელარუსს ჩვენ ვერ დავეწევითო...
1.ბელარუსი არ არის მდიდარი ქვეყანა, უბრალოდ ეკონომიკურად სტაბილურია, მაგრამ ეგ დიდხანს არ გაგრძელდება. რუსეთი 90-იანებიდანვე იაფად აძლევდა ბელარუსს გაზს/ნავთობს, მერე ბელარუსი ევროპაში ძვირად ყიდდა; იაფ სესხებს აძლევდა; ბელარუსის ექსპორტ-იმპორტი მთლიანად რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული. პუტინი ეუბნება ბელარუსს, ან გავერთიანდებით სამოკავშირეო სახელმწიფოში, რომლის მმართველი მე ვიქნებიო, ან ჩემ ფეხებს მოგცემ ამიერიდან დამხარებასო, ხოდა, ლუკაშენკო ეძებს ახლა დასავლეთში ალტერნატივებს, პომპეოც მაგიტომ იყო ჩასული. რეალურად, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ბელარუსში ეკონომიკური სიტუაცია სტაბილური არის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეგ არ იმუშავებს, ან მოუწევთ საბოლოოდ გახდნენ რუსეთის მონები და დაკარგონ სახელმწიფო და იდენტობა, ან უკრაინის სცენარი ან/და უარესი დატრიალდება.
2.ლუკაშენკო არის დიქტატორი, მას რომ ადიდებთ იმაზე მიუთითებს, თუ რამხელა გავლენა აქვს დღემდე საბჭოთა მონურ ინდოქტრინაციას ჩვენს საზოგადოებაზე. ადამიანი, რომელიც იჭერს ყველას ვისაც საპირისპირო აზრი აქვს, კრძალავს ყველა ტელევიზიას, რომელიც მას აკრიტიკებს და რეპრესიების ქვეშ ჰყავს მთელი საზოგადოება, როგორ შეიძლება აქო? არანაირი თავისუფლება არ აქვთ იქ ადამიანებს, არც გამოხატვის, არც გადაადგილების, არც კორუფციის გარეშე ბიზნესის კეთების. ანუ, იმის გამო რომ მუცელი გქონდეთ დღიდან დღემდე სავსე, მზად ხართ ყველანაირი თავისუფლება და ინდივიდუალიზმი გაწიროთ, ჩვეულებრივი ლუარსაბ თათქარიძეობა არის ეგ.
3.ბელარუსში არის უდიდესი კორუფცია, გულწრფელი და თავდაუზოგავი შრომით ვერაფერს მიაღწევ, უამრავი ბარიერი შეგხვდება, რადგან პოლიტიკურ ელიტას არა ღიადმოაზროვნე და კრეატიული ადამიანები სურს, არამედ მონები, რომლებიც ქარხანაში იმუშავებენ ხმა ამოუღებლად.
მიუხედავად იმისა, რომ სახარბიელო სიტუაცია არ გვაქვს, ბეეეეეეევრად კარგი სახელმწიფო გვაქვს ვიდრე ბელარუსს. ჩვენც გვქონდა არჩევანი რომ რუსეთის მონა სახელმწიფოდ დავრჩენილიყავით და ჩვენც გვექნებოდა ბელარუსისმაგვარი ეკონომიკა (მიმზიდველია რატომ არის, ვერ ვხვდები), მაგრამ ქართველმა ხალხმა ავარჩიეთ ჩვენი გზა, გრძელვადიანი გეგმა დავსახეთ და ნელ-ნელა შედეგებსაც ვიმკით. მაგ შედეგების მანიფესტაციად თუ შსს-ის შუშის შენობებს აღიქვამთ და არა ინდივიდუალურ უფლებებს და თავისუფლებებს, მანდ უკვე არ ვიცი რა უნდა ვილაპარაკო.
ზოგმა საერთოდ ისიც დაწერა, ქართველებს არასდროს გვნდომებია თავისუფლება, საბჭოთა კავშირში კარგად ვიყავითო
რავიცი, დიდი იმედი მაქვს მართლა წახვალთ ბელარუსსში.
* * *