როგორც მოსალოდნელი იყო, ჰეზბოლამ, ირანელმა სპეცებმა და ერაყელმა შიიტებმა დაიწყეს მასობრივი მობილიზება სამხრეთ ალეპოში
მათი შემტევი ძალები უკვე ქალაქ ალეპოდან სამხრეთ ალეპოში გადავიდნენ და უახლოეს პერიოდში დაიწყებენ მაშტაბურ შეტევას სამხრეთ ალეპოს გასაწმენდად და იდლიბის პროვინციაში შიიტური ქალაქების ფუასა და კაფრაიას დებლოკირებისთვის
ოპერაციის მიზანი იქნება პირველ რიგში სამხრეთ ალეპოში ქალაქების ხან ტუმანის, ალ-ეისის, ზერბაჰის აღება და M-5 ტრასის ბლოკირება (იდლიბი-ალეპო) და შემდეგ უკვე 2 მიმართულებით გაშლა(პირველი ფუა-კაფრაიას მიმართულებით დაძვრა და მეორე სარაქიბის მიმართულებით დაძვრა)
თავის მხრივ ფუა და კაფრაია არის აჯანყებულთათვის დამოკლეს მახვილი ქალაქ იდლიბის თავზე, რადგან ფუა-კაფრაიადან ქალაქი იდლიბი არის სულ რაღაც 5 კმ-ს დაშორებით
ასე, რომ იმ შემთხვევაში თუ ასადისტებმა შეძლეს და მოახდინეს ფუა-კაფრაიას დებლოკირება, ეს შემდეგ უკვე იქნება პლაცდარმი ქალაქ იდლიბზე შესატევად
მოკლედ, შიიტების ურდო იწყებენ გადამწყვეტ შეტევას
Large build-up of Hezbollah, Iraqi forces in southern Aleppo
https://www.almasdarnews.com/article/large-...outhern-aleppo/ჰეზბოლას ლიდერი ჰასსან ნასრალა თავის დანაპირებს ასრულებს, როდესაც სულ რამოდენიმე დღის წინ ჯოჯოხეთის მოწყობა დაუანონსა აჯანყებულებს იდლიბში
ნასრალამ, იდლიბი იქცა ტერორისტების მთავარ ბუდედ და ყველაზე დიდი დარტყმა და ცეცხლის ალი იდლიბში ელით ვაჰაბიტ ტერორისტებსო
ჭკუას ვასწავლით და დავანახებთ რად დაუჯდებათ ჩვენ წინააღმდეგ იარაღის ხელში აღებაო, ეს იქნება სამაგალითო დასჯაო (ნასრალა კი თავის მხრივ არის ირანის რუპორი და აზრის გამავრცელებელი)
This post has been edited by DIDGORI-GEO on 28 Nov 2016, 19:27