ამ შეთანხმებით რუსეთმა განაცხადა, რომ ის მოქმედებს არა მხოლოდ სამართლიანი მხარის პოზიციიდან, არამედ ძლიერის პოზიციიდანაც...
22 თებერვალს რუსებს და აშშ-ს შეთანხმებით ცხადდება, რომ რამოდენიმე წლის წინ ასე მონდომებით გაჩაღებული ხანძარი უნდა ჩაქრეს...
მაგრამ ბევრს ეგ არ მოწონს...
შეთანხმებით რუსეთი იღებს ვალდებულებას გააკონტროლოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სირიის სამთავრობო ძალების და მისი მოკავშირეების მხრიდან, აშშ იღებს ვალდებულებას დაადუმოს სირიის ოპოზიციის შერაცხადი ნაწილი... "ისლამურ სახელმწიფოს", "ჯებხატ ან ნუსრას" და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომლებიც გაეროს მიერ არიან ცნობილი, როგორც ტერორისტული ორგანიზაციები აე არ ეხება...
აშშ თავის "დემოკრატ პადდელნიკებს" დიდი ხნის განმავლობაში ამარაგებდენ იარაღით და ყველაფრით, რაც ამ იარაღის გამოყენებისათვის იყო საჭირო, სიცრუით და პოლიტიკური ინტრიგებით "კრიშავდენ" მთელი მსოფლიოდან ჩამოყრილ სისხლისმელ ბრბოს სირიაში და ერაყში... ისმის შეკითხვა, ნუთუ აშშ ასე ნახევარ გზაზე დატოვებს თავის გეგმებს, ახლო აღმოსავლეთის სისხლმდინარე ჭრილობად გადაქცევის შესახებ...?
მშვიდობიანი ხელშეკრულების ხელმოწერის მეორე დღეს დასავლეთის გავლენიან პრესაში ჩნდება იმფორმაცია, რომ აშშ ამზადებს პენტაგონის და "ცრუს" მომზადებულ გეგმა "B"-ს, რომლის მიხედვით გათვალისწინებულია სირიის ოპოზიციის მომარაგება თანამედროვე იარაღით, საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ჩათვლით... მთელ ბრალს შეთანხმების დარღვევაში დადებენ რუსეთს და მოითხოვენ ახალ სანქციებს მის წინააღმდეგ... რატომ ეცდება აშშ წავიდეს ამ ნაბიჯზე, იმიტომ რომ მათი პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში დამარცხდა და ამ მარცხით ვაშინგტონი არჩევანის წინაშეა, ან აშკარად და დაუფარავად დაუჭიროს მხარი ტერორისტებს, ან დაკარგოსის თავისი პოზიციები არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთელ მსოფლიოში...მთელი მსოფლიოს მბრძანებლობის უფლების დაკარგვის პერსპექტივაზე აშშ-ს წასვლა არ უნდა, მაგრამ არც მშვიდობიანი ინიციატივების ღია წინაღდგომა არის შესაძლებელი... ამიტომ ამერიკელი ქორები იწყებენ მოქმედებას სხვისი ხელბით, მრისხანე ტვინგარეცხილი წვერებიანების ხელებით, რომლებიც ანადგურებენ სირიის მოსახლეობას...
შეთანხმების მიხედვით საბრძლოლო მოქმედებები დაშვებულია იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც აკონტროლებს "ისლამური სახელმწიფო" და "ჯებხატ ან ნუსრა"... ოთხშაბათს სირიის ოპოზიციურმა არიამ გააკეთა განცხადება, რომ მოლაპარაკებაში არ მიიღებს მონაწილეობას "ან ნუსრას" გარეშე...
თუ რუსეთი დაარტყამს მათ პოზიციებს, რომლებსაც სურს იომონ აშკარა ტერორისტებთან ერთად, ზღარბისათვისაც ნათელი ხდება, რომ მთელი ჩრდილოეთ ამერიკის და დასავლეთ ევროპის პრესა აყმუვლდება, თუ როგორ უმოწყალოდ ანადგურებენ რუსები "საცოდავ" ოპოზიციონრებს... ამასთან ერთად ანტისამთავრობო ძალების პოზიციები ერთგვარ აჯაფსანდალს წარმოადგენენ და გაარჩიო აქ რომელია ზომიერი ტერორისტი და არაზომიერი ოპოზიციონერი ძნელია... ამიტომ შეცდომის დაშვება არაა ძნელი... სწორედ ამას ელოდება, როგორც ეხლა მიღებულია "პარტნიორები", იღლიაში გეგმა "B"-თი... მაგრამ რუსეთი მზადაა გასცეს პასუხი...
13 აპრილს სირიის პრეზიდენტმა ასადმა დანიშნა არჩევნები სირიის საკანონმდებლო ორგანოში - სახალხო საბჭოში, არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ოპოზიციის წარმომადგენლებსაც... აშშ-მაც და მისმა მოკავშირებმაც მიიღენ კოხტა და ელეგანტური დიპლომატიური ჩხვლეტა... იბრძვით დემოკრატიისათვის? გნებავთ ხელისუფლება? ა ბატონო ერთიც და მეორეც... ხოლო თუ თქვენ ხართ არჩევნების წინააღმდეგი და ალ-ქაიდა უფრო მისაღებია და სანატრელი, ბაზარი არაა განადგურდებით... თქვენივე ხელმოწერი დოკუმენტის სრული დაცვით... რუსები დაარტყამენ დაუნდობლად ორი აზრი არაა...
მართალია ამ იძულებით დამყარებულ მშვიდობას ყოველი მხრიდან შეცდებიან, რომ დაარღვიონ... თურქეთის პრეზიდენტმა ერდო ღანმა მთელი ბრალი, ნახევარი მილიონი სირიელის განადგურებაზე ასადს დააკისრა და განაცხადა, რომ მშვიდობა ასადისათვის და მისი მოკავშირეებისათვის არის ხელსაყრელი, და სირიის ნამდვილ მეპატრონეებს თამაშგარე ტოვებს... ამხანაგ ერდოღანს დაავიწყდა, რომ სირიის მეპატრონე არც აშშ-ა, არც "ისლამური სახელწიფო" და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მისთვის, არც ერდოღანია... სირიის პატრონი სირიელი ხალსია, რომლებმაც გაუძლეს ამ ომის საშინელებას...! მათ შორის ქურთებიც, რომლების განადგურებასაც ეხლა ცდილობს თურქეთის რეგულარული არმია...
რა ქნას...? ერთობ მომხიბვლელი იყო ერდო ღანისათვის ტერორისტების ნაქურდალი სირიის და ერაყის ნაქურდალი ნავთობით ხელის მოთბობა, ევროპის დაშანტაჟება ლტოლვილთა ახალი ნაკადებით, რუსეთის წინ კუნთების თამაში NATO-ს ბლოკის საჯდომით... აშშ-მ თურქული კარტი პირველ რიგში გაათამაშა ამ კონფლიქტში და ოსმალური ტუზიდან, მხოლოდ თურქული "შესტიორკაღა" დარჩა...