უკვე მე-2 დღეა სირიის არმიამ დაიწყო მაშტაბური სახმელეთო შეტევა იდლიბის მიმართულებით
2 დღიანი მძიმე ბრძოლების შედეგად, სირიის სამთავრობო ძალებმა აიღეს ქალაქი ალ-ჰობეიტი, სოფლები: აზ-ზაკა, ტელ-მალაჰი, არბაინი, ალ-ჰამამიაჰი,ტელ-სუკაიკი და სუკაიკი
ამ წუთებში სამთავრობო ძალები სახმელეთო შეტევას ანხორციელებენ ქალაქ ალ-ტამანაჰისა და სოფელ ჰირბატ-აბადინის მიმართულებით
როგორც ყოველთვის სახმელეთო შეტევას უდიდეს დახმარებას უწევს ირანის საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები, ირანელები მიწასთან ასწორებენ აჯანყებულთა პოზიციებს ბალისტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დარტყმებით, ასევე ოპერაციას ჰაერიდან მხარს უჭერს რუსეთისა და სირიის საჰაერო ძალების ავია დარყმები
შეტევა ხორციელდება 2 მიმართულებით და სამიზნეშია სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქალაქ ხან-შეიხუნის აღება
იმ შემთხვევაში თუ სამთავრობო ძალებმა შეძლეს და აიღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ხან შეიხუნი, ისინი შეძლებენ და მთლიანად მოაქცევენ ჩრდილოეთ ჰამას(ლატამინაჰი-კაფრ ზიტა - მორეკი) ქვაბში და აჯანყებულების გარდაუვალი კოლაფსი იქნება(ჩრდილოეთ ჰამის სრული ჩამოშლა), რაც გულისხმობს ფაქტიურად უბრძოლველად ჩრდილოეთ ჰამის სრულ გაწმენდას ასადის მიერ
ასევე, შიიტები შეტევას ახორციელებენ ქალაქ კობანის მიმართულებით ლატაკიას პროვიცნციაში და მისი აღების შემთხვევაში უკვე პლაცდარმი ექნებათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქ ჯიშრ ალ შუღუნის ასაღებად
Syrian government forces control the strategic town of Hobeit in its first advance in Idlib
https://syria.liveuamap.com/en/2019/11-augu...l-the-strategicPro-Assad forces have captured Al-Sukayk village from Syrian Opposition Forces
https://syria.liveuamap.com/en/2019/11-augu...lsukayk-villageეს არის ამ წუთისთვის არსებული ვითარება სამხრეთ იდლიბ - ჩრდილოეთ ჰამაში
წითელი ისრებით მინიშნებულია ასადის არმიის შეტევის მიმართულებები
ლურჯად თუ რა ქვაბი იკვრება ქალაქ ხან შეიხუნის აღების შემთხვევაში(შავი რგოლი)
ხოლო ყვითელ რგოლებში მოქცეულია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქები ჩრდილოეთ ჰამაში (მორეკი-ლატამინაჰი - კაფრ ზიტა), რომლებიც ქვაბში ექცევიან თუ ასადის ძალები ქალაქ ხან შეიხუნს აიღებენ

ესეც სირიის სამთავრობო ძალების შეტევის ამსახველი კადრები იდლიბში
This post has been edited by DIDGORI-GEO on 11 Aug 2019, 22:36