მართალია
...მაგრამ სანქციები საკმაოდ პოპულარული ევროპის პოლიტელიტაში და მმართველ სტრუქტურებში.
ამას ორი მიზეზი აქვს:
1. დაახლოებით ის რაც ითქვა აქ - ამერიკის ზეწოლა. თუმცა ეს ზეწოლა ისე მწვავედ არ უნდა გავიგოთ რომ თუკი ევროპა მოხსნის სანქციებს რუსეთთან მიმართებაში, ამერიკა იმ წამსვე აამოქმედებს თავის უზარმაზარ ფინანსურ ბერკეტებს და ევროპას მძლავრად დააზარალებს.
ევროპამ იცის რომ მათი უსაფრთხოება ამერიკის მიერ არის უზურუნველყოფილი ამერიკისავე ხარჯებით, NATO-ს და უშუალოდ აშშ-ს მძლავრი სამხედრო ბაზები არის მათ ტერიტორიაზე და პირიქით, ამერიკა იქეთ უხდის თანხებს ამაში. ევროპის მთლიანი სამხედრო დანახარჯები მინიმალურია, რაც მათ აუცილებლად გასაღები ექნებოდათ ამერიკის არ არსებობის შემთხვევაში, ლაპარაკია დაახლოებით რამოდენიმე ასეულ მილიარდ დოლარზე, რაც უთავისუფლდებათ და შეუძლიათ მოახმარონ ათას რაიმეს. ამიტომ მთლიანობაში მაინც აწყობს ეს ,,რასკლადი" და ძალიან ჩვეულებრივად, ზედმეტი გადაძაბვის გარეშე მიყვებიან ამერიკის ნებას და ყველა რეალობის გათვალისწინებით ეს უფრო მომგებიანად მიაჩნიათ, ვიდრე დამოუკიდებელი პოლიტიკა და უამრავი სამხედრო ხარჯები ან უარეს შემთხვევაში მოშიშვლებული უსაფრთხობა.
ერთი სიტყვით ერთი მიზეზი ამერიკის გავლენა და ზეწოლაა.
2. მეორე მიზეზი არის ის რომ ევროპულ პოლიტელიტას კარგად ახსოვს შუა გერმანიაში რუსული ტანკები. ეს ფერმერების და რიგით მოქალაქეებს უკვე დაავიწყდათ კარგი ცხოვრების გამო, მაგრამ ზემოთ იციან რომ ერთიანი ევროპული ეკონომიკური სისტემისათვის უმნიშვნელოვანესია აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოება და ხვდებიან რომ ტუ პუტინი რაღაც მექანიზმმა არ შეაჩერა შემდეგი სამიზნე იქნება ბალტიისპირეთი და პოლონეთი, რაც პირველ რიგში არ აწყობს ევროპის ნომერ პირველ ეკონომიკას - გერმანიას, ევროკავშირის დონორს, რომელიც დიდ ფინანსურ სარგებელს დაკარგავს თუ ერთიანი ევროპის იდეას საფრთხე დაემუქრა.
ამიტომ უერთდება სანქციებს.
არის ვითომ ლაპარაკი სანქციების მოხსნაზე ხოლმე, მაგრამ ბოლო მომენტში მაინც არ ხსნიან ხოლმე.
რასაკვირველია ზარალი აქვს ევროპასაც, ბუნებრივია, მაგრამ რუსეთი ზარალობს უფრო მეტს, გაცილებით მეტს, მათ წინასწარ ჰქონდათ დათვლილი რომ სანქციები, როგორც ბერკეტი იმუშავებდა, ცხადია ევროპის ხარჯზე, მაგრამ ისე კი არა რომ თვითონ მეტად დაზარალებულიყო. მეტად და თანაც გაცილებით მეტად ზარალდება რუსეთი. ცხადია ის რომ რუსეთი ზარალდება დიდი ვერაფერი ნუგეშია რიგითი ფერმერისთვის, მაგრამ დიდად მნიშვნელოვანია ევროპის პოლიტელიტისთვის, რომელიც მთლიანობაში ცუდად არ გრძნობს თავს.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 15 Oct 2016, 20:00