#51996688 · 14 Jan 2018, 15:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QWertWQ
| QUOTE | | დემოკრატია ღირებულებების გარეშე არის იდიოტობა და მაგას შენც ხვდები |
გეთანხმები და ღირებულებაა ძლიერის მიერ სუსტის დახმარება. შენ რასაც აწვები, საკუთრება აბსოლუტურად ხელშეუხებელია და გადასახადებს არ გადავიხდიო, იდიოტობა ეგ არის.
| QUOTE | რა შუაშია ეს საერთოდ სულ სხვა რაღაცას მპასუხობ |
შუაშიცაა და თავშიც. მუშა ხელისთვის ადამიანური ანაზღაურება ეკონომიკას დაანგრევსო დაწერე და მოგიყვანე ფაქტები, სადაც ძვირი მუშა ხელის ქვეყნები კონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებენ, იაფი მუშა ხელის ქვეყნები კი - კონკურენტუუნაროს.
| QUOTE | 35% იყო corporate tax ამერიკაში 24 შვეიცარიაში |
corporate tax ანუ მოგების გადასახადი, მხოლოდ ერთ-ერთი გადასახადია. მას გარდა არსებობს საშემოსავლო, დღგ, ქონების და ა.შ. საერთო ჯამში, შვეიცარიის მთავრობას ეკონომიკიდან ამოჰქონდა მშპ-ს 35% (რაც ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის ტოლია), ამერიკის მთავრობას კი მშპ-ს 26% (რაც განვითარებული ქვეყნებიდან ერთ-ერთი ყველაზე დაბალია).
| QUOTE | ეხლა დაწია ტრამპმა ეგ გადასახადები 1 თვეში უკეთ ცხოვრებას როგორ დაიწყებდნენ?
|
ისედაც უფრო დაბალი გადასახადები ჰქონდათ მეთქი ტრამპი გადასახადების შემცირების გარდა მიგრაციის შეზღუდვასაც ლობირებს, სწორედ იმიტომ, რომ ამერიკელმა ადამიანური ანაზღაურება მიიღონ. ასე თუ არ მოხდა და მშპ-ს ზრდასთან ერთად ემიგრანტების მიღებაც გაიზარდა, არაფერი შეიცვლება. | QUOTE | განათლება არის პროდუქტი საზოგადოების ინტერესია ასევე სპორტული მოსახლეობის ყოლაც და კიდევ ბევრი რამ განათლებას როცა უფლებას დაუძახებ პოზიტიური გაგებით ლახავ სხვის საკუთრების უფლებას ანალოგიურად შეგიძლია თქვა ინტერნეტის ქონაზეც რომ უფლებაა ჯანსაღ კვებაზეც და ა.შ. |
ჯანსაღი თაობა რომ საზოგადოების ინტერესია, მაგიტომაც ხდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდირება და სპორტული წრეები არსებობს ახალგაზრდებისთვის. ჯანსაღი კვება რომ საზოგადოების ინტერესია, მაგიტომაც არსებობს სურსათის უვნებლობის სამსახური და გაჭირვებულებისთვის უფასო სასადილოები და შემწეობები. მაგრამ ყველაფრის ამოსავალია ეკონომიკა. სიმდიდრის გარეშე არც ჯანსაღი ცხოვრება იქნება და არც ჯანსაღი საკვები. ხოლო ძლიერი ეკონომიკა ვერ აშენდება განათლებული მოსახლეობის გარეშე. ამიტომ აქვს განათლებას ფუნდამენტალური მნიშვნელობა. ისეთ რამეზე მედავები, რაზეც დღევანდელ მსოფლიოში არავინ კამათობს.
| QUOTE | | ნებისმიერ კერძო კომპანიას მოკითხავ პასუხს |
ეგრე ნებისმიერ მთავრობას მოკითხავ პასუხს. სოციალური დახმარების საკითხში კი სახელმწიფოს კონტროლი ბევრად ადვილია, ვიდრე უამრავი საქველმოქმედო ორგანიზაციის. საქველმოქმედო ყულაბაში ვის რამდენს ჩაუყრიან, მაგას ვერავინ დაადგენს. ბევრი თაღლითიც გახსნის საქველმოქმედო ორგანიზაციას და ერთი მაინც რომ გამოიჭირონ თაღლითობაში, ამით მთელი სექტორი დაკარგავს ხალხის ნდობას, შედეგად კი ხალხი ქველმოქმედებას შეამცირებს და უამრავი ობოლი, მოხუცი და ინვალიდი შიმშილით დაიხოცება. ამას გეუბნებოდი, როცა არასტაბოლურობას გავუსვი ხაზი და ამიტომაა, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში სახელმწიფო იღებს თავის თავზე სოციალურ დახმარებას. შენ რასაც ამბობ - სახელმწიფო სოციალური ფუნქციის გარეშე - თანამედროვე მსოფლიოში ეგაა ფანტასტიკის სფერო.
| QUOTE | ზედა ფასის დაწესება საუკეთესო ვარიანტში არაფერს არ შვება უარეს შემთხვევაში პროდუქტის დეფიციტს წარმოქმნის შეგიძლია მოთხოვნა-მიწოდების მრუდები ააგო |
საქართველოშია მასე, 2250 ლარია გრანტის ზედა ზღვარი. ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში საერთოდ სახელმწიფო აფინანსებს უმაღლესში სწავლას. ამერიკაში სახელმწიფო არიგებს სესხებს. საჯარო სკოლებიც ყველგან არსებობს. ეს ისეთი სფეროა, სახელმწიფო რომ არ ჩაერიოს, არ არსებობს.
| QUOTE | საზოგადოების მხრიდან დაკვეთა რომ არ იყოს სახელმწიფო ფულს არ დახარჯავდა სოც პროექტებში რახან დაკვეთაა ნიშნავს რომ ადამიანებს სხვების დახმარების სურვილი აქვთ შესაბამისად ქველმოქმედებაში გადაიხდიან ფულს |
დაკვეთა ძირითადად დაბალი ფენებიდან მოდის, რომლებსაც ცოტა ფული აქვთ. ხოლო მდიდარ ფენას, რომლებიც ყველაზე მეტს იხდიან, ძირითადად არ უნდათ გადახდა. აშშ-ს მოსახლეობის ღარიბი 60% ფლობს ამერიკის სიმდიდრის 5%-ზე ნაკლებს, ყველაზე მდიდარი 5% კი სიმდიდრის უმეტესობას. https://en.m.wikipedia.org/wiki/Wealth_ineq...e_United_Statesზემოთ კი დეტალურად განგიმარტე, რატომ არის სოციალური დახმარება სახელმწიფოს ფუნქცია. ყველა ქვეყანაში ასეა და შენი ფანატიკური იდეები არაფერს შეცვლის. | QUOTE | მოსახლეობა სადმე ვახსენე საერთოდ? თან საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით სამჯერ მაღალია მშპ |
შენ კი არა მე ვახსენე და მთელი ეს მიმოწერა იმას გიხსნი, რომ კეთილდღეობა მხოლოდ მშპ-ზე კი არა მოსახლეობის რაოდენობაზეცაა დამოკიდებული. კარები რომ გახსნა და მილიონობით მიგრანტი შემოყარო ღარიბი ქვეყნებიდან, ბიზნესს უფრო იაფი მუშა ხელი ეყოლება და მშპ-ც გაიზრდება, მაგრამ საქართველო გახდება აფრიკის დონის მშიერი ბარდაგი.
DaNGeR_DaNGeR
| QUOTE | | რასისტი იდიოტი ტრამპი |
ტრამპი ხიხია This post has been edited by androabuladze on 14 Jan 2018, 16:41
|