4L3Xმწყობრი ლოგიკაა... მაგრამ აბა ვის ეცლება ცოტა ხანში ამ ლოგიკისთვის?
განა ამაზე ნაკლებად პროგნოზირებადი იყო რა შედეგებს მოიტანდა უკრაინისთვის მაიდანი? - რა თქმა უნდა არა, მაგრამ მაინც წავიდნენ ამაზე, რადგან რუსეთისთვის ოპერატიული სივრცის შეზღუდვა, მისი დასუსტება იყო ის სტარტეგიული მიზანი რასაც წალამივით შეუკეთეს უკრაინა.
ასევეა სირიაშიც - ძალიან ბევრი ალოგიკურობაა ხშირად იმაში რასაც კოალიცია და აშუშუ და ზოგჯერ ისრაელიც აკეთებენ, დაგრჩება შთაბეჭდილება და გაგიჩნდება განცდა რომ არაერთი მათი მოქმედება წვეროსან კანიბალების წისქვილზე უფრო ასხამს წყალს იმ კონკრეტულ მომენტში ვიდრე სირიელი ხალხის კეთილდრეობასა და ტერორიზმთან ბრძოლაზე, მაგრამ თუ გავმიჯნავთ ერთმანეთისგან სტრატეგიულ და ტაქტიკურ ამოცანებს, მაშინ ცხადია რომ ტაქტიკური მსხვერპლების ლყეზე დაკიდება შეიძლება და დიდი პოლიტიკაც წარბშეუხრელად აკეთებს ამას.
ახლა რუსეთმა შეიძლება გადასცეს სირიას ს300 და სხვა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ტაქტიკური სვლა, ტაქტიკური მანევრი, სტრატეგიულად ტრამპმა დაბომბვით აჩვენა რომ მიუხდევედ მერკელას ტრაკის თამაშისა, მაკრონის კარიკატურულობისა, ტერეზა მეის ისტერიულობისა ბზარი დასავლურ "საძმოში" რუსეთმა ვერ გააჩინა და სადაც საჭიროა იქ, ეს საძმო იმენნა სმირნაზე იცეკვებს ვაშინგტონის დაკრულზე...
იმჰო, მაგრამ - ამის ფონზე სირიას მისცმენ ს 300 თუ არა, ყარაბახი სომხებისგან აზერბაიჯანისკენ გადაინაცვლებს თუ არა, რუსები ბაზას გიუმრის ნაცვლად განჯაში გადაიტანენ თუ არა ეს მხოლოდ ლირიკაა, სტრატეგიულ სურათს არ ცვლის მიტ უფრო - აგე შედეგიც დაიდო, კინკილა ორადორი მოკავშირიდან (მინსკი და ერევანი), ერთერთმა- სომეხებმა რუსეთს ფაქტიურად ზურგი აქცია, ეს ლუკაშენკოც კაშეი არ არის და როგორც კი აღარ იქნება, ბელორუსიც იგივეს იზამს.
განა სირიის ნავთობი და გაზი არ იდგა რისკის ქვეშ? იდგა მაგრამ აგე ამდენი წელია სირიაში მაინც ბათქუნია და იმ ნაფტსა და გაზს ასე თუ ისე მაინც მოიპოვებენ.
ასევე იმჰო მაგრამ - ნავთობი და გაზი ალიევის უსაფრთხოების გარანტია კი არ არის, არამედ პირიქით არის ფაქტორი რომელიც ნებისმიერ ფასად ალიევის (ნებისმიერი არამოეჩილის) მოშორებას ამართლებს, თუკი ეს საბოლოოდ დაიდება იმ სტრატეგიული მიზნის პინაზე რასაც რუსეთის მოშთობა და ბუნებრივ რესურსებზე წვდომის გაადვილება წარმოადგენს.
აი ამ სტრატეგიული მიზნისთვის ვინ რას დაეძებს ალიევს და აზერებს - ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფო და ხალხიები არის მხოლოდ ტაქტიკური რესურსი, გასახარჯი მასალა (რასხოდნი მატერიალ) - არც ალიევია გამონაკლისი..
ეგრე კადაფისაც გამონაკლისი ეგონა თავი, ეგონა რომ ნავთობი და გაზი, კეთილდღეობასთან ერთად მისი უსაფრთხოების წყარო და გარანტიაც იყო, მაგრამ სინამდვილეში იმ ნავთს და გაზს შეეწირა. ბაშარასც ასე მოსდის...
აქ პროსტო ირაკლა ალასანიასი არ იყოს საკითხავი ისაა - ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ
აქმდე ქემაინც ორპოლუსიან კოორდინატთა სისტემა იყო - დასავლეთი ვს ჩრდილოეთი, ახლა კიდევა რა ჯანნდაბის ტორტის ნაჭერზე აღმოვჩნდებით ხ/ზ...
ეს ჩვენის ორმოცდაერთიანი დამფუძნებელი მამა-მარჩენალები იმ ორპოლუსიან კოორდინატთა სისტემას ვერ უგებდნენ ვერაფერს და მეტი არაა ჩემი მტერი ამ გეოპოლიტიკური ლაბირინთის გავლისას გამოავლინონ ნავიგაციის და ლოცმანობის უზადო ნიჭი.
რაღა ვქნა, წავედი ლოცვა უნდა გავაძლიერო
This post has been edited by Manolo on 25 Apr 2018, 16:53