ირანის თავდაცვის მინისტრის შემდეგ, გუშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც ჩავიდა დამასკოში ვიზიტით
დამასკოში ვიზიტამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
როგორც ჩანს ირანმა მოაგვარა იდლიბის საკითხი რუსეთთან და თურქეთთან, საბოლოო გადაწყვეტილება კი თეირანში უნდა მიიღონ 7 სექტემბერს ირან-რუსეთ-თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე
გუშინ კი ასადთან შეხვედრის შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა იდლიბის პროვიცნციას ტერორისტებისგან ბოლომდე გავწმინდავთო და არამხოლოდ იდლიბს, სირიის მთელი ტერიტორია ოფიციალური ხელისუფლების კონტროლქვეშ გადავა მალეო და მთელ ტერიტორიაზე აღვადგენთ კონტროლსო
სანაცვლოდ ტრამპმა უპასუხა ირანს, რომ იდლიბზე თავდასხმის იდეა არ არის სწორიო, რადგან ეს ძალიან დიდი მსხვერპლს გამოიწვევს მშვიდობიან მოსახლეობაშიო
დღეს კი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანი შეეცდება მინიმალური მსხვერპლის ფასად (მშვიდობიან მოქალაქეებში) მოახდინოს იდლიბის სრული გაწმენდა ტერორისტებისაგან
დღეს დილიდან კი დაიწყო იდლიბის პროვინციის მასირებული საჰაერო, სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვევი
ათობით ლოკაცია დაიბომბა დღეს დილიდან მოყოლებული, როგორც ჩანს უახლოეს პერიოდში დაიწყება მასირებული სახმელეთო შეტევაც
როგორც მოსალოდნელი იყო ერდოღანმა აულოკა ირანს და პუტინს და დათმო თავისი პოზიციები(გაწირა იდლიბი)
ამას კარგა ხანია მე აქ გავიძახოდი, ზოგიერთს ერდოთღანი "ძლიერ სულთანად" რო მიაჩნდა
საქმე-საქმეზე რო მივა, მასე მარტივად დათმობს აფრინსაც და ალ-ბაბსაც
რადგან ერდოღანი რეალობაში არაფერს არ წარმოადგენს სირიაში და ის გააკეთებს იმას, რასაც ირან-რუსეთიდან ეტყვიან
სხვა გზა აღარ აქვს, განსაკუთრებით აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესების მერე
Iran’s Foreign Minister in Damascus Meets With Bashar Assad
http://www.english.iswnews.com/2988/irans-...h-bashar-assad/Iran says will try to remove militants from Syria’s Idlib with least human cost
https://theiranproject.com/blog/2018/09/04/...ast-human-cost/Russia joins Iran in support of Syrian Idlib offensive
https://theiranproject.com/blog/2018/09/04/...n-syrias-idlib/