უკრაინის გენშტაბი აცხადებს, 2014 წელს გვქონდა უკვე გეგმა შემუშავებული ყირიმში სამხედრო ინტერვენციისო. ამასთან ერთად თვითმფრინავები უკვე ემზადებოდნენ დესანტის დასატვირთად და გასაფრენადო, თუმცა ბოლო მომენტში პოლიტიკოსებისგან მივიღეთ ბრძანება ოპერაციის შეჩერებისო.
გეგმის მიხედვით სევასტოპოლი რუსებს რჩებოდათ (გვიანი იყო მისი აღება), უკრაინელები ქმნიდნენ პლაცდარმს სიმფეროპოლს და ფეოდოსიას შორის.
2 მარტის ღამეს უნდა გადაფრენილიყო 95-ე აერომობილური ბრიგადის 3 ბატალიონი კიროვსკის აეროდრომზე.
ეს 3 ბატალიონი უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას ნახევარკუნძულის და უკრაინის მატერიკის გადასასვლელზე, კონტროლს დაამყარებდა გზებზე. შემდეგ უნდა შემოსულიყო 79-ე ბრიგადა და შემდეგ ეტაპობრივად ყველა დანარჩენი რაც შესაძლებელი იყო იმ მომენტისთვის. ყირიმის ტერიტორიაზე მყოფი 36-ე საზღვაო ბრიგადა შეუერთდებოდა შემოსულ ძალებს და დამრტყმელ დაჯგუფებას შექმნიდნენ ამის ბაზაზე.
ქერჩის აღებას აპირებდნენ და რუსეთთან კავშირის დაბლოკვას.

მე თუ მკითხავთ სამხედრო თვალსაზრისით ეს იქნებოდა სრული ავანტიურა, უკრაინა მაშინ არანაირ ძალას არ წარმოადგენდა ამ მხრივ და უშანსოდ იყო რუსების წინააღმდეგ.
თუმცა არის იმის შესაძლებლობა რომ რუსებს ცეცხლი არ გაეხსნათ.
რუსები ყირიმს როცა იღებდნენ, აკეთებდნენ ამას "მშვიდობიანად" და ვითომ ხალხის არჩევანის ფონზე, ანუ ძალის გამოყენების გარეშე. დღესაც უარყოფენ ძალის გამოყენებას.
იქ უკრაინელებს სატანკო კოლონები რომ შეეყვანათ და რუსები დაებლოკათ, რჩებოდა ორი ვარიანტი.
1) ვარიანტი არის ის რომ რუსები უარს იტყოდნენ თავის გეგმაზე და უკრაინელები პონტზე ააგდებდნენ, მოხდებოდა მოლაპარაკება და რუსები ჩვეულებრივ გააგრძელებდნენ ყირიმში ბაზების ექსპლუატაციას როგორც ადრე, ვითომც არაფერი არ მომხდარა.
2) ვარიანტი - რუსები ###ზე დაიკიდებდნენ და უკრაინელებს სამხედრო ძალით გადაუვლიდნენ, ამ შემთხვევაში ყირიმის "მშვიდობიანი რეფერენდუმით" მიერთების სცენარი უკვე გამორიცხული იყო და სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი მოხდებოდა შემდგომი ანექსიით
აწყობდა პუტინს მეორე ვარიანტი თუ არა ეს გაუგებარია. შესაძლოა რომ მეორე ვარიანტი მისთვის მიუღებელი ყოფილიყო.
ახლა ვეღარ გავიგებთ ამას, უკრაინელებმა არ სცადეს და რავიცი..