წინა გვერდებზე ძალიან ბევრი წვერე და უამრავი ფაქტი დავდე. კიდევ რამდენიმე შედარებას დავდებ.
შევადაროთ მემარცხენე-სოციალური
საფრანგეთი და
ფინეთი მემარჯვენე-ლიბერალურ
ირლანდიას.
საფრანგეთი და ფინეთი ყველაზე მეტს ხარჯავენ სოციალურ პროექტებში: საფრანგეთი მშპ-ს 31.5%-ს, ფინეთი კი - 30.8%-ს.
ირლანდიაში ბევრად ნაკლები იხარჯება სოციალური პროექტებისთვის: მშპ-ს 16%.
https://data.oecd.org/socialexp/social-spending.htmსაფრანგეთში კომპანიების მოგების გადასახადია 33%, ფინეთში კი 20% (ადრე 60% ჰქონდათ).
ირლანდიაში კომპანიების მოგების გადასახადი ასევე ბევრად დაბალია - 12.5%.
შედეგი? სოციალისტ-კომუნისტების ზღაპრების მიხედვით,
ირლანდიაში დამპალი კაპიტალისტები ხალხის ექსპლუატაციას უნდა ახდენდნენ და მშრომელები გაღატაკებული უნდა იყვნენ.
ხოლო ფინეთსა და საფრანგეთში კი მაღალი გადასახადების ხარჯზე უფრო მაღალი კეთილდღეობა უნდა იყოს...
მაგრამ როგორია რეალობა? სრულიად საპირისპირო

ირლანდია არის ბევრად მდიდარი, ვიდრე საფრანგეთი და ფინეთი.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მსყიდველობითი უნარის პარიტეტით) საფრანგეთში არის 41 ათასი $, ფინეთში 43 ათასი $, ირლანდიაში კი - 69 ათასი $.» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1990-იან წლებში ირლანდია სიმდიდრის დონით 30%-ით ჩამორჩებოდა საფრანგეთსა და ფინეთს, დღეს კი ორივეს 65%-ით უსწრებს.
მეტიც, ირლანდია კვლავ აგრძელებს სწრაფი ტემპებით გამდიდრებას და
ირლანდის ეკონომიკური ზრდა 5.2%-ია, მაშინ როცა ფინეთში 1.4%, საფრანგეთში კი მხოლოდ 1.2%-ია მშპ-ს რეალური ზრდა.https://en.wikipedia.org/wiki/List_of_count...GDP_growth_rateრაც შეეხება ჯინის კოეფიციენტს ანუ
მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებს შორის სხვაობას,ეს პარამეტრი თითქმის თანაბარი აქვთ: ფინეთი 25.4%, საფრანგეთი 29.2%, ირლანდია 29.8%.
ასე რომ არავითარი "ღარიბების ჩაგვრა" არ ხდება ირლანდიაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტას ხარჯავენ სოციალურ პროექტებში.
http://appsso.eurostat.ec.europa.eu/nui/sh...ataset=ilc_di12და ბოლოს - მნიშვნელოვანი პარამეტრია
ადამიანის განვითარების ინდექსი.ეს ინდექსი ითვალისწინებს: 1) შემოსავლებს ერთ სულზე; 2) სიცოცხლის ხანგრძლივობას; 3) განათლების დონეს.
ადამიანის განვითარების ინდექსით ფინეთი არის 23-ე ადგილზე, საფრანგეთი მე-21-ზე, ირლანდია კი მე-8 ადგილზე.
https://en.wikipedia.org/wiki/List_of_count...uman_developmenეს იმ დროს, როცა ფინეთს ირლანდიის ტოლი მოსახლეობა და 5-ჯერ დიდი ტერიტორიები აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი ბევრად მეტ რესურსებს ფლობს ერთ სულ მოსახლეზე, ირლანდია მაინც უფრო მდიდარი და განვითარებულია

ეს იმ დროს, როცა საფრანგეთს სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და საუკუნეების მანძილზე მთელს მსოფლიოს ატყავებდა,
ირლანდია კი 7 საუკუნის განმავლობაში კოლონია იყო და მხოლოდ 1949 წელს გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ზემოთქმული ცხადყოფს, თუ როგორი კაპიტალიზმია უფრო წარმატებული - მემარცხენე-სოციალური თუ მემარჯვენე-ლიბერალური.
პ.ს. კომუნიზმი და კერძო მეწარმეობის შეზღუდვა/აკრძალვა ("კაპიტალისტებთან ბრძოლა") რომ სიდებილეა, ეს უკვე დაამტკიცა ისტორიამ.
ყველა კომუნისტური ეკონომიკა განადგურდა, ახლა კი მემარცხენე კაპიტალიზმის ქვეყნებშიც მიმდინარეობს გადასახადების დაკლების პროცესი.
This post has been edited by androabuladze on 5 Dec 2017, 05:22