ისე როგორ ფიქრობთ შეტევა რა მიმართულებით წავა?
1. რაშიდინი - ხან ტუმანის მიმართულება.
ამ მიმართულებაზე ჯარის დიდი კონცეტრაციაა.
მინუსები - მჭიდროდ განაშენიანებული არეალია, თან ისლამისტების დიდი დაჯგუფებების სავანეა.
პლუსებიდან, ისევ და ისევ ლოგისტიკა და ჯარის კონცეტრირება.
წარმატების შემთხვევაში ალეპოს ანკლავის დებლოკირების თეორიული შანსიც იკარგება.
2. ანადანი - ჰრეიტანის მიმართულება.
მინუსები - მჭიდროდ დასახლებულია იქაურობა, ომამდე ჰრეიტანში 100 ათასი მოსახლე იყო.
პლუსი ის არის ანადანის აღების შემთხვევაში ჰრეიტანის და ბაიანაუნის დაჯგუფებას უკან დახევა მოუწევს, ქვაბში რომ არ მოხვდეს.
შედეგი იქნება - ფრონტის ხაზის გასწორება და ალეპოს ანკლავის დებლოკირების საშიშროების მოხსნა ჩრდილოეთიდან.
3. ალ ბაბობის დღესასწაულზე დასწრება.
მინუსები მანდ ორია - თურქი და ქურთი.
პლუსები - ურბანიზაციის დაბალი დონე, ქვეირისის სიახლოვე და ზოგადად კაი პონტია ალ ბაბის დათრევა.
4. დეირ ჰაფირი - ჯირაჰის მიმართულება
მინუსები - ფრონტის ხაზის გაწელვა, მომარაგების პრობლემა
პლუსები - ალეპოს ნორმალური წყალმომარაგება, ქვეირისის ამოქმედება, ჯირაჰში პლაცდარმის მოწყობა
5. ალეპოს სამხრეთი.
მინუსები - აჰრარელები ზიან მაქეთ.
პლუსები - ჰანასერის გზის სიახლოვე, დიდი დასახლებების არ არსებობა.
გამარჯვების შემთხვევაში ფრონტის ხაზი საგრძნობლად შემცირდება, საფირას საფრთხე მოეხსნება.
6. შიიტთა ბასტიონების მიმართულებით.
მინუსები - კომუნიკაციების გაწელვა, მომარაგების პრობლემები.
პლუსები - ალეპოს და იდლიბის დაჯგუფებების გახლეჩვა და მორალური სიამოვნების მიღება ბლოკადის მოხსნით.