Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
->
საერთაშორისო პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(16)
« პირველი
...
6
7
[8]
9
10
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ირანის მომავალი
როდის მოხდება გადატრიალება ირანში?
2018
[
7
]
[10.94%]
2019
[
14
]
[21.88%]
2020
[
43
]
[67.19%]
Total Votes: 64
Guests cannot vote
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი
ჯგუფი: Members
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 43577
წევრი No.: 131463
რეგისტრ.: 19-May 11
#53256875
· 14 Aug 2018, 01:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
არც ერაყს ყავდა ბევრად ნაკლები 2003-ში, შედეგი იცი, მითუმეტეს ამათ ჰაერიდან და ზღვიდან დაადუღებენ.
ძალიან მცდარი შეხედულება გაქვს ირანზე და ზოგადად ძალიან შორს ხარ სამხედრო თემატიკიდან
დღევანდელი ირანის არმია და ზოგადად ირანის შესაძლებლობები რეგიონში მინიმუმ 5-ჯერ და დაახლოებით 10-ჯერ აღემატება ჰუსეინის ერაყზე და მის შესაძლებლობებზე
ეხლა ირანს აქვს ისეთი იარაღი(ათასობით ბალისტიკური რაკეტა), რასაც შეუძლია ძალიან დიდი ზიანი მოუტანოს აშშ-ს და მის მოკავშირეებს რეგიონში, როგორც მატერიალური ასევე ადამიანური დანაკარგების თვალსაზრისით, ჰუსეინს კი ასეთი კოზირი ხელში არ ეჭირა
ირანი ტერიტორიულადაც გაცილებით დიდია (დაახლოებით 4-ჯერ), ვიდრე ერაყი და ერაყს არ ყავდა მოკავშირეები ომის დროს
ირანის მხარეს კი მთელი შიიტური სამყარო დადგება(სირია, ერაყი, იემენი, ლიბანი) და მთელი რეგიონი ქაოსში გაეხვევა, ასევე ყავს ძალიან ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი ჩინეთის სახით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ და სამხედრო დახმარებასაც კი გაუწევს(ჩინეთს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ურთიერთობა სწორედ ირანთან აქვს და ძალიან მჭიდრო კავშირია მათ შორის) + შეიზლება ამ კოალიციას დაემატოს რუსეთი და ეხლა უკვე თურქეთიც
ერაყის არმიას პრაქტიკულად 0 ჰქონდა მომზადების და მოტივაციის ხარისხი, სპარსები და ზოგადად შიიტები კი ძალიან მაღალი საბრძოლო მოზადებით და ბრძოლის ჟინით გამოირჩევიან, რაც თუნდაც რეგიონში განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა ცხადყო
ირანს აქვს გაცილებით ძლიერი ჰაერსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო თავდაცვა, ვიდრე ერაყს ჰქონდა
მოკლედ, ირანი გაცილებით რთული პრობლემაა და ამაზე თუნდაც თავად ამერიკელების ან ებრაელების ნაწერს გაეცანი
ირანი პრობლემა ადვილად რო იყოს მოგვარებადი, აქამდე დიდი ხნით ადრე მოგუდავდნენ
QUOTE
.საიდანაც გინდა იქიდან შეადარე, ირანის ბუნებრივი რესურსებისა და ადამიანური პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის 5 000$ ნომინალში და 20 000$ PPP, არის მათხოვრობა,
მაშინ როდესაც ქვეყანას ათეულობით წელია უმძიმესი სანქციები ადევს, მაშინ როდესაც ქვეყანას ემტერება აშშ, ევროპა, ისრაელი და პრაქტიკულად მთელი სუნიტური სამყარო და ამ ფონზე 14-ჯერ გაზრდის ეკონომიკას და ააწყობს ძალიან მძლავრ სამოქალაქო და სამხედრო მრეწველობას, განავითარებს ატომურ და კოსმოსურ პროგრამას, ძალიან მაგარი შედეგია
ასეთი მძიმე სანქციების ფონზე, ბევრი ქვეყანა წელში გაწყდებოდა, აგერ თურქეთს უმნიშვნელო სანქციები დაადო ამერიკამ და რა ჭირს კი კარგად ხედავ თურქეთის ეკონომიკას
ირანელების გამძლეობა და შრომისუნარიანობა მართლა ხაზგასასმელია, რაცარუნდა მომწონდეს ან არ მომწონდეს სპარსები
QUOTE
ახლა იმასაც თუ იტყვი რატომ ედო, ადევს და ედება ეგ სანქციები ირანს?
ამაზე ვრცლად დავწერე უკვე
რატომაც რუსეთს ადევს, მაგიტომაც ადევს ირანს
უბრალოს რუსეთს ატომი აქვს და ბოლომდე ვერ აქცევენ იზოლაციაში, ირანმა ატომი რო შექმნას მაგიც მასე იქნება
ორივეს დერჟავა უნდა და ორივე მზად არის მსხვერპლი გაიღოს იმის გამო რომ იმპერია ერქვას და გავლენის არეალი ქონდეს რეგიონში
ორივეს მენტალიტეტი არის იმპერიული, რადგან ისტორიულად ორივე იმპერია იყო
თორე, გიმეორებ ირანს რო დემოკრატია ჰქონდა 1979 წელს, ეხლაც არ აქვს ბევრ ევროპულ ქვეყანას მასეთი, უბრალოდ დაბეჩავებული იყო და არანაირი იმპერიული მიზნები არ გააჩნდა
ირანმა კი აირჩია იმპერიული გზა, რისთვისაც იხდის საფასურს
მენტალობაშია აქ საქმე
QUOTE
.რა იცი პირადად გამოკითხე? ქვეყანაში არის უკიდეგანო დებილიზაცია, პროპაგანდა, სიძულვილის ორწუთეულები, რელიგიური ობსკურანტიზმი....მაგრამ მაინც მილიონობით ადამიანი გამოდის აქციებზე.
შენ რო იცოდე, ირანში დემოკრატია გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე იგივე საუდიტებში, გალფის ქვეყნებში და არაბული ქვეყნების უმეტესობაში
ირანში ტარდება საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნები და გამარჯვებული ვლინდება ხალხის ხმების გზით, მაშინ როდესაც არაბული ქვეყნების უმეტესობაში(მონარქიული) საერთოდ არ ტარდება არჩევნები
გასაგებია ყველაზე დიდი სიტყვა აიათოლას ეთქმის, მარა რაღაც დონეზე დემოკრატა არის და ბევრად მაღალი ხარისხის ვიდრე მებრ მეზობელ ქვეყანაში
აქციებიც ტარდება და პროტესტსაც ღიად გამოთვამენ და საკმაოდ ხმამაღლადაც
განსხვავებით საუდის არაბეთისა, ემირატებისა, ყატარისა და სხვა ქვეყნებისა, სადაც მართლა ტყვიას დაუშენენ ხალხს რამე ერთი სიტყვა რო დასცდეთ მეფის წინააღმდეგ
რაც შეეხება დებილიზაციას, მიუხედავად უმძიმესი სანქციებისა ირანში მეცნიერება საკმაოდ მაღალ დონზეზეა, ასევე მაღალ დონეზეა მედიცინა და საკმაოდ განათლებულია სპარსი ხალხი
პრაქტიკულად ყველაფრის წარმოება აქვთ ტიპებს და ამიტომაც შედარებით მარტივად იტანენ უმძიმეს სანქციებს, განსხვავებით მონარქიული არაბული ქვეყნებისაგან(საუდიტები, ქუვეითელები, ყატარელები და ა,შ), რომლებსაც ნავთობის და გაზის მეტი არაფერი არ აქვთ და ელემენტარული ასანთის წარმოება არ შეუძლიათ, აი დებილიზმი თუ გინდა მანდ უნდა ნახო
სპარსები კი საკმაოდ განათლებული და განვითარებული ერია(ისლამურ სამყაროში ლიდერია თურქებთან ერთად), მიუხედავად უმძიმესი სანქციებისა(ამას ხაზგასმით ვიმეორებ)
QUOTE
მერე ეს პლუსია თუ მინუსი? ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისთვის ეს უდიდესი პლუსია, მეტი მოსახლეობა ნიშნავს უფრო დიდ და მიმზიდველ ბაზარს
და პლუსზე და მინუსზე ვინ საუბრობს?
მე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ მოსახლეობის გაორმაგების გამო რეალურად ეკონომიკა 1979 წლიდან 2017 წლამდე 14-ჯერ გაიზარდა(მყიდველისუნარიანობით), რაც არის ზემოაღნიშნული აფქტორების გამო ძალიან ძალიან მაგარი შედეგი
QUOTE
საერთოდ როგორ გისურვოთ ეგეთი რეჟიმი რაც ირანშია, მაგრამ ეგრე ძალიან როგორ გძულთ ირანელი ხალხი რომ ამ აიათოლების საბნელეთში და წუმპეში გინდათ ჩატოვოთ ეგ ერი.
მე რო ირანს და მის რეჟიმს ვაკრიტიკებ ამ ფორუმზე და ვიძახი რომ მისი შეცვლა ამერიკის სამხედრო ძალით უნდა მოხდეს, შენ ფორუმზე არათუ დარეგისტრირებული არ იყავი, არამედ შესაძლოა საერთოდ ფორუმიც არ იცოდი რა იყო
მაგრამ ჩვენ აქვ ვსაუბრობთ არა იმაზე თუ მე რა მინდა და რა მიმაჩნია კარგად, არამედ განვიხილავთ ზოგადად ირანის მდგომარეობას, ძლიერ და სუსტ მხარეებს და შესაძლო განვითარების სცენარს
რა ფასი დაჯდება ირანთან ომი და ა.შ
აბა აიათოლას გინება ყველაზე მარტივია, მარა ეს თემა მაგას არ ეხება, რადგან ეგ ძალიანნ პრიმიტიულია
This post has been edited by
DIDGORI-GEO
on 14 Aug 2018, 01:57
--------------------
Слава Україні, Героям слава!!!
Слава нації. Смерть ворогам!!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13780
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53257794
· 14 Aug 2018, 11:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(DIDGORI-GEO @ 14 Aug 2018, 01:39 )
1.ირანის შესაძლებლობები რეგიონში მინიმუმ 5-ჯერ და დაახლოებით 10-ჯერ აღემატება ჰუსეინის ერაყზე და მის შესაძლებლობებზე
2.ირანის მხარეს კი მთელი შიიტური სამყარო დადგება(სირია, ერაყი, იემენი, ლიბანი)
3.ჩინეთი რუსეთი და ეხლა უკვე თურქეთიც
4.ერაყის არმიას პრაქტიკულად 0 ჰქონდა მომზადების და მოტივაციის ხარისხი
5. აქამდე დიდი ხნით ადრე მოგუდავდნენ
6.მაშინ როდესაც ქვეყანას ათეულობით წელია უმძიმესი სანქციები ადევს
7.ირანში ტარდება საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნები და გამარჯვებული ვლინდება ხალხის ხმების გზით
8.ამიტომაც შედარებით მარტივად იტანენ უმძიმეს სანქციებს
1.რა იცი? ჰუსეინის ერაყს ვერაფერი დააკლეს. იმის მერე ალბათ გაზარდეს ბრძოლისუნარიანობა თუმცა არავისთან არ გამოცდილა მათი რეალური დონე, ვგულისხმობ სრულყოფილ სახელმწიფოს და არა ისლამური სახალიფოს, ნუსრას, ქურთ მეამბოხეებს და ა.შ. ბრბოებს.
მითუმეტეს აშშ-თვის სულ ერთია რა დონეზე არიან, ხის ხმლები აქვთ ირანელებს თუ უკვე ბრინჯაოს მიაღწიეს, განსხვავება დაახლოებით ეგეთია.
2.სირია როგორც სახელმწიფო აღარ არსებობს არის რუსეთის და ირანის პროტექტორატი და ეგ ვის მხარეზე დადგება დაახლოებით იმდენივე მნიშვნელობა აქვს რამდენიც ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ძლევამოსილი არმია ვის დაუჭერს მხარს კონფლიქტში.
3.კეეე ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი აშშ სამხედრო კუთხით დაუპირისპირდებიან, გჯერა მაინც რასაც წერ
4.საიდან მოიტანე რომ 0 ქონდა მომზადება, თავისი დონის სახელმწიფოს ირანს, მშვენივრად ეომნენ და უპირატესობაც მთლიანობაში მათ მხარეს იყო. უბრალოდ სანამ ამერიკელი ჯარისკაცი დაინახეს თვალად იქამდე ქვის ხანაში ჩაბომბეს ერაყი, იგივე მოელის ირანსაც.
5.რატომ უნდა მოეგუდათ აქამდე? ფეხზე არ კიდიათ ირანში რა ხდება? პრობლემა იწყება მაშინ როდესაც თავისი სიბნელით აიათოლები ირანს ცდებიან და აგრესიული ხდებიან, თორემ ასე 100 სახელმწიფოშია დიქტატურა და ყველგან ოპერაციებს ხომ არ ჩაატარებენ.
6.კიდევ გეუბნები ამ სანქციებს როგორც შემამსუბუქებელ გარემოებას ნუ ახსენებ, რომ ადევთ ეს 100%-ით მაგათი პარანოიის ბრალია.
7.კეეე როგორ არა, აი დაახლოებით როგორი არჩევნებია იცი? იქით ირმა ინაშვილი რომ დაგიყენონ, აქეთ ნინო ბურჯანაძე, შუაში იგორ გიორგაძე, ყველა ნორმალური დიდი ხნის დახოცილი/გაგდებული ყავდეთ და გითხრან მიდი აირჩიე შენ ხმებს პატიოსნად დავითვლითო.
8.რა იცი რომ მარტივად იტანენ? პირიქით მოსახლეობა უკმაყოფილოა და გამოდის აქციებზე, მერე ხვრეტენ, არბევენ, აწამებენ და ახშობენ.
თუ ეგაა მარტივად გადატანა ჩრდ.კორეა საერთოდ არც იმჩნევს მაგ სანციებს.
საქართველოში ამ უკანასკნელ წლებში ბლომად ირანელი გამოჩნდა, დაელაპარაკე მათ, კითხე რას ფიქრობენ-"აიათოლებზე, შიიტურ ურდოზე, ქასემ ალ-ნიფხავზე, ხმელთაშუა ზღვაზე გაჭრაზე, დიდ სატანა ამერიკაზე და ა.შ."
ეს ზღაპრები და პროპაგანდა, მალევე გაგივლის.
არავის ჭირდება იმპერია, ჭირდებათ კარგი განათლება, სამსახური, ჯანდაცვა, გახსნილი საზღვრები, უცხოეთში მიღებული განათლება და ა.შ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი
ჯგუფი: Members
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 43577
წევრი No.: 131463
რეგისტრ.: 19-May 11
#53258210
· 14 Aug 2018, 12:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
1.რა იცი? ჰუსეინის ერაყს ვერაფერი დააკლეს. იმის მერე ალბათ გაზარდეს ბრძოლისუნარიანობა თუმცა არავისთან არ გამოცდილა მათი რეალური დონე,
QUOTE
მითუმეტეს აშშ-თვის სულ ერთია რა დონეზე არიან, ხის ხმლები აქვთ ირანელებს თუ უკვე ბრინჯაოს მიაღწიეს, განსხვავება დაახლოებით ეგეთია.
მაშინ ირანში რევოლუცია თვეების მომხდარი იყო და სიტუაცია არეული იყო(ჯარი ფაქტიურად დაშლილი იყო), ამის გარდა ჰუსეინს აიარაღებდა, როგორც დასავლეთი, ასევე საბჭოთა კავშირი, ჰუსეინი ომისთვის წლობით ემზადებოდა და ირანში შეჭრის დროს ერაყის არმია რაოდენობრივადაც უფრო მეტი იყო(ტექნიკლის მხრივ კი გაცილებით დიდი უპირატესობა ჰქონდათ). მიუხედავად ამ ყველაფრისა, ირანმა მაშინ ომი პირველ რიგში ბრძოლის ჟინით მოიგო, ეხლა კი ირანის არმია 40 წელია ღრმა ოდეოლოგიაზე შენდება, 40 წელია ანვითარებენ თავის სამხედრო წარმოებას, 40 წელია ანვითარებენ სხვადასხვა შიიტურ დაჯგუფებებ რეგიონში, რომლებიც ბევრი სხვა ქვეყნის არმიასაც კი ჯობიან რეგიონში(მაგალუთად ჰეზბოლა) და ა,შ
ერაყის 2003 წლის მდგომარეობის და ეხლა ირანის მდგომარეობის შედარება არის ძალიან დიდი უცოდინრობის გამოვლენა, მოვლენებისადმი
სულ ერთი არ არის აშშ-სთვის თუ რა დონეზეა მოწინააღმდეგე, რადგან სანამ ზოგადად სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე მიდის საუბარი, მაშინ ხდება მოსალოდნელი სამხედრო და სხვა სახის ზიანის დაანგარიშება, თუ რა დაჯდება ესა-თუ ის სამხედრო კამპანია, რა ზიანი შეიძლება მიადგეს მოკავშირეებს და ა.შ
ამ ყველაფრის აწონის შემდეგ ხდება ნაბიჯის გადადგმა, ღირს თუ არა საბრძოლო მოქმედებების დაწყება
ირანს კი საკმაოდ ბერვი კოზირი აქვს ხელში და მასთან ომი მთლიან რეგიონს გახვევს ქაოსში, ასევე ძალიან დიდ მატერიალურ და ადამიანურ დანაკარგებს მოუტანს უშუალოდ აშშ-ს არმიას და მის მოკავშირეებს რეგიონში, ამიტომაც არ ხდება ამ რადიკალური ნაბიჯის გადადგმა, თორე ჰუსეინივით მარტივი რო იყოს ირანის მოგუდვა, აქამდე 10-ჯერ იზავდნენ უკვე
QUOTE
2.სირია როგორც სახელმწიფო აღარ არსებობს არის რუსეთის და ირანის პროტექტორატი და ეგ ვის მხარეზე დადგება დაახლოებით იმდენივე მნიშვნელობა აქვს რამდენიც ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ძლევამოსილი არმია ვის დაუჭერს მხარს კონფლიქტში.
ირანმა, სირიაში ააწყო საკმაოდ მძლავრი შიიტური ელიტური დანაყოფი(ვეფხვები, რესპუბლიკური გვარდის, მე-4 დივიზია), რომლებიც გამოირჩევიან საბრძოლო მომზადებით და ბრზოლის ჟინით, რომლებიც გადაიარაღა და გაწვრთნა ირანმა და დიდწილად სწორედ მათი ხელით გადაუარა ირანმა სირიაში სუნიტებს და ისის-ს
ამის გარდა ირანს ყავს ჰეზბოლა, რომელიც ძალიან ძლიერია და ზედ ისრაელის საზღავრზე არიან განთავსებული, აქვთ ათასობით რაკეტა, რომელიც ისრაელზე აქვთ დამიზნებული და ირანზე დარტყმის შემთხვევაში ეგენიც ეგრევე დაუშენენ ისრაელს რაკეტებს
ასევე ყავს ასობით ათასიანი შიიტური ურდო ერაყსა და იემენში, რომლებიც ასევე ირანზე დარტყმის შემთხვევაში მზად არიან ამერიკულ ბაზებს რეგიონში და ამერიკის მოკავშირე ქვეყნებს დაესხან თავს
მოკლედ ძალიან ბევრი კოზირი აქვს ხელში ირანს რეგიონში
QUOTE
3.კეეე ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი აშშ სამხედრო კუთხით დაუპირისპირდებიან, გჯერა მაინც რასაც წერ
რას ვწერ კარგად გაიაზრე და მერე მომწერე ხოლმე პასუხი
მე არ დამიწერია სამხედრო კუთხით დაუპირისპირდებიან თქო ამერიკას, მე ვთქვი განსაკუთრებით ჩინეთი ფინანსურ და სამხედრო დახმარებას (იარაღით მომარაგება) გაუწევს ირანს თქო, ასევე შესაძლოა რუსეთმა და ეხლა უკვე თურქეთმაც იგივე გააკეთოს
QUOTE
4.საიდან მოიტანე რომ 0 ქონდა მომზადება, თავისი დონის სახელმწიფოს ირანს, მშვენივრად ეომნენ და უპირატესობაც მთლიანობაში მათ მხარეს იყო. უბრალოდ სანამ ამერიკელი ჯარისკაცი დაინახეს თვალად იქამდე ქვის ხანაში ჩაბომბეს ერაყი, იგივე მოელის ირანსაც.
საიდან და გამოჩნდა ირანთან ომის დროს, მიუხედავად კოლოსალური უპირატესობისა შეიარაღების მხრივ, მიუხედავად წლობით მზადებისა ომისადმი, მიუხედავად იმისა რომ ომის დროსაც ცალკე დასავლეთი აწვდიდა იარაღს და ცალკე საბჭოთა კავშირი და ირანი მარტო იდგა, ვერაფერი ვერ დააკლო ჰუსეინმა ირანს და ბოლოს იქით გადავიდა შეტევაზე ირანი და ეს ყველაფერი მხოლოდ საბრძოლო თავდადების ხარჯზე, რაც ირანელმა მოხალისეებმა გამოავლინეს
მეორეჯერ გიმეორებ, კომპიუტერული თამაშები გგონია შენ რეალური საბრძოლო მოქმედებები და არ არის ეს მასე
მასე ეგონა ბევრს შენნაირს რომ საბჭოთა კავშირი მიწასთან გაასწორებდა ავღანეთს მარა კი ვნახეთ ბოლოს რა მოუვიდა, მასე ამბობდნენ შენნაირები აშშ მიწასთან გაასწორებს ვიეტნამს, მარა კი ვნახეთ რაც მოხდა
არააა, მასე მარტივი მაშტაბური საბრძოლო მოქმედებების წარმოება თუნდაც ზესახელწიფოებისათვის
აგერ ერაყის მაგალითი აიღე, ჰუსეინის ჩამოგდებისთვის ტრილიონობით ფული დაიხარჯა და ბოლოს რა მოხდა? ირანმა მოიპოვა კონტროლი ამ ქვეყანაზე
QUOTE
რატომ უნდა მოეგუდათ აქამდე?
იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე საფრთხეს უქმნის ირანი თავისი ნაბიჯებით აშშ-ს მოკავშირეებს რეგიონში და პირველ რიგში ისრაელს
იმიტომ რომ ირანმა აღადგინა თავისი ისტორიული ოცნება და აკონტროლებს უკვე 4 სახელწიფოეს (სირია, ერაყი, იემენი და ლიბანი)
იმიტომ რომ ირანი აკონტროლებს უკვე უზარმაზარ ტერიტორიას სპარსეთის ყურიდან-ხმელთაშუა ზღვამდე
იმიტომ რომ მივიდა სახმელეთო გზით ზედ ისრაელის საზღვართან და აღადგინა ისტორიული მარშრუტი თეირანი-ბაღდადი-დამასკო-ბეირუთი
იმიტომ რომ შეუძლია უკვე გადაჭრას 2 სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სრუტე(ჰორმუზის და ბაბ ალ მანდარის)
და კიდევ ბევრი მიზეზის გამო
QUOTE
.კიდევ გეუბნები ამ სანქციებს როგორც შემამსუბუქებელ გარემოებას ნუ ახსენებ, რომ ადევთ ეს 100%-ით მაგათი პარანოიის ბრალია.
ასეთი უმძიმესი სანქციების ფონზე კიდე რო 14-ჯერ გაზრდიან ეკონომიკას, ააწყობენ ძალიან ძლიერ სამხედრო და სამოქალაქო მრეწველობას, განავითარებენ ატომურ და კოსმოსულ პროგრამებს, ეს როგორ არ ავღნიშნო, როგორც ძალიან დიდი მიღწევა?
ასეთ სანქციების ფონზე, ბევრი ქვეყანა განვითარება კი არა წელში გაწყდებოდა
ამიტომ, ვუსმევ ხაზს ამ ყველაფერს და მართლა ძალიან შესაშური გამძლეობა და შრომისუნარიანობა გამოავლინეს სპარსებმა, რაცარუნდა მოგწონდეს შენ ან მე ისინი
QUOTE
კეეე როგორ არა, აი დაახლოებით როგორი არჩევნებია იცი?
ესეც არ იცი და მაინც წერ
მონარქიული არაბული ქვეყნებისგან(საუდიტები, ემირატები, ყატარი და ა,შ) განსხვავებით, სადაც არჩევნები საერთოდ არ ტარდება, ირანში წინასაარჩევნო კამპანია ტარდება და არჩევნებიც ერთ-ერთი ყველაზე ღია და გახსნილია რეგიონში
ირანს ყავდა საკმაოდ ძლიერი და თუნდაც არაბ მონარქებზე ბევრად დემოკრატიული პრეზიდენტები რაფსანჯარი, ხატამი, როუჰანი
ირჩევენ პარლამენტს და უმრავლესობა არის იმის, ვისაც მოსახლეობა მისცემს ხმას
არის სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიები, არის ოპოზიციური მედია
ხდება ამათუიმ საკითხზე გამოსვლები, შეკრებები, პროტესტი და ა,შ
ეს ყველაფერი კი საერთიდ არ არსებობს მაგალითად საუდის არაბეთში და რეგიონის სხვა ბევრ ქვეყნებში
ცოტა მეტი წაიკითხე ირანზე და გაეცანი ინფორმაციას
QUOTE
რა იცი რომ მარტივად იტანენ? პირიქით მოსახლეობა უკმაყოფილოა და გამოდის აქციებზე, მერე ხვრეტენ, არბევენ, აწამებენ და ახშობენ.
80 მილიონიან ერში თუნდაც 100 000 კაცი რო გამოვა მთელი ქვეყნის მაშტაბით ეს დიდი ციფრია?
ეს იგივეა ჩვენთან 3 000 კაციანი მიტინგი რო მოეწყოს მთელი ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა ქალაებში ერთად აღებული და რაღაცას რო ითხოვდნენ
იანვარში მაგ აქციების საპასუხოდ აიათოლამ ხალხს მოუწოდა ქუჩაში გამოდით და დავანახოთ ჩვენი ძალაო და მთელი ქვეყნის მშტაბით რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოვიდა აიათოლას დაძახილზე მაშინვე
მოსახლეობის აბსულუტურ უმრავლესობას უნდა იმპერია და მზად არის მსხვერპლი გაიღოს ამისთვის და იტანენ უკვე ამ ყვეკაფერს 40 წელია, ამიტომაც ძლებს აიათოლას რეჟიმი ამდენი ხანი. მოსახლეობაშია დერჟავული მენტალიტეტი, ისევე როგორც რუსების უმეტესობაში. ამათაც ურჩევნიათ შედარებით ღარიბულად იცხოვრონ და დერჟავა ჰქონეთ(იმპერიული მიზნები), ვიდრე შედარებით უკეთ ცხოვრობდნენ და საუდიტებივუთ დაბეჩავებული და არაფრის ამბიციის მქონენი
რაც შეეხება დახვრეტას,დარბევას და წამებას, შენ წარმოიდგინე და ამ მხრივადაც ირანში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე საუდიტებში და მასეთ ქვეყნებში რეგიონისა
ირანში უმეტეს შემთხვევაში აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული წესით აპატიმრებენ და რამდენიმე თვიანი პატიმრობის მერე უშვებენ, საუდიტებში კი ადამიანს მეფეზე ელემენტარული რამე ცუდი რო დაცდეს (საუბარი არ მაქვს აზციაზე გასვლა და ა,შ) მარტო მას კი არა მის მთელ ოჯახს საჯაროდ დახრიტავენ
პ.ს ასე რომ გასაგებია აიათოლას რეჟიმი ბნელია და რათქმაუნდა უმჯობესია ის შეიცვალოს უფრო სეკულარული, დემოკრატიული და გახსნილი რეჟიმით(პირველ რიგში პროდასავლური), მარა რეგიონს და სამეზობლოს რო გადახედო მასზე ბევრად უარესი რეჟიმებიც არსებობს დემოკრატიის ნაწილში
მხოლოდ ერთი რაკურსით არ უნდა უყურო მოვლენებს და თუ რამეზე დაობ, ცოტა სიღრმისეულად უნდა გაეცნო მოვლენებს
This post has been edited by
DIDGORI-GEO
on 14 Aug 2018, 13:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13780
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53258442
· 14 Aug 2018, 13:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
DIDGORI-GEO
მარტივად გიპასუხებ:
1.ირანს 1979 წლის მდგომარეობით შეიარაღება არ აკლდა, შაჰი აქტიურად თანამშრომლობდა გარესამყაროსთან, ვერ მოიგეს ის ომი და ბოლო ფაზაში უფრო პირიქით. ახლა რატომ უნდა მჯეროდეს რომ 1988-ის მერე 30 წელში ისეთი არმია შექმნეს, რომელიც აშშ-ს გაუწევს ოდნავ წინააღმდეგობას მაინც? მითუმეტეს მაშინ მოსახლეობის უმრავლესობა მართლა უჭერდა მხარს აიათოლებს, ახლა არა, ე.ი. მოტივაცია მეტი იყო.
2.ეგ დანაყოფები სირიიდან ირანამდე ვერც მიაღწევენ ისე დაადუღებენ ციდან. თუმცა არც არაფერს წარმოადგენენ რეალურად, აგერ "ვაგნერი" გაუშვეს უდანაკარგოდ ფარშში სირიაში და ახლა ვიღაც სუჰეილა ვინ ჩემი ფეხებია.
3.მეც მაგას ვამბობ ზუსტად, გამორიცხულია ჩინეთმა მისცეს ომის დროს იარაღი ირანს რომლითაც მერე ის ამერიკელებს დახოცავს, მაგის ალბათობა არის 0, თუ ეს არ გესმის მაშინ საერთოდ სხვაგან ხარ.
4.ერთი ეს მითხარი საუდის არაბეთი რომელი დემოკრატიის სავანეა მაგას რომ ადარებ ირანს? ბარემ კიმ ჩენ ინსაც შეადარე და მშვიდობის მტრედები იქნებიან საერთოდ.... გუშინ უდაბნოში მომთაბარე საუდის არაბებს რომ ირანს უთანასწორებ ეს უკვე მაგარი შეურაცხყოფაა ირანელებისთვის, სად იმათი გონებრივი რესურსი სად ამათი, ბუნებრივი ხომ ორივეს აქვს, მაგრამ "აქლემები" ცხოვრობენ 2,5-ჯერ უკეთ.
5.არჩევნებში მონაწილეობენ ისინი, ანუ დაშვებული არიან ისინი რომლებიც ღებულობენ/ემხრობიან აიათოლების სისტემას, თეოკრატიას და ა.შ. ანუ ეგ რეალური ოპოზიცია არაა, არის დაახლოებით ისეთივე ბრძოლა ჟირინოვსკი და ზიუგანოვი რომ ვითომ ებრძვიან "ეძინაია რასიას" და ერთმანეთს.....თუ ესეც არ გესმის მაშინ მთლად საოცრებაა რაღატომ პოსტავ.
6. 100 000 გამოვიდა ხომ თუნდაც წელს?
ირანის ლამის ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ქალაქი მოიცვა გამოსვლებმა და მილიონობით ადამიანმა მიიღო მასში მონაწილეობა, ეს მაშინ როდესაც არსებობს სიცოცხლის მოსპობის საფრთხე და ტოტალიტარული რეჟიმია ქვეყანაში, ხოლო პროპაგანდა ადებილებს ხალხს.
იყოს მრავალი აზრი, იყოს ბნელი ტელევიზიებიც და იყოს პროგრესულებიც, იქ ნახავდი შედეგს.
არანაერად არ იცი არც შენ და არც არავინ რამდენს უნდა "იმპერია" და რამდენს ღირსეული ცხოვრება, მსოფლიოში გადაადგილება და არა ორგანიზებულ ციხეში ყურყუტი, დედამიწაზე ერთ-ერთი უსუსტესი პასპორტი აქვს ირანს, პრაქტიკულად ვერსად გადიან საქართველო/სომხეთ/თურქეთის გარდა, სსრკ-ზე უარესია.
7.იმ ომებში რაც ახსენე, ყველგან სახმელეთო ოპერაცია ჩატარდა და მანდ დაიწყო პრობლემები, ხოლო ირანის დაპყრობა არავის უნდა. საკმარისი იქნება სამხედრო პოტენციალი მოუსპონ, ეკონომიკა მოუშალონ, ინფრასტრუქტურა გაუნადგურონ და პალეოლითში გადააგდონ, ამას აშშ-ს შეიარაღებული ძალები უპრობლემოდ შეასრულებენ თუ ბრძანება მიიღეს.
დანარჩენი თეირანის შტურმს, ისფაჰანში დესანტის გადასხმას და ა.შ. არავინ დაიწყებს.
მე ვფიქრობ რომ ტრამპმა სრულიად შესაძლოა ოპერაცია წამოიწყოს ირანის წინააღმდეგ გარკვეული გარემოებების შემთხვევაში და თუ ირანი კიდევ ბევრს გაიწელება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
androabuladze
რაციონალისტი
ჯგუფი: Members
androabuladze
რაციონალისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 17944
წევრი No.: 130141
რეგისტრ.: 16-April 11
#53259413
· 14 Aug 2018, 16:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
3.თუ აიათოლები სამხედრო ობიექტებზე არ შერეკავენ განზრახ, არ იქნება.
ყველა ვარიანტში იქნება მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი.
მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე კი არა ინფრასტრუქტურულ, სამრეწველო და სტრატეგიულ ობიექტებზეც მოუწევთ იერიშის მიტანა
და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი იქნება უზარმაზარი.
QUOTE
4.მაგდენი დაჯდა ათობით ათასი სამხედროს შენახვა და მომარაგება ერაყში, აქ ჰაერიდან და ზღვიდან დააცლიან მრავალი წლის დაგროვილ მარაგს...
იქითაც დააცლის ირანი მრავალი წლის ნაგროვებ რაკეტებს + რუსეთისა და ჩინეთის მიერ მიწოდებულსაც.
ომის შემთხვევაში ისრაელი აღმოჩნდება უდიდესი საფრთხის წინაშე. ამიტომ იკავებენ თავს. ასე რომ ეგრე მარტივად ნუ უყურებ.
QUOTE
"აღდგენის ეფექტი", აქ ვერ იქნებოდა რადგან რაც დაინგრა სსრკ, ის არ აღდგენილა
იყო. სსრკ-ს დროს მოიშალა მხოლოდ ეკონომიკური კავშირები, რამაც ეკონომიკა გააჩერა.
მერე კი მოხდა პრივატიზაცია, ინვესტორების შემოყვანა, მეზობლებთან ვაჭრობის ხელახალი დაწყება და ეკონომიკური აქტივობის აღდგენა.
მაგიტომ იყო 1996 წელს რომ 11% გვქონდა ეკონომიკური ზრდა და 1997 წელს 10%.
QUOTE
9.ახლა ორჯერ მეტია, ადრე 4-5ჯერ მეტი იყო, 3-4 წელში ჩვენ კიდევ წინ წავალათ, ისინი ისევ უკან ჩაჩოჩდებიან
70-80-იან წლებში საქართველო ირანზე ბევრად მდიდარი იყო. დღეს ორჯერ უფრო ღარიბები ვართ.
ირანიც წინ მიდის და იზრდება ირანის მშპ. 2017 წელს 4.3% იყო ირანის ეკონომიკური ზრდა, საქართველოსი კი 4.9% (მსოფლიო ბანკის მონაცემებით).
ასევე, ირანში ხორციელდება ორი მეგაპროექტი - ახალი აბრეშუმის გზა და ჩრდილო-სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორი.
ერთი ჩინეთსა და ევროპას აკავშირებს, მეორე კი ინდოეთსა და რუსეთს. ამ მეგაპროექტების დასრულების შემდეგ ეკონომიკური ბუმი იქნება ირანში.
ასე რომ თავს ნუ მოიტყუებ "უკან მიჩოჩავენო". უმძიმესი სანქციების პირობებში განავითარეს ეკონომიკა და კვლავ წინ მიდიან.
QUOTE
ეგრე ძალიან როგორ გძულთ ირანელი ხალხი რომ ამ აიათოლების საბნელეთში და წუმპეში გინდათ ჩატოვოთ ეგ ერი.
არადემოკრატრიულ დუბაიში გირჩევნია ცხოვრება თუ ლიბიაში, სადაც ამერიკამ დემოკრატიის დამყარება სცადა?!
ამერიკულ ბომბებს, ომს, სიკვდილს, ნგრევას და გაღატაკებას ისევ რეჟიმის პირობებში გამდიდრება და განათლება ჯობია.
ეკონომიკური აღორძინების შემდეგ კეთილდღეობა იმატებს და რადიკალიზაცია იკლებს, მიუხედავად იმისა, ქვეყანა დემოკრატიულია თუ არა.
თუნდაც ირანში რომ ახალი თაობა ნაკლებად მორწმუნეა, ეს იმის დამსახურებაა, რომ ირანში განათლების სისტემა განვითარდა.
ამერიკის სახით მოსისხლე მტერი რომ არ ჰყავდეს ირანს, ამ მტრის ხატის გარეშე კიდევ უფრო დაიკლებდა რადიკალიზაცია.
არც სინგაპური ყოფილა დემოკრატიული, არც არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ქუვეითი და ყატარი... მაგრამ მშვენივრად ცხოვრობენ.
ამიტომ უპირველესი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და განათლება.
ამერიკა კი თავისი პოლიტიკური ამბიციების გამო ცდილობს ჩაკლას იმ ქვეყნების ეკონომიკა, რომლებიც მას არ ემორჩილებიან.
ხოლო სადაც ემორჩილებიან, იქ დემოკრატიის დამყარება ფეხებე ჰკიდია.
პეტრუჩი
QUOTE
მე მგონი შენ დაწერე ამერიკაში მცხოვრები ირანალები და მუსულმანები დაიწყებენ ბრძოლას შტატებშიო და მაგაზე გიპასუხე.
არა, ეგ არ მითქვამს
ტოტალური ომი თუ დაიწყო, თვითონ რიგითი ამერიკელები გამოვლენ და აქციებს მოაწყობენ, როგორც ვიეტნამის ომისას.
QUOTE
ისრაელს რატომ არ მოსწონდა აბა ეს ნუკლეარ დილი?
ისრაელისთვის და ებრაული ლობისთვის პრინციპულად დაუშვებელია, რომ ირანი ეკონომიკურად აღორძინდეს.
ბირთვული იარაღის გარეშეც შეძლებდა ირანი ისრაელზე ძლიერი არმიის შექმნას.
DIDGORI-GEO
QUOTE
ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რასგან ირანისათვის ატომური იარაღი არის დაცვის გარანტი და არამგონია ამაზე უარი ეთქვათ
შეთანხმება ეგეთი იყო და ირანმა აიღო ვალდებულება ყველა ატომურ სადგურში რომ დაეშვა კომისია.
ტყუილში რომ გამოეჭირათ ირანი სხვა თემაა. მაგრამ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს,
რომ ირანმა მიწის ქვეშ გადაიტანა ატომური სადგურები და იქ ჩუმად აგრძელებდა ურანის გამდიდრებას.
დაცვისთვის გარანტად ბალისტიკური ტექნოლოგიებიც ეყოფოდა.
თან ისეთი ინვესტიციები იდებოდა და ისეთი მაგისტრალები გადიოდა, რომ ეგეც დიდი გეოპოლიტიკური ფარია.
ყველაზე მეტად ეკონომიკის შემდგომი ზრდა სჭირდებოდა ირანს.
This post has been edited by
androabuladze
on 14 Aug 2018, 17:31
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჰელიოგაბალი
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ჰელიოგაბალი
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1010
წევრი No.: 240732
რეგისტრ.: 17-February 18
#53259478
· 14 Aug 2018, 17:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დროზე უნდა მოსპონ ირანი, ეს კაცობრიობის სასიცოცხლო ინტერესებში შედის
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13780
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53259609
· 14 Aug 2018, 17:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(androabuladze @ 14 Aug 2018, 16:49 )
1.ყველა ვარიანტში იქნება მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი.
2.იქითაც დააცლის ირანი მრავალი წლის ნაგროვებ რაკეტებს
3.70-80-იან წლებში საქართველო ირანზე ბევრად მდიდარი იყო.
4.ეკონომიკური ბუმი იქნება ირანში.
5.არადემოკრატრიულ დუბაიში გირჩევნია ცხოვრება თუ ლიბიაში
6.სადაც ამერიკამ დემოკრატიის დამყარება სცადა?!
7.ხოლო სადაც ემორჩილებიან, იქ დემოკრატიის დამყარება ფეხებე ჰკიდია.
1.ეს ისევ აიათოლებზე იქნება დამოკიდებული, ფარად თუ გამოიყენებენ მოსახლეობას იქნება, თუ არა ძალიან მცირე/მიზერი.
აი იმაზე მცირე რა, აიათოლები ყოველი საპროტესტო აქციებისას რომ ხვრეტენ ან აქრობენ.
2.
კი ვაშინგტონსაც აიღებენო ლელა კაკულიას უთქვამს თურმე.
3.1970-ან წლებში "საქართველო", ასეთი სახელმწიფო არ არსებობდა, რაც იყო ის სსრკ-ს ნაწილი იყო, მათ შორის ეკონომიკურადაც მთლიანად დაკავშირებული, იმის რამესთან შედარება არის უდიდესი უაზრობა.
საქართველო დამოუკიდებელი გახდა 1991-ში, ეკონომიკური ისტორია კი იწყება 1994-დან ე.ი. რაც დასრულდა სამოქალაქო ომი, რუსეთის ფარული სამხედრო ინტერვენცია და აქტიური ომის ფაზა, ხელისუფლებას პირდაპირი ბანდიტები მოშორდნენ.
მას შემდეგ 24 წელი გავიდა, 2 თუ 3 წლის გარდა იმაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს რაც ირანს. არადა გვქონდა ეკონომიკური ბლოკადა, ენერგეტიკული ბლოკადა, მასობრივი დეპორტაციები, ომი, ცენტრალური მაგისტრალის და სარკინიგზო ხაზის გადაკეტვა, მივიღეთ დამატებით ათობით ათასი დევნილი, განვიცადეთ დიდი მატერიალური ზარალი.
4.უფასო ფული და მეოთხე საოცნებო წელიც ხომ არ იქნება შემთხვევით?
ისე წელს როგორი ეკონომიკური ზრდა აქვს ირანს იმითაც ხომ არ დაინტერესებულხარ?
5.არც ერთში, არც მეორეში. ცხოვრებით ამ ორს საქართველო მირჩევნია, არაქართველი რომ ვიყო და არანაერი შეხება არ მქონდეს საქართველოსთან მაინც.
6.კეეე ამერიკამ სცადა, რა გეშველებათ ამ ქართველ ანტიამერიკანისტებს, რა სისულელეებს აღარ იტყვით ხოლმე
შემთხვევით კადაფიმ ხომ არ დაიწყო საკუთარი მოსახლეობის ხოცვა? მერე შემთხვევით საჰაერო ოპერაციის დაწყებაზე რუსეთმაც ხომ არ მისცა ხმა გაეროში? მერე შემთხვევით იმავე აშშ-მ ევროპას ხომ არ მისცა კარტ-ბლანში მაგ ოპერაციის ჩასატარებლად?
7.აუ მაგარი ტიპი ხარ.
ამ ფორუმზე იყავი და 24/7-ზე სააკაშვილს აგინებდი "დიქტატორობის" გამო, მერე მარტო მე რაც მახსოვს კუკავასკენ იყავი
გირჩისკენ იყავი, ობამისტი იყავი, ახლა ანტიამერიკანისტი გახდი.....მოკლედ პარადოქსული გზა გაქვს განვილილი, ნუ ეს შენი გემოვნების ამბავია.
მაგრამ შენნაერ ტიპს რას უზამდნენ იმავე ირანში თუ წარმოგიდგენია მაინც? ცხადია თუ ხმას ამოიღებდი.
რატომ გგონია რომ მარტო შენ ან ჩვენ ქართველებს გვეკუთვნის: რომ გვქონდეს სიტყვის თავისუფლება, ავირჩიოთ ჩვენი ხელისუფლება თვითონ, მოვითხოვოთ კონტროლი მთავრობაზე, გვინდოდეს ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა, არ დაგვხვრიტონ და გვაწამონ პროტესტის გამოხატვის დროს, თუ მოგვეხასიათება ვაკრიტიკოთ და ვლანძღოთ ხელისუფლება, თავისუფლად გადავადგილდებოდეთ ევროპაში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თუ გვინდა მორწმუნეეები ვიყოთ და თუ გვინდა ურწმუნოები და არაფერს ნიშნავდეს ჩვენთვის რელიგია......
ხოლო ირანელები საქონლები არიან, რომლებსაც არავინ არაფერს უნდა ეკითხებოდეს, არანერი უფლებები და თავისუფლებები არ ქონდეთ, უნდა ყურყუტებდნენ დიდ ციხეში(ირანს პრაქტიკულად ყველასთან სავიზო აქვს), რაღაც მითიური "იმპერიის" გამო, რომელიც არავინ იცის უნდათ თუ არა ირანელებს რადგან არც არავინ შეკითხვია მათ რამეს ამაზე.
დასავლეთ ევროპელი კომუნისტები იყვნენ ეგეთი ტიპები სსრკ-ზე და ჩინეთზე ხბოს აღტაცებით ლაპარაკობდნენ, ფეხზე ეკიდათ რას უშვებოდა სტალინი ან მაო ხალხს, სამაგიეროდ "გახრწნილ კაპიტალისტებს" ებრძოდნენ....ხო ამავდროულად აბა ვინმეს გაებედა და მათ მიმართ იმის მეასედი გაეკეთებინა რასაც კომუნისტები უშვებოდნენ თავის ხალხს, მაგათი წივილს და ადამიანის უფლბებზე ყბედობას ვეღარ აუხვიდოდი.
არ შეიძლება ეგრე, რაც შენთვის არ გინდა ის სხვას რა პონტში უნდა უსურვო?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
androabuladze
რაციონალისტი
ჯგუფი: Members
androabuladze
რაციონალისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 17944
წევრი No.: 130141
რეგისტრ.: 16-April 11
#53259705
· 14 Aug 2018, 17:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
2. კი ვაშინგტონსაც აიღებენო ლელა კაკულიას უთქვამს თურმე.
თვითმფრინავებსა და გემებზე მიიტანენ იერიშს.
დაუბომბავენ სამხედრო ბაზებსა და ამერიკული კომპანიების ჭაბურღილებს.
ჩაძირავენ ამერიკულ ტანკერებს, რომლებსაც ნავთობი გადააქვთ.
და რაც მთავარია, მასიურად დაბომბავენ ისრაელს.
ტყუილად კი არ ახდენდნენ მილიტარიზაციას ათობით წლის მანძილზე.
და რუსეთ-ჩინეთიც არ დაიშურებენ რაკეტებს ირანისთვის გადასაცემად.
QUOTE
3.1970-ან წლებში "საქართველო", ასეთი სახელმწიფო არ არსებობდა
ნუ დემაგოგბ. სუვერენიტეტი თუ არა ავტონომიური რესპუბლიკა მაინც იყო და საქართველოს რესპუბლიკაში ბევრად მაღალი ცხოვრების დონე იყო, ვიდრე ირანში.
QUOTE
მას შემდეგ 24 წელი გავიდა, 2 თუ 3 წლის გარდა იმაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს რაც ირანს
რადგანაც 80%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვქონდა და ამის შემდეგ პრივატიზაცია და ეკონომიკის აღდგენა დაიწყო.
ამასთანავე, ირანი იყო უმძიმესი სანქციების პირობებში. მაგრამ მაინც 2-ჯერ ღარიბები ვართ და ვერც მშპ-ს ზრდით ვუსწრებთ ბევრად.
QUOTE
4.უფასო ფული და მეოთხე საოცნებო წელიც ხომ არ იქნება შემთხვევით?
მაგ მეგაპროექტების განხორციელება რომ გაზრდის ირანის ეკონომიკას ეს უდავოა და შენი სმაილი ამას ვერ შეცვლის.
მაგას გარდა კარგად გადაეხედე რა გეგმები აქვთ ჩინურ კომპანიებს ირანის ბაზარზე.
QUOTE
5.არც ერთში, არც მეორეში.
არ ხარ გულწრფელი.
არჩევანის წინაშე რომ დააყენო, ნებისმიერი ადამიანი მდიდარ დუბაიში ცხოვრებას არჩევს ნაომარ ლიბიაში შიმშილს.
QUOTE
რატომ გგონია რომ მარტო შენ ან ჩვენ ქართველებს გვეკუთვნის: რომ გვქონდეს სიტყვის თავისუფლება, ავირჩიოთ ჩვენი ხელისუფლება თვითონ
QUOTE
ხოლო ირანელები საქონლები არიან, რომლებსაც არავინ არაფერს უნდა ეკითხებოდეს, არანერი უფლებები და თავისუფლებები არ ქონდეთ
ამერიკის აგრესიულ პოლტიკას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიის დამყარებასთან.
ახლო აღმოსავლეთში სადაც ტანკით და ბომბებით შევიდა ამერიკა, არსად დამყარდა დემოკრატია და ყველგან გაუარესდა მდგომარეობა.
შეადარე ახლა ამერიკის მიერ "დემოკრატიულად დაბომბილი" ერაყი, ავღანეთი, ლიბია, სირია
და არადემოკრატიული დუბაი, ყატარი, ქუვეითი...
ამერიკული აგრესია კიდევ უფრო ზრდის რეჟიმების ძალაუფლებასა და აგრესიულობას, რადგანაც აშშ-ს სახით ჰყავთ მტრის ხატი.
ეკონომიკური მოგუდვა კიდევ უფრო ზრდის რელიგიურ ფანატიზაციას, რადგანაც ღარიბები მარტივად რადიკალიზებიან.
ამიტომ ვერ შეცვალეს სანქციებით რეჟიმი ვერსად - ვერც ირანში, ვერც ჩრ. კორეაში, ვერც რუსეთში...
ხოლო მშვიდობა, სიმდიდრე, განათლება და კეთილდღეობა პირიქით მოქმედებს.
ამიტომ ვუჭერ მხარს ჩინეთის "აღმშენებლობის" პოლიტიკას და არა ამერიკის "დემოკრატიული ნგრევის" პოლიტიკას.
სინგაპურსაც ავტორიტარული რეჟიმი მართავდა, ხალხს ხვრეტდა და მედიას აკონტროლებდა, მაგრამ ზე-განვითარებული ქვეყანა გახდა.
ყატარიც ავტორიტარული ქვეყანაა, მაგრამ უმდიდრესია და ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია.
არც ერთი ყატარელი და სინგაპურელი არ გეტყვის, რომ ამერიკული ბომბები უნდა "ლიბერალური დემოკრატიისათვის".
ასევე არც ერთი ირანელი არ გეტყვის, რომ ამერიკულ ბომბებს და ირანის გაჩანაგებას მიესალმება.
ასე რომ თავს ნუ ასაღებ თითქოს "ხალხზე ზრუნავთ" შენ და აშშ.
This post has been edited by
androabuladze
on 14 Aug 2018, 18:18
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ELguja90
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ELguja90
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19375
წევრი No.: 172464
რეგისტრ.: 29-August 13
#53259712
· 14 Aug 2018, 17:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
ტიროდნენ, ამას იტყოდნენ, ახლა არს ჩვენი დავსება,
მესამე კიდევ მოიბა, ორი საბელი თავს ება
( იმედია ზუსტად მახსოვს )
გურამიშვილმა დაწერა ვახტანგ მეექვსეზე.
შენც მანდ ხარ რა
ყოჩაღ შენ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13780
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53259815
· 14 Aug 2018, 18:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(androabuladze @ 14 Aug 2018, 17:54 )
ნუ დემაგოგბ. სუვერენიტეტი თუ არა ავტონომიური რესპუბლიკა მაინც იყო
უკვე ძალიან აბსურდში გადახვედი და კამათის აზრს ვერ ვხედავ, 1 რამეზე გიპასუხებ მხოლოდ
არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურად რა სტატუსი ქონდა საქართველოს, ეკონომიკურად სსრკ იყო ერთი მთლიანი. აქ რა წარმოება/მომსახურებაც იყო ყველაფერი მარაგდებოდა/დაკავშირებული იყო სხვა რესპუბლიკებთან, შესაბამისად 1970-ან წლებში "საქართველოს ეკონომიკა" ასეთი რამე საერთოდ არ არსებობდა.
დანარჩენი ირანი დაიპყრობს აშშ-ს ეს გავიგეთ, ბნელეთში ცხოვრებაც კარგია ოღონდ სხვების, შენ რომ იყო იქ ეგ არა, ესეც გავიგეთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lockhead
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Lockhead
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5786
წევრი No.: 187248
რეგისტრ.: 8-June 14
#53260239
· 14 Aug 2018, 20:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(androabuladze @ 14 Aug 2018, 17:54 )
QUOTE
3.1970-ან წლებში "საქართველო", ასეთი სახელმწიფო არ არსებობდა
ნუ დემაგოგბ. სუვერენიტეტი თუ არა ავტონომიური რესპუბლიკა მაინც იყო და საქართველოს რესპუბლიკაში ბევრად მაღალი ცხოვრების დონე იყო, ვიდრე ირანში.
მე რამდენადაც მახსოვს საბჭოთა კავშირის კონსტიტუციითაც კი საქართველო იყო სუვერენული მოკავშირე რესპუბლიკა, საბჭოთა სოციალისტური წყობილების ოღონდ. ნუ ეს სუვერენიტეტი ფორმალური იყო მაგრამ საბჭოთა დროსაც კი გაგვაჩნდა სუვერენიტეტი.
This post has been edited by
Lockhead
on 14 Aug 2018, 20:10
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი
ჯგუფი: Members
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 43577
წევრი No.: 131463
რეგისტრ.: 19-May 11
#53260359
· 14 Aug 2018, 20:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
.ირანს 1979 წლის მდგომარეობით შეიარაღება არ აკლდა, შაჰი აქტიურად თანამშრომლობდა გარესამყაროსთან, ვერ მოიგეს ის ომი და ბოლო ფაზაში უფრო პირიქით.
რა შეიარაღება არ აკლდა, მთლიანად იყო დემორალიზებული არმია და ფორმალურ სახეს ინარჩუნებდა
ომი ერაყმა დაიწყო და ჰუსეინს ეგონა, რახან რევოლუცია ახალი დასრულებულია და სიტუაცია არეული არისო მარტივად შევძლებ ომის მოგებასო, მარა ომი მოიგო კი არა ერაყის არმიის უზარმაზარი მსხვერპლის და მატერიალური ზიანის მერე, იქით გადავიდა ირანი შეტევაზე
არადა ერაყის არმიას ცალკე დასავლეთი აწვდიდა იარაღს და ცალკე საბჭოთა კავშირი და ერაყი ამ ომისთვის წლობით ემზადებოდა, მაგრამ ირანელებმა შესაშური ბრძოლის ჟინი გამოავლინეს, რის ხარჯზეც შეძლეს არათუ აგრესიის მიგერიება, არამედ ბოლოს იქით გადავიდნენ შეტევაზე
ამიტომ გეუბნები, სანამ კამათს დაიწყებ, ელემენტარულ ინფორმაციას მაინც გაეცანი
QUOTE
ეგ დანაყოფები სირიიდან ირანამდე ვერც მიაღწევენ ისე დაადუღებენ ციდან. თუმცა არც არაფერს წარმოადგენენ რეალურად, აგერ "ვაგნერი" გაუშვეს უდანაკარგოდ ფარშში სირიაში და ახლა ვიღაც სუჰეილა ვინ ჩემი ფეხებია.
და ვინ გითხრა რომ ეგენი ირანში წავლენ? ირანში კი არა მთელ რეგიონს ქაოსში გახვევენ და აშშ-ს მოკავშირეებისაკენ დაიძრებიან (იორდანია, საუდის არაბეთი, ემირატები, ქუვეითი და ა,შ)
ჰეზბოლა კი ისრაელის წინააღმდეგ გააქტიურდება, იემენელი ჰუსიტები სამხრეთიდან დაარტავენ საუდიტებს და ა.შ
საუბარია ასობით ათას შიიტ მოხალისეზე, რომელიც გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა მომზადებული და გაცილებით უფრო დიდი სამხედრო გამოცდილება და ცოდნა აქვთ, ვიდრე ბევრი ქვეყნის არმიას
რაც შეეხება სუჰეილას და სხვა შიიტურ დანაყოფებს სირიაში, სწორედ მათი ხელით იგებს ირანი ომს სირიაში და მიუხედავად მილიარდობით დოლარის იარაღის შეტანისა და ათასი რჯულის სუნიტი მებრძოლების შეყრისა, კი ახერხებენ ომის მოგებას
ისის-ის დიდწილად ირანმა ალაგვმა რეგიონში სწორედ თავისი შიიტი მებრძოლების ხელით სირიაშიც და ერაყშიც
QUOTE
მეც მაგას ვამბობ ზუსტად, გამორიცხულია ჩინეთმა მისცეს ომის დროს იარაღი ირანს რომლითაც მერე ის ამერიკელებს დახოცავს, მაგის ალბათობა არის 0, თუ ეს არ გესმის მაშინ საერთოდ სხვაგან ხარ.
შენ ხარ სხვაგან და კომპიუტერული თამაშენი გგონია ომი
როგორც იქ ხდება ყველაფერი მარტივად, მასე მარტივად მოხდება ეგეც
ტილიან ვიეტკონგელებს და ჩრდილოეთ კორეელებს ეხმარებოდნენ ჩინელები ამერიკელების წინააღმდეგ ჯერ კიდევ 70 წლის წინ, მაშინ როდესაც ჩინეთი არაფერს არ წარმოადგენდა და როგორ ფიქრობ, ეხლა მის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პარტნიორს(რომელიც უმდიდრესია ნავთობის და გაზის რეზერვებით და სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონში) დახმარებას არ გაუწევენ?
ცოტა მიწაზე დაეშვი და რეალური თვალით შეხედე რა მოვლენებს
QUOTE
.ერთი ეს მითხარი საუდის არაბეთი რომელი დემოკრატიის სავანეა მაგას რომ ადარებ ირანს?
ზოგადად რეგიონში არსებული მდგომარეობა უნდა გაანალიზო და მასე მოახდინო შედარება
აბა ირანში რომ გერმანიაზე დაბალი დემოკრატია არის და იქნება ეს არახალია და არც გასაოცარი, მარა რეგიონში რაცარუნდა გასაკვირი იყოს დღეს ირანში გაცილებით უფრო ძლიერი დემოკრატია არის, ვიდრე ბევრ მეზობელ ქვეყანაში
QUOTE
ბუნებრივი ხომ ორივეს აქვს, მაგრამ "აქლემები" ცხოვრობენ 2,5-ჯერ უკეთ.
აქლემებს(საუდიტებს) დღეში 10 მილიონზე მეტი ბარელის ექსპორტი აქვთ(წელიწადში დაახლოებით 250 მილიარდი დოლარი უფასო ფული ნავთობიდან), მაშინ როდესაც ირანს 2,5 მილიონის ექსპორტი აქვს
აქლემების მოსახლეობა 2.5-ჯერ მცირეა ვიდრე ირანის
აქლემებს მთელი მსოფლიოს ბაზარი აქვთ გახსნილი, ირანი კი უმძიმესი სანქციების ქვეშ არის
სამაგიეროდ აქლემებს არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და არიან ყურმოჭრილი მონები, ირანს კი აქვს იმპერიული ზრახვები და დიდი ნაწილი უკვე შეისრულეს სურვილების
აქლემებს ფაქტიურად არანაირი სამხედრო და სამოქალაქო წარმოება არ აქვთ და დამოკიდებული არიან იმპორტზე სრულიად, ირანს კი ძალიან ძლიერი სამოქალაქო და სამხედრო წარმოება აქვს და ფაქტიურად ყველაფერს აწარმოებენ
როგორც კი ნავთობი ამოიწურება აქლემები დაუბრუნდებიან ბედუინების ხანას და მათდამი ყოველგვარი ინტერესი გაქრება, ირანი კი ისტორიულად იმპერია არის
აქლემებში მეცნიერება ფაქტიურად არ არსებობს, ირანი კი ატომურ და კოსმოსურ პროგრამებზე მუშაობს
მოკლედ, აქლემების და სპარსების შედარება ძალიან არასწორია და უხერხულია
QUOTE
100 000 გამოვიდა ხომ თუნდაც წელს? ირანის ლამის ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ქალაქი მოიცვა გამოსვლებმა და მილიონობით ადამიანმა მიიღო მასში მონაწილეობა, ეს მაშინ როდესაც არსებობს სიცოცხლის მოსპობის საფრთხე და ტოტალიტარული რეჟიმია ქვეყანაში, ხოლო პროპაგანდა ადებილებს ხალხს.
მილიონობით არა ათობით მილიონობით კიდე
თეირანში ერთდროულად გამოვიდა მაქსიმუმ 20 000 კაცი, მთელ ქვეყანაში კი ერთდროულად რო აიღო ყველა ქალაქი დაახლოებით 100 000
3 დღეში კი პროტესტი სრულიად გაანეიტრალეს, აიათოლას დაძახილზე კი მართლა მილიონობით ადამიანი გამოვიდა მთელი ქვეყნის მაშტაბით თითქმის ყველა ქალაქში
ამიტომ ვამბობ, როგორც რუსეთშია უმეტესობა ბიდლო და დერჟავაზე მეოცნებე და ამიტომ არის პუტინის რეჟიმი მყარი, მასევე არის ირანშიც
ირანშიც მოსახლეობის უმეტესობას დერჟავა უნდა და იმპერიული ოცნებები აქვთ, ამისათვის კი მზად არიან შედარებით ღარიბულად იცხოვრონ
QUOTE
არანაერად არ იცი არც შენ და არც არავინ რამდენს უნდა "იმპერია" და რამდენს ღირსეული ცხოვრება, მსოფლიოში გადაადგილება და არა ორგანიზებულ ციხეში ყურყუტი, დედამიწაზე ერთ-ერთი უსუსტესი პასპორტი აქვს ირანს, პრაქტიკულად ვერსად გადიან საქართველო/სომხეთ/თურქეთის გარდა, სსრკ-ზე უარესია.
მესამეჯერ გიმეორებ უკვე, 1979 წელს ირანში რო დემოკრატია იყო, დღესაც ძალიან ბევრ ქვეყანაში (მათ შორის დასავლური) არაა, მარა მაშინ ირანი იყო დაბეჩავებული და სხვაზე დამოკიდებული(არანაირი ამბიცია არ გააჩნდა), მოსახლეობამ კი რევოლუცია მოახდინა ამ სიტუაციის შესაცვლელად და მათ აირჩიეს იმპერიული გზა, რისთვისაც უკვე წლებია საფასურს იხდიან და ძლებენ
ამიტომ არის მყარად აიათოლას რეჟიმი, რომ მორგებულია ირანელების უმეტესობის ფსიქოლოგიაზე
ისევე, როგორც სამწუხაროდ პუტინის რეჟიმია მორგებული რუსი ხალხის უმეტესობის ფსიქოლოგიაზე (დერჟავა და იმპერიული მიზნები)
როგორც კი აგრესიულ ნაბიჯებზე გადადის პუტინი(საქართველოში შეჭრა, უკრაინაში შეჭრა), ყველაზე მაღალი რეიტინგი მაშინ აქვს
ასევეა ირანშიც, რაც უფრო აგრესიულია რეჟიმი საგარეო ფრონტზე და უფრო მეტად ზრდის გავლენის არეალს რეგიონში, მით უფრო იზრდება რეჟიმის პოპულარობა
აშშ-ს სახით მტრის ხატი კი ყველაზე მეტად აიათოლას აწყობს, რადგან ამით ახდენს ერის გაერთიანებას ერთი მიზნის გარშემო, რაც უხანგძლივებს მას მმართველობას
QUOTE
იმ ომებში რაც ახსენე, ყველგან სახმელეთო ოპერაცია ჩატარდა და მანდ დაიწყო პრობლემები, ხოლო ირანის დაპყრობა არავის უნდა. საკმარისი იქნება სამხედრო პოტენციალი მოუსპონ, ეკონომიკა მოუშალონ, ინფრასტრუქტურა გაუნადგურონ და პალეოლითში გადააგდონ
სახმელეთო შეტევის გარეშე ამოცანა ვერ მიიღწევა მხოლოდ საჰაერო და სარაკეტო დარტყმებით, რადგან ირანს თავისი სტრატეგიული შეიარაღება მიწისქვეშა გვირაბებში აქვს გადატანილი და მისი განადგურება იქნება ურთულესი
ამის გარდა მეოცეჯერ გითხარით უკვე ამ თემაში და შეიგნე, ირანის ხელშია ძალიან მძლავრი იარაღი (ბალისტიკური რაკეტები), რასაც შეუძლია ძალიან დიდი დარტყმა მიაყენოს რეგიონში არსებულ ამერიკულ ბაზებს, ისრაელს და ზოგადად აშშ-ს მოკავშირეებს
ამხელა მსხვერპლის გაღება კი არამგონია მოხდეს
ასევე, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყება მოითხოვს ძალიან დიდი ფინანსურ და სამხედრო რესურსს, რაც არამგონია ეხლა აშშ-მ გაიღოს
ირანის წინააღმდეგ ომი დაჯდება ერაყზე და ავღანეთზე ერთად აღებული ბევრად ძვირი, ასევე მსხვერპლი და მატერიალური ზიანი იქნება ძალიან დიდი და რეგიონი მორიგ ქაოსში გაეხვევა
ამ ყველაფერს რომ წონის აშშ, იმიტომ არის რომ უკვე წლებია არ იწყებს საომარ მოქმედებებს, თორე უკვე კარგა ხანია ირანი დიდ თავისტკივილად არის ქცეული
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
androabuladze
რაციონალისტი
ჯგუფი: Members
androabuladze
რაციონალისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 17944
წევრი No.: 130141
რეგისტრ.: 16-April 11
#53260817
· 14 Aug 2018, 22:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
"საქართველოს ეკონომიკა" ასეთი რამე საერთოდ არ არსებობდა.
ამ შემთხვევაში პოლიტიკურ სტატუსს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
საქართველოს ეკონომიკა არის ეკონომიკა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს.
სსრკ-ს დანგრევის შემდეგ მოიშალა მოთხოვნა-მიწოდების სისტემა, ბანკებში ფული ამოიწურა და ამან გამოიწვია ეკონომიკური ვარდნა,
მაგრამ გზები, რკინიგზა, პორტები, ქარხნები, ჰესები და ა.შ. დაგვრჩა საბჭოთა დროიდან.
შემდეგ დავიწყეთ ქონების პრივატიზაცია და ეკონომიკამაც დაიწყო სწრაფი ზრდა.
საპრივატიზაციო ქონება რომ არ გვქონოდა და მთელი ინფრასტრუქტურის (ჰესები, რკინიგზა, ქარხნები)
თავიდან აშენება ყოფილიყო საჭირო, საქართველოს ეკონომიკა მინიმუმ 2-3-ჯერ პატარა მაინც იქნებოდა.
QUOTE
ბნელეთში ცხოვრებაც კარგია
ჯობია არადემოკრატიული დუბაი და სინგაპური იყო, ვიდრე დემოკრატიის სახელით დაბომბილი ერაყი და სირია.
This post has been edited by
androabuladze
on 14 Aug 2018, 22:43
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13780
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53261462
· 15 Aug 2018, 00:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
androabuladze
მეც მაგრად მივქარე ამდენი რომ გეკამათეთ შენ და დიდგორს.
მიშა და კუკავა.
განაჩენია.
This post has been edited by
ingfari
on 15 Aug 2018, 00:13
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი
ჯგუფი: Members
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 43577
წევრი No.: 131463
რეგისტრ.: 19-May 11
#53261497
· 15 Aug 2018, 00:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
მეც მაგრად მივქარე ამდენი რომ გეკამათეთ შენ და დიდგორს.
მიშა და კუკავა.
განაჩენია.
კიდევ ერთხელ გამოაჩინე ამ თემაშიც, რომ ისეთ საკითხზე იწყებ დავას, რაზე წარმოდგენაც არ გაქვს
აზრზე არ ხარ თუ რამდენით გაიზარდა ირანის ეკონომიკა 1979-2017 წლებში, აზრზე არ ხარ თუ რა ძალას წარმოადგენს ირანის არმია, აზრზე არ ხარ თუ რა დონეზეა თუნდაც დემოკრატიის ხარისხი ირანში, აზრზე არ ხარ რა სტრატეგიული კავშირები აქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, აზრზე არ ხარ რა დონეზეა მეცნიერება ირანში, აზრზე არ ხარ ირანელების მენტალიტეტზე და ა,შ
რაღაცა ყურის მოკვრით გაქვს გაგონილი, რომ ირანი ბნელი, უწიგნური, ჩამორჩენილი და ღრმა დიქტატურის ქვეყანაა და იმეორებ ამას ისე, რომ საერთოდ ზედაპირულ დონეზეც კი არ იცი ირანზე ელემენტარული საკითხები
ამიტომ, ეს შენთვის ადრეც მითქვამს და ეხლაც გაგიმეორებ
სანამ რაიმე საკითხზე დავას დაიწყებდე, უმჯობესია ცოტაოდენად მაინც გადაავლო თვალი ამათუიმ საკითხს, საუბარი არ მაქვს სიღრმისეულ ცოდნაზე, რომ შემდეგ ელემენტარულ დონეზე მაინც იყო მომზადებული და გაგონილ სისულელეებს არ წერდე
ეს ჩემი კეთილი რჩევაა
რომ მომავალშიც ფიასკო არ განიცადო ამათუიმ საკითხზე კამათის დროს
ყველაზე დიდი განაჩენი კი უცოდინრობაა
This post has been edited by
DIDGORI-GEO
on 15 Aug 2018, 00:20
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საერთაშორისო პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(16)
« პირველი
...
6
7
[8]
9
10
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.2043 ] [ 14 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.