http://saxareba.blogspot.com/2013/04/blog-post_487.htmlიგავი თხებისა და ცხვრების გარჩევაზე
მათეს სახარება თავი ოცდამეხუთე
31 ,,და როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად(ეს პროცესი ეხლა ხდება ჩვენ თვალწინ.ქრისტიანული დემოკრატია სჯის მემარცხენე კომუნისტებს მთლს მსოფლიოში), მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.
32 და შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთი-მეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან.
33 და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს — მარცხნივ.
34 მაშინ ეტყვის მეფე, თავის მარჯვნივ მდგომთ: 'მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი.
35 ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ,
36 შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.'
37 მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: 'უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?
38 როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ?
39 როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?'
40 მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: 'ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.'
41 მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა(კომუნისტები): 'წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის.
42 ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით,
43 უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეულნი ვიყავი და საპყრობილეში და არ მომინახულეთ.'
44 მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან: 'უფალო როდის გიხილეთ შენ მშიერი და მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?'
45 მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: 'ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ.'
46 და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი — საუკუნო სიცოცხლეში.“
1000 წელი გაგრძლდება დეოკრატიული ძალების მეფობა .
და ეს არის ქრისტეს მეორედ მოსვლა.
აკაკი ბაქრაძეს აქვს ნათქვამი :დღეს მეორედ იქადაგება ქრისტიანობა საქართელოშიო.
ქრისტე არ ჩავოვა დედამიწაზე.მოდის მისი სიტყვა და ეს სიტყვა სჯის მემარცხენე ძალებს მემარჯვენე ძალების მეშვეობით.
იოანეს გამოცხადება
თავი მეცხრამეტე
11. ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.
12. თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა, მრავალი გვირგვინი ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა.
13. სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა.
14. ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი.
15. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, რკინის კვერთხით ემწყემსა ისინი და დაეწურა ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარე ღვინის საწნახელი.
16. ხოლო სამოსსა და თეძოზე აწერია მისი სახელი: მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი.
This post has been edited by temart on 9 Sep 2018, 10:36