
ჩემით არ ვიცი.
მაგ ოთხეულიდან პირისპირ თუ შემხვდა რომელიმე, მაშინ ვკითხავ.
* * *
ეს შეხვედრა დაიგეგმა გასულ კვირას ე.წ. ევროპა-აზიის შეხვედრაზე.
შეთანხმდნენ, გაეროს ეგიდით შეიქმნას კომიტეტი, რომელი იმუშავებს ჟენევაში.
მასში მონაწილეობას მიიღებენ ასადის მთავრობის წარმომადგენლები, ოპოზიცია და ნეიტრალური პირები.
მათ უნდა იმუშაონ ახალ კონსტიტუციასა და სახელმწიფოს მოწყობის საკითხებზე.
მერკელის აზრითძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის მოგვარება ამიერიდან ომის ნაცვლად დიპლომატიით მოხდება
და ის დარწმუნებულია, რომ პუტინი შეძლებს ასადთან შეთანხმების მიღწევას.
თავის მხრივ პუტინმა განაცხადა, რომ ის აქამდეც ყოველთვის კონსტრუქციული მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებდა ასადს.
შეხვედრის მთავარი თემა იყო იდლიბის ბედი. მათი აზრით იქ უნდა მოეწყოს ბუფერული ზონა.
შეხვედრის მეორე დღესვე თურქეთმა გააგრძელა ქურთების დაბომბვა.