როგორც ვამბობდი ჰილარიმ მოიგო დემოკრატებში მცირედი უპირატესობით, ეხლა სამხრეთ კაროლინაში ბევრად დიდი უპირატესო აქვს
მოკლედ პროექტი "სანდერსი" ნელ-ნელა ჩაიფუშება
რას შეეხება რესპებს, ტრამპის შედეგი წინასწარ ცნობილი იყო ყველა გამოკითხვით (მისი პირველზე გასვლა)
აქ ისევდაისევ რუბიომ დადო ყველაზე კარგი შედეგი, გავიდა მეორე ადგილზე, არადა ყველა ფიქრობდა კრუზი გავიდოდა მეორეზე
სულ რაღაც 1 კვირის წინ რუბიოს გამოკითხვებით სამხრეთ კაროლინაში 12-13% ჰქონდა, ნელ-ნელა გაზარდა მხარდაჭერა და პრაიმერიზში 22,5% აიღო (თან ამ 1 კვირის მანძილზე კიდევ რამდენიმე სენატორმა და გუბერნატორმა გამოუცხადა მხარდაჭერა ანუ ის პარტიის პოლიტ ლიდერებს იკრებს გვერდით)
მისთვის კი ყველაზე სასიამოვნო ნიუსი არის არჩევნებიდან ჯებ ბუშის ჩამოშორება, რადგან რუბიო და ბუში პრაქტიკულად ერთ პლათფორმაზე იყვნენ
ასევე პარტიის ესტაბლიშმენტი რუბიოსა და ბუშს შორის ყოყმანობდა თუ ვისთვის დაეჭირა მხარი
ეხლა ამ კუთხით რუბიომ მთავარი მეტოქე ჩამოიშორა
ასევე ხმები რაც ბუშის იყო რუბიოსკენ გადაიქაჩება
სავარაუდოდ ძალიან მალე (ნევადის მერე) არჩევნებს კარსონიც ჩამოშორდება, ეს ხმებიც მისკენ წავა
მოკლედ ხდება კანდიდატების ჩამოშორება და საბოლოო ჯამში ეს კანდიდატების ხმები რუბიოსკენ წავა
ტრამპის რეიტინგი კი დაახლოებით 30%-ის ფარგლებშია და ესაა მისი ჭერი
მისი დამარცხება კი მოხდება ხმების ერთ ქვაბში მოქცევით, ანუ რაც უფრო ნაკლები კანდიდატი დარჩება მით უფრო შემცირდება რუბიოსა და ტრამპს შორის სხვაობა და მალე გადაასწრებს კიდევაც რუბიო ტრამპს
მოკლედ, სავარუდოდ გენერალურზე რუბიო - ჰილარი დაჯდება, სადაც რუბიოს დიდი უპირატესობა აქვს დღევანდელი მონაცემებით ჰილარის წინააღმდეგ (დაახლოებით +10%)
ან უარეს შემთხვევაში ტრამპი-ჰილარი დაჯდება (აქაც ტრამპი მცირედით უსწრებს ჰილარის დღეის მონაცემებით)
აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი რუბიო უნდა გახდეს
let's go MARCO
This post has been edited by DIDGORI-GEO on 21 Feb 2016, 12:56