შენ, როდემდე უნდა გააგრძელო ეს ბავშვური სულისკვეთების პოსტები?
დაადუღეს მთელი ერაყული არმია არა მთელი ირანის კიდე
ასეთ სისულელეებს ნუ პოსტავ მერამდენედ უნდა მიგითითო?
რა მოხდა სინამდვილეში? (თემაში მპოსტველებისთვის, ვისაც სიმართლე აინტერესებს)
ისის-მა ტუნელების საშუალებით, გოგჯალის რაიონში შეაპარა მებრძოლები და ზურგიდან დაიწყო ბრძოლა ქალაქ მოსულის ურბანულ ნაწილში შესული ერაყელი სამთავრობო ნაწილების მიმართ
ერაყელებმა კი გოგჯალიში აღკვეთეს ისის-ის კონტრშეტევა და ქალაქის ურბანული ნაწილის მცირე ტერიტორიიდან ძალები უკან დაიხიეს (კარამას რაიონიდან), რათა გადაჯგუფდნენ და ახალი ტაქტიკით შეუტიონ მოსულის ურბანულ ნაწილს
ეხლა კი მეორე, რა გიხარია ისის-ის რაიმე სახის წარმატებული ოპერაცია? ხედავ რას დაგამსგავსა ზიზღმა, რომ ისის-საც(ოფიციალურ კანიბალებს) კი ბალეშიკობ?
პროსტა, ძალიან მაგრად ტეხავს, რომ ადამიანს ისის-ის წარმატება გინდა
და ეხლა ბოლოს მთავარი, ისის-ის არაფერი არ ეშველება, ის ბოლო გაფართხალებებს აკეთებს და კუთხეში მიმწყვდეულივით იქცევა (აგონიაში მყოფი ყველაფერზე რომ მიდის)
მისი დასარული ერაყში მოახლოებულია და კი მაქსიმუმ რამოდენიმე თვე გაძლოს და იფართხალოს
და შიიტებზე რა ნამუსით საუბრობ, როდესაც რა ტერიტორიასაც ისის-ი აკონტროლებს, სწორედ სუნიტ აჯანყებულლებზე ახეულია სირიაში, ერაყშიც სუნიტური დასახლებები აიღო. სწორედ შიიტებმა გაანთავისუფლეს ერაყის დიდი ნაწილი ისის-სგან და აახიეს მას სუნიტური ქალაქები (ტიკრიტი, ბაიჯი, ფალუჯა, რამადი, მუქდადია და ა,შ) + აგრძელებენ ამ ოპერაციას
ისის-ის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური და წარმატებული, სწორედ ირანის მეთაურობით შიიტები არიან, ისის-ზე ახეული ტერიტორიის 80% სწორედ მათზე მოდის
პ.ს რაც შეეხება თურქეთის შესვლას ერაყში, ჯერ ერთი ამისი ძალიან დაბალი შანსია და მეორე, ვერაფერს ვერ მიაღწევს ერაყში
აგერ სირიაში გაფარჩაკებულ ისის-ის წინააღმდეგ ფორთხიალობს და ქურთებს ვერაფერი ვერ უქნა და ეს ასობით ათასიან შიიტურ დანაყოფბს უზავს რამეს და შენ ამისი იმედი გაქვს?

ერაყში შესვლა იქნება ერდოღანის დასასრულის დასაწყისი და ძალიან ძვირად დაუჯდება მას ეს
პ.ს ვეფხვის ძალებმა და ჰეზბოლას, სამხრეთ ალეპოში ახალი შეტევა დაიწყეს წუხელ
მათ შეუტიეს სამხრეთ ალეპოში ყველაზე დიდ სიმაღლე მუტაჰას და ასევე 1070 რაიონის სამხრეთ ნაწილშ
1070 რაიონში ბევრი შენობა აიღეს და ჰიკმას სკოლას მიუახლოვდნენო
https://www.almasdarnews.com/article/syrian...outhern-aleppo/ This post has been edited by DIDGORI-GEO on 6 Nov 2016, 13:11