დასავლური მედიის ინფორმაციით(რომელიც თავის მხრივ სადაზვერვო მონაცემებს ეყრდნობა), ირანს ამ დროისთვის სირიაში უკვე მინიმუმ 37 სამხედრო დანიშნულების ობიექტი აქვს
მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებიც უშუალოდ ირანის არმიის დაქვემდებარებაშია:
დამასკოს საერთაშორისო აეროპორტი + მეზეს სამხედრო აეროდრომი - განთავსებულია ირანის სამხედრო ძალებისა და ოპერაციების მართვის ცენტრი
დამასკოში კისვანის სამხედრო ბაზა (5 000 სამხედროზე გათვლილი ყაზარმები) - ყველაზე დიდი სახმელეთო ბაზა ირანის, სადაც განთავსებულია სახმელეთო ნაწილები და სადაც განთავსებულია საწვრთნელი ცენტრი შიიტებისათვის
დამასკოში ჯაბალ ალ შარქის ბაზა - განთავსებულია ბალისტიკური რაკეტების საცავები
დამასკოში ჯამრაიას ბაზა - განთავსებულია ქიმიური და ბალისტიკური რაკეტების კვლევითი ცენტრი
დამასკოში 155-ე სარაკეტო ძალების ბაზა - განთავსებულია ირანული ბალისტიკური რაკეტების საცავები
ჰომსში ალ დაბრაას სამხედრო ბაზა - განთავსებულია ყველაზე დიდი საწვრთნელი ბაზა შიიტი მოხალისეებისათვის
ჰომსში ტ-4(ტიაზის) ავიაბაზა - განთავსებულია ირანის საჰაერო ძალების ნაწილი + უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრი
დეირ-ეზურის აეროდრომი - განთავსებულია ირანის საჰაერო ძალების ნაწილი + უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრი
ლატაკიაში მაისაფის ბაზა - განთავსებულია ქიმიური და ბალისტიკური რაკეტების კვლევითი ცენტრი
ტარტურსის ბაზა - განთავსებულია ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ქარხანა
ჰამაში ტაქსისის ბაზა - განთავსებულია ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ქარხანა
ალეპოში ტელ აზანის სამხედრო ბაზა - განთავსებულია შიიტი მოხალისეთა დანაყოფების საცავები
ალეპოში ალ-საფირას ბაზა - სამხედრო ლაბორატორიები და ბალისტიკური + ქიმიური რაკეტების საწარმოო ქარხანა
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ირანმა სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა სირიაში დაიწყო 2015 წლიდან და დღემდე აქტიურად აგრძელებს სამხედრო ბაზებისა და სხვა დანიშNულების ობიექტების მშენებლობა/მოდერნიზებას
ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძირითადი სტრატეგიული სამხედრო იბიექტები მიწიწქვეშა ბუნკერებში აქვს განთავსებული ირანს, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს უკვე დაწყებული აქვს მიწისქვეშა კილომეტრიანი გვირაბების მშენებლობა სირიაში(ისეთივე, როგორც ირანში ააშენეს), სადაც განთავსდება ახლო, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების არსენალი
მოკლედ, ირანს უკვე ძალიან სერიოზული სამხედრო ინფრასტრუქტურა აქვს სირიაში განთავსებული და სერიოზული საფრთხე არის უკვე ისრაელისთვის, თან რაც დრო გადის უფროდაუფრო იზრდება ირანის სამხედრო დომინაცია სირიაში
ამ ყოველივეს, უკვე ისრელიც კი გაიძახის, თან საკმაოდ ხმამაღლა
This post has been edited by DIDGORI-GEO on 30 Apr 2018, 17:58