ეს აქაური წვეროსნების მომხრეების დასანახავად კიდევ ერთხელ
აშშ-ც კი ეგუება უკვე ასადს, რადგან მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ასადი არის ბევრად ცივილური და მასთან ურთიერთობა ბევრად უფრო ადვილია მომავალში, ვიდრე კაციჭამია წვეროსანი რადიკალებისა, რომლებიც არიან კაცობრიობის შავი ჭირი და კიბო
აბსოლუტურად სწორეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია, ასადის მოშორება უნდა მომხდარიყო რევოლუციის საწყის ეტაპზე, მაშინ როდესაც შედარებით სუფთა ძალები იყვვნენ რევოლუციის სათავეში,მაგრამ ეს შესაძლებლობა აშშ-მ ხელიდან გაუშვა ობამას საგარეო პოლიტიკური ჩასცრის გამო
ეხლა კი ასადი ყველაზე სუფთა ძალაა სირიაში, კაციჭამია წვეროსნების ფონზე და მისი დარჩენა არის თუნდაც გარანტი სირიაში ეთნიკური უმცირესობებისათვის(ქრისტიანები, დრუზები და ა,შ)
ასადი ასრულებს ქვეყნის ერთიანობის(არდაქუცმაცების) და ასეთუისე სტაბილურობის როლს
ეს კი აშშ-ს განცხადება
----------------------------------------
თეთრი სახლი - აშშ უნდა შეეგუოს სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობას
აშშ უნდა შეეგუოს სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობას, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა თეთრ სახლში ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე.
„რაც შეეხება ასადს, არსებობს პოლიტიკური რეალობა, რომელიც უნდა ვაღიაროთ. ასადთან მიმართებაში წინა ადმინისტრაციისას ბევრი შესაძლებლობები ხელიდან გავუშვით“, - განაცხადა შონ სპაისერმა.
შონ სპაისერის თქმით, „ასადის ბედი სირიელი ხალხის ხელშია, ხოლო ვაშინგტონი ფოკუსირებული უნდა იყოს „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებაზე“.
აღსანიშნავია, რომ გუშინ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ასადის თანამდებობიდან წასვლა აშშ-ის მთავარ პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.
მისი თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აქცენტი სირიის მოქალაქეებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე იქნება გადატანილი და არა თითოეულ პოლიტიკურ ფიგურაზე.
"ჩვენი პრიორიტეტი ასადის მოშორება აღარ არის. ჩვენი მიზანია შევცვალოთ სირიელი ხალხის ცხოვრება. არ გვსურს ასადზე კონცენტრირება, ასე ობამას ადმინისტრაცია აკეთებდა", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/42...lobas.html?ar=A