რუსეთმა დაიწყო ს-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების გადაცემის პროცესი სირიისათვის
დღეს მათ სირიაში ჩაიტანეს რადიო ლოკაციური ბრძოლის დანადგარი კრასუხა-4(მოქმედების რადიუსი 300 კმ), რომელიც ს-300-ების გადაცემის პირველი შემადგენელი ნაწილია
ასევე, დღეს გახდა ცნობილი თუ რა რაოდენობის ს-300-ებს გადასცემს რუსეთი სირიას, რუსული მედიის ცნობით უახლოეს 2 კვირაში სირიის საჰაერო თავდაცვა მიიღებს 4 ბატალიონ(რუსულად დივიზიონ) ს-300PMU2-ს,რის მეშვეობითაც რუსების განცხადებით სირიის საჰაერო თავდაცვა შეძლებს გააკონტროლოს მთელი სირიის საჰაერო ზონა, ისრაელის საჰაერო ზონა, ლიბანის საჰაერო ზონა, იორდანიის საჰაერო ზონის და ხმელთაშუა ზღვის საჰაერო ზონის ნაწილი
პირველ ეტაპზე სავარაუდოდ 1 დივიზიონი განთავსდება ლატაკიაში, 1 დივიზიიონი დამასკოსთან, 1 დივიზიონი სამხრეთ სირიაში(ისრაელის საზღვართან) და 1 დივიზიონი დეირ-ეზურთან ახლოს (ტანაფის მხარეც რო ჩაიკეტოს) ანუ პირველ ეტაპზე სულ 4 დივიზიონის გადაცემა
შემდეგ ეტაპზე კი იგეგმება კიდევ 4 დივიზიონის გადაცემა სირიისათვის
ცნობისთვის 1 დივიზიონი ს-300 მოიცავს, შესაბამის სარადარო სისტემას+მართვის პუნქტს და მინიმუმ 6 გამშვებ მანქანას(ძირითად შემთხვევაში არის 8 ან მაქსიმუმ 12 გამშვები მანქანაც კი), თითოეული გამშვებ მანქანაზე კი დამონტაჟებულია 4 რაკეტა ანუ 1 დივიზიონი ს-300PMU2-ის მორიგეობაზე დგას მინიმუმ 24 რაკეტა(რაკეტის მოქმედების რადიუსი 200 კმ)
სანაცვლოს, დღეს ისრაელში მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა ჩატარდა და პრემიერმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი განაგრძობს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას და საჰაერო დარტყმებს სირიის ტერიტორიაზე, მიუხედავად ს-300-ების სირიისათვის განთავსებისა
მოკლედ, ძალიან სერიოზულად იძაბება სიტუაცია
ძალიან საინტერესოა, თუ რას იზავს ისრაელი(აშშ) და სირია(ირან-რუსეთი)
ასევე როგორი იქნება პირველი საბრძოლო ნათლობა ს-300-ის(რეალურად რა ძალას წარმოადგენს გამოჩნდება) და მოახდენს თუ არა ისრაელი F-35-ის საბრძოლო ნათლობას
დიდი ალბათობით სირიისათვის გადაცემულ ს-300PMU2-ებზე რუსი ან ირანელი მეზენიტეები დაჯდებიან(ირანსაც აქვს ზუსტად იგივე საზენიტო სისტემები), რადგან ამ დროში ფიზიკურად შეუძლებელია სირიელი მეზენიტეების მომზადება
ასევე, აშშ-ს უშიშროების მდივნის ჯონ ბოლტონის განცხადებით, რუსული თვითმფრინავი ირანმა ჩამოაგდო, რადგან დღეს სირიის საჰაერო თავდაცვას ირანი აკონტროლებს და მათ გამიზნულად ჩამოაგდეს რუსული საჰაერო აპარატი, რათა ისრაელისთვის დაებრალებინათ ეს და შემდეგ რუსეთისათვის ეიძულებინათ ეს ნაბიჯი გადაედგა(სირიისათვის ს-300-ების გადაცემა)
ასევე არსებობს მეორე ვერსია ანალიტიკოსების, რომ რეალობაში ირანმა შეიძინა რუსეთისაგან სირიისათვის ს-300-ები და გამოგონილი საბაბით, თითქოს რუსეთი იძულებულია სირიას გადასცეს საზენიტო კომპლექსები(ისრაელისათვის პასუხი) ხდება რუსეთის მიერ სირიისათვის ს-300-ების გადაცემა
მოკლედ, აშშ-ისრაელის განცხადებით ისრაელ-რუსეთის სიტუაციის ამ დონემდე დაძაბვა ყველაზე მეტად ირანს აწყობდა და სირიისათვის ს-300-ების გადაცემით ყველაზე მეტი სარგებელი ირანისთვის არისო, ამიტომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტი მთლიანად დაგეგმილი და განხორციელებული არის ირანის მიერო (გამიზნული პროვოკაცია)
პ.ს წესით, ისრაელმა მაინც უნდა შეძლოს მასირებული იერიშის(კომპლექსური შეტევა ფრთოსანი რაკეტებითა და ავიაციით) შემთხვევაში საჰაერო თავდაცვის გარღვევა, მითუმეტეს თუკი F-35-ებს გამოიყენებენ, მაგრამ აქ საინტერესოა რამდენად ეფექტური იქნება ს-300-ების პასუხი
მოკლედ, საინტერესო შოუ უნდა იყოს
ძალიან დიდი ალბათობით, რუსეთის "ნე იმეეტ ანალოგუ ვ მირე" მორიგ ჩასვრას განიცდის და რატო წავიდა რუსეთი ამხელა რისკზე გაუგებარია ჩემთვის, რადგან თუკი რუსული ს-300-ები გაარღვია დასავლურმა ავიაციამ(რაც დიდი ალბათობით მოხდება), ძალიან დაუვარდება იმიჯი ს-300-ებს
How Many S-300 Battalions Russia Will Send To Syria?
https://en.muraselon.com/2018/09/how-many-s...-send-to-syria/Pictures: First Russian Electronic Warfare Equipment Arrived In Syria
https://en.muraselon.com/2018/09/russian-el...quipment-syria/კრასუხა-4

სავარაუდოდ ასე განლაგდება სირიაში რუსების მიერ გადაცემული ს-300-ები

დიდი ალბათობით მალე გველის ს-300PMU2(პრაქტიკულად იგივე ს-400 ტრიუმფი(რუსეთის ყველაზე თანამედროვე შორი რადიუსის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი) და F-35-ის დაპირისპირება(აშშ-ს შეიარაღებაში არსებული ყველაზე თანამედროვე საჰაერო აპარატი)
ს-300PMU2

F-35
This post has been edited by DIDGORI-GEO on 26 Sep 2018, 01:07