იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
https://www.interpressnews.ge/ka/article/61...iani-ver-ikneba...
- ლუკაშენკოსა და პუტინს თბილი და კარგი ურთიერთობები არასდროს ჰქონიათ. მინსკი უკანასკნელი 8 წელია ცდილობს ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსეთზე. სწორედ ამიტომ დაიწყო მინსკმა აქტიური თანამშრომლობა ჩინეთთან, ამერიკასთან. ბუნებრივია, რომ ეს რუსეთს არ მოსწონს. კრემლმა მინსკს რუსეთთან ინტეგრაციის გაღმავებული ფორმატი შესთავაზა, რაზეც ბელორუსმა უარი თქვა.
ამას მოჰყვა რუსეთის მიერ ბელორუსის წინააღმდეგ დაწყებული ნავთობის ომი, რაც დასრულდა იმით, რომ ბელორუსმა ნავთობის მიღების ალტერნატიული საშუალებები მოძებნა. ახლა რუსეთისთვის ბელორუსში სიტუაცია მარტივი სულაც არაა.
ბელორუსი რუსეთთან ურთიერთობებში ითვალისწინებს კრემლის ქმედებებს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. მოსკოვს არ მოსწონს რომ მინსკი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გამოდის ევრაზიული ინტეგრაციული პროცესისაგან და სულ უფრო ნაკლებად ხდება რუსეთზე დამოკიდებული.
მინსკი სიფრთხილეს იჩენს, ვინაიდან ახსოვს თუ რა ნაბიჯები გადადგა მოსკოვმა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ორივე შემთხვევაში დაზარალდა არა რუსეთი, არამედ საქართველო და უკრაინა.
...
წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურებული არიან რუსეთიდან შემოსული მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ დროს მოაწყონ სისხლიანი პროვოკაციები, რაც ბელორუსის ხელისუფლებისთვის მოვლენათა განვითარების ყველაზე არასასურველი სცენარია.
- უკაცრავად, გინდათ თქვათ, რომ რუსეთის „მწვანე კაცუნები“, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ყირიმის ანექსიაში, ახლა ბელორუსში არიან და ნებისმიერ დროს არიან მზად მოაწყონ სისხლიანი პროვოკაციები მინსკსა და ბელორუსის რეგიონებში?- ვერ ვიტყოდი, რომ ისინი „მწვანე კაცუნები“ არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ბელორუსში დღეისათვის საკმაოდ არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მზად აღმოჩნდებიან მშვიდობიანი მიტინგის მსვლელობისას ხალხს ესროლონ, მომხდარი კი ბელორუს სამართალდამცავებს დაბრალდება.
ამგვარი რამ, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა სისხლიანი დასასრულით ჩინეთსა და ამერიკაში რომ მოხდეს, მათ პასუხს არავინ მოსთხოვს, მაგრამ ბელორუსი ის ქვეყანაა, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება აშშ-სა და ჩინეთის დახმარება ეკონომიკის ასამოქმედებლად.
თუ ბელორუსს ეკონომიკური სანქციები დაეწესა, ის ვერ მიიღებს ალტერნატიულ ნავთობს. ასეთ შემთხვევაში რუსეთს ხელ-ფეხი გაესხსნება, რომ აიძულოს მინსკი უფრო მეტად იყოს ჩართული რუსეთთან ინტეგრაციულ პროცესებში.
...
- ამ არჩევნებში რუსეთს ფსონი პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატზე არ აქვს დადებული. მისი ამოცანაა, ამ არჩევნებში მნიშვნელოვნად დაასუსტოს ლუკაშენკოს ხელისუფლება, რომ შემდეგ იგი მაქსიმალურად დამყოლი აღმოჩნდეს კრემლის იმ წინადადებების მიმართ, რომელსაც მოსკოვი მინსკს მუდმივად სთავაზობს.
და ა.შ.
This post has been edited by griankali on 7 Aug 2020, 21:37
რუსეთი უნდა დაინგრეს.