ქალაქ ალეპოს სრული გაწმენდის შემდეგ, ეხლა საინტერესოა საით გაიშლება ასადისტების შეტევა და კონკრეტულად რა მიმართულებებზე მოხდება კონცენტრირება
ყველაზე ლოგიკურია, ასადისტებმა დაიწყონ ქალაქ ელეპოს ჩრდილო-დასავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ შემოგარენის გაწმენდა, რათა შეიქმნნან პლაცდარმი მთავარი ოპერაციის დაწყების წინ ანუ იდლიბზე გენერალური შეტევისათვის
შემდეგი რამდენიმე თვე იქნება საჭირო, სწორედ ალეპოს შემოგარენის გასაწმენდად, კერძოდ როგორც ავღნიშნე გამოსაყოფია 3 მიმართულება და პირველი მიმართულება დიდი ალბათობით იქნება ქალაქ ალეპოს ჩრდილო-დასავლეთ შემოგარენის (ანადანი-ჰაიანი-კაფ ჰამრას გაწმენდა)
1. ანადანის მიმართულება არის მჭიდროდ ურბანული ნაწილი, ამიტომაც აუცილებელია არა მასზე პირდაპირი დარტყმა(რაც დიდ რესურს მოითხოვს), არამედ მისი შემოგარენის აღება და ალყაში მოქცევა, რაც შემდგომ იგივე შედეგს გამოიწვევს, რაც ქალაქ ალეპოს ალყაში მოქცევას მოყვა(10 დღეში სრულად გაიწმინდა მჭიდროდ ურბანული ნაწილი)
ამისათვის აუცილებელია ფლანგებიდან შეტევა, კერძოდ ქალაქი ალეპოდან უნდა მოხდეს მანსურა-ბაბისის აღება და ნუბრ-ზაჰრადან აკრიტის მთიანეთის აღება (საბოლოო ჯამში ძალების შეერთება იაქიდ ალ ადასთან და ანადანი--ჰაიანი-კაფ ჰამრას ალყაში მოქცევა
ანუ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს შეტევა

და გეგმის შესრულების შემთხვევაში, საბოლოო ჯამში ეს სიტუაცია იქნება მიღებული, რაც ბოლოს ამ ქალაქების დანებებას გამოიწვევს

2. ასევე, უნდა მოხდეს ალეპოს დასავლეთ შემოგარენის გაწმენდა, კერძოდ რაშიდინის (მე-4 და მე-5 რაიონები) და ხან ალ ასალი
აღნიშნული მიმართულების გაწმენდა, მისცემს შემდგომ დიდ ბენეფიტს ასადისტებს, რომ შეტევა დაიწყონ თურქეთიდან ერთადერთი მომარაგების წყაროს (იდლიბის პროვინციაში) ბაბ-ალ ჰავას სასაზღვრო პუნქტისაკენ და აღნიშნული სასაზღვრო პუნქტის კონტროლი, აჯანყებულებს მოაქცევს სრულ იზოლაციაში

3. მესამე მიმართულება კი უნდა იყოს ალეპოს სამხრეთ შემოგარენი, კერძოდ ხან ტუმანი-ალ-ეისის მიმართულება, რაც გულისხმობს M-5 ტრასის (ალეპო-იდლიბი) კონტროლს და შემდეგ უკვე პლაცდარმის შექმნა იდლიბის პროვიცნაიცაზე დასარტყმელად (პირველ რიგში შიიტური ქალაქბეის ფუა-კაფრაიას დებლოკირება)