ძალიან გამაღიზიანებელია როცა დონბასში მიმდინარე კონფლიქტით აკეთებენ ისეთ დასკვნებს, თითქოს რუსეთს უკრაინის დაპყრობა შეუძლია 2 დღეში და ა.შ
ეს არის სისულელე და უბრალოდ არსად არ თქვათ среди уважаемых людей...
დონბასში რაც ხდება 2014 წლიდან არ არის გასაკვირი, იქ არის რუსეთის უშუალო საზღვარი, რუსეთს აქვს გაშლილი ლოჯისტიკური ქსელი და სეპარატისტებს ზურგზე ფიქრი არ უწევთ. უკრაინელებმა კი კომუნიკაციები გაწელეს თავიდანვე და ამიტომ განიცადეს ბევრი მარცხი. ეს ბუნებრივია, არაფერი გასაკვირი არ არის. პირველ რიგში არც უნდა ეცადათ მაგის გაკეთება. თეორიაში სულ რომ ვერმახტი ჩააყენო იგივე მდგომარეობაში 2016 წლის ტექნოლოგიურ დონეზე, ისიც კი წააგებდა, იმდენად ცუდი გეგმა იყო თავიდანვე.
რუსეთს შეუძლია უკრაინელების დამარცხება დონბასში ამ მიზეზების გამო, მაგრამ რუსეთს არ შეუძლია უკრაინელების დამარცხება გაშლილ და ღრმა ფრონტზე უბრალოდ იმიტომ რომ ამას სულ სხვა ძალები და მობილიზაცია სჭირდება. იგივე განმეორდება რაც 2014 წელს უკრაინელებს მოუვიდათ. ე.ი რუსეთი ღრმად შეჭრის შემთხვევაში თავად გაწელავს კომუნიკაციებს და შორს იქნება თავისი ლოჯისტიკური ცენტრებისგან, რაც გამოიწვევს ალყებს და უამრავ მარცხს.
უნდა ხედავდეთ 15*15კმ ТВД-ს (საბრძოლო მოქმედებების ზონა) და 100 კმ-ზე გაწელილ ТВД-ს შორის. ეს ორი კოლოსალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
იმისთვის რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპაცია მოახდინოს, მას დასჭირდება შეიარაღებული ძალების ძალიან დიდი ნაწილის მობილიზაცია, რაც შეუძლებელია.
ერაყის წინააღმდეგ ა.შ.შ-მ რამდენი ქვეყნის კოალიცია შეკრა?

1) დიდი ბრიტანეთი
2) საუდის არაბეთი
3) საფრანგეთი
4) გერმანია
კიდე ვინ დამავიწყდა?
ასეთი მასშტაბის ოპერაციების ჩატარება რუსეთს არ შეუძლია. შესაბამისად არც უკრაინის "დაპყრობა" რუსეთს არ შეუძლია დღეს და მით უმეტეს არ შეეძლება ხვალ და 4-5 წელში როცა უკრაინა გადაიარაღების ახალ სტადიაში შევა.
პ.ს
უკრაინის არმიის რაოდენობა - 204 000 სახმელეთო ჯარები
90 000 ნაციონალური გვარდია
20 (!!!!!!!) მექანიზირებული ბრიგადა
2 სატანკო ბრიგადა (+2 ფორმირების პროცესში)
6 მობილური ბრიგადა
5 საარტილერიო ბრიგადა
ევროპის ფონზე ეს არის კოლოსალური ციფრები რაოდენობის მხრივ. Хохлы могут просто мясом закидывать, прямо как СССР