http://ramblalibre.com/2017/08/18/carta-ab...les-puigdemont/http://ramblalibre.com/2017/08/19/para-que...-para-muy-poco/http://ramblalibre.com/2017/08/18/atentado...ndum-ha-muerto/შეგიძლიათ გადახედოთ რა სტატიები და წერილები იწერება უკვე ესპანეთში
მარტო სათაურებს რომ გადახედოთ ნათელი გახდება ვინ იწერს ქულებს
ამ აქტის შემდეგ და ვინ გამოვიდა გამარჯვებული.
ყველა სტატიაში მიდის პირდაპირ გინება კატალონიის მთავრობის და კერძოდ მისი პრეზიდენტის
პუჯდემონის, რომელსაც აწმინდავენ ხელს თავიდან ბოლომდე. მიწასთან ასწორებენ ასევე კატალონიის
პოლიციას "მოსუს დე ესკუადრა", ბარსელონის მერი ანა კოლაუ კი პირდაპირ ისლამისტების მთავარ
მხარდამჭერად გამოყავთ ესპანეთის მთელს ტერიტორიაზე.
დიალექტიკა არის პირდპირ აგრესიულად დამამცირებელი, დარღვეულია ყველანაირი ელემენტარული
ზრდილობის საზღვრები. მიდის აღვირახსნილი ლანძღვაგინება და ყველაფრის პირდაპირი გადაბრალება.
11 სექტებრის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მკვდარად გამოცხადება, ამასთან რესურსების მხოლოდ
ამ მიზნისთვის გამოყენების მკაცრი კრიტიკა და ისევდაისევ მითითება. ადგილობრივი პოლიციის მიერ
ტერორიზმის საფრთხის სრული იგნორირება, მიუხედავად იმისა რომ თითქოსდა მადრიდიდან ყოველდღე
აფრთხილებდნენ, მათ შორის ამ კონკრეტულ დაჯგუფებაზე. ბარსელონის მერიას პირდაპირ ურჩევდნენ
გაეძლიერებინათ უსაფრთხოების ნორმები ყველა ტურისტულ ცენტრში, სადაც "რამბლა" და "საგრადა ფამილიის"
ტაძარი წითელი ცირკულარით იყო გამოყოფილი.
პირდაპირ აბრალებენ კატალონიის მმართველებს იმასაც რომ ხელს უწყობდნენ წლების განმავლობაში მიგრაციის
პროცესს მაროკოდან, რათა მოეხდინათ მათი კატალონიური კულტურის ქვეშ ინტეგრაცია, ამისთვის ამ ინმიგრანტებს
ასწავლიდნენ სპეციალურ სკოლებში უფასოდ, კატალონიურ ენასა და ისტორიას, ყველაფერს კატალონიური ინტერპრეტაციით.
ესპანელები ლობირებენ მხოლოდ სამხრეთ ამერიკიდან მიგრაციას, რადგანაც ისინი უკვე ესპანური კულტურის ნაწილი არიან.
აქ ახსანიშნავია რომ სწორედ მაროკოს სამხედრო ძალებმმა მიიყვანა თავის დროზე ფრანცისკო ფრანკო ხელისუფლებაში, რომელიც
სწორედ მაროკოდან დაიძრა 10 000 მაროკოელი მებრძოლით და გააჩაღა ომი მაშინდელი მემარცხენე ხელისუფლების წინააღმდეგ.
დღევანდელი მმართველი ძალა პირდაპირი მემკვიდრეა ფრანკოს ფაშისტური პარტიის, რომელმაც მაშინ სწორედ რომ მაროკოელი
დამრტყმელი ძალის მეშვეობით და ჰიტლერის სამბრძოლო ავიაციით "ლუფტვაჰეთი" დაამარცხა რესპუბლიკელები.
აქედან გამომდინარე ნათელია რომ მაროკოელებს კატალონიის მთავრობა ვერანაირად ვერ მიცემდა პრიორიტეტს, კატალონიისთვის
მაროკოელები მეხუთე კოლონის მთავარი შემადგენელი ნაწილია, მშობელიური ბუდეც კი. მაროკოელ მიგრანტებში ესპანურ და ფრანგულ
საიდუმლო სამსახურებს აქვთ სრული კონტროლი, წარსულშიც ასე იყო და დღესაც ასეა.
ახლა მადრიდის პროპაგანდული მანქანა სრული ძალით არის ამოქმედებული, მობილიზებულია მთელი ძალები კატალონიის მიმართულებაზე.
ხელწერა არაფრით არ განსხვავდება რუსული პროპაგანდისგან ჩვენს წიინააღმდეგ, როგორც ჩვენ გვაბრალებდნენ აფხაზების გენოციდს ან ოსების,
ზუსტად ანალოგიურად აბრალებენ კატალონიის ხელისუფლებას ტურისტების გენიციდს

, ეს ახალი ტიპის გენოციდი, სპეციალურად
შეიქმნა, ესპანური პროპაგანდის მამების მიერ, კატალონიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
When Mamuka Gorgodze does push-ups, he isn't actually pushing himself up... He is pushing the earth down.