რაქას პროვინციაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ტაბქა, ტაბქას სამხედრო აეროდრომი და 10-ზე მეტი სოფელი ასადის რეჟიმის კონტროლქვეშ გადავა უახლოეს პერიოდში
ქურთებსა და ასადის რეჟიმს შორის შედგა შეთანხმება, რის შედეგადაც მოხდება აღნიშნულ ტერიტორიაზე ასადის სამხედრო დანაყოფების შესვლა
Khmemeim AB: 10 Syrian villages in Raqqa agreed to sign a reconciliation agreement with the Syrian government
https://syria.liveuamap.com/en/2019/12-augu...in-raqqa-agreedქალაქ ტაბქას ადგილმდებარეობა:
https://www.google.com/maps/place/Al+Tabqah...33;4d38.5375358G1oba1რუსეთზე მეტად ირანი არ ისვენებს ანუ ეხლა იგივე იდლიბს უტევს ირანის მიერ პირდაპირად მართული ძალები(ვეფხვები, რესპუბლიკური არმია, მე-4 დივიზია და სხვადასხვა სახის შიიტური დაჯგუფებები), ასევე აჯანყებულები ამბობენ, რომ თვით ჰეზბოლაც კი არის ჩართული სახმელეთო შეტევაშიო
რუსეთს აწყობს ეხლა რა სიტუაციაც არის ანუ რუსეთი ყველაზე მეტ ხეირს იღებს ამღვრეულ წყალში, როდესაც ყველა მხარიდან ცდილობს სარგებლობის მიღებას, ამიტომ არის ირანთანაც თანამშრომლობს და თურქეთთანაც(რომელიც არის აჯანყებულების მთავარი მხარდამჭერი)
ირანს დიდი ხანია უნდა სირიის ბოლომდე გაწმენდა და აჯანყებულების მიწასთან გასწორება, მაგრამ რუსეთ-თურქეთი მაქსიმალურად ცდილობს ქვეყნის ჩრდილოეთში(იდლიბი-ალეპო) მაინც შეინარჩუნონ აჯანყებულებმა მინიმალური პოზიციები, რადგან რაც უფრო მეტ ტერიტორიას აკონტროლებს ასადი, ეს პირდაპირპროპორციულად ნიშნავს ირანის კიდევ უფრო გაძლიერებას სირიაში, რაც არც რუსეთს აწყობს და არც თურქეთს
ეხლა კი ირანის პრეზიდენტს როუჰანისა და თურქეთის პრეზიდენტს ერდოღანს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, სადაც მხარეებმა ბევრ საკითხზე ისაუბრეს
ერთ-ერთი თემა კი იყო სირია, ირანის პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ირანი მაქსიმალურად მხარს დაუჭერს ასადს რომ გაწმინდოს იდლიბი "ტერორისტებისაგან", სანაცვლოდ კი ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი უახლოეს პერიოდში დაიწყებს ქურთების წინააღმდეგ ოპერაციას მანბიჯში
როგორც ჩანს ირან-თურქეთი შეთანხმდა, რომ ირანი თავისი შიიტური ურდოთი იდლიბს გაწმინდავს, ხოლო თურქეთი მანბიჯს გაწმინდავს ქურთებისაგან
ქურთები ორივე მხარეს არ ევასება, თურქების პირდაპირი მტრები არიან, ხოლო აშშ-ს მოკავშირეები და ყველაზე დიდი დასაყრდენი სირიაში, რაც ირანის პირდაპირ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამიტომ არც ირანისთვის არის პრობლემა, რომ თურქებმა გაწმინდონ ქურთული ტერიტორია
ეხლა ირანი ხელს ვერ კიდებს ქურთებს სირიაში, რადგან მას აშშ მფარველობს
აი თურქები თუ გააკონტროლებენ, ეს ბევრად უკეთესი იქნება ირანისთვისაც, რადგან შემდგომ თურქებისგან ამ ტერიტორიის აღება ბევრად მარტივი იქნება, ვიდრე აშშ-ს მფარველობის ქვეშ მყოფი ქურთებისგან
რუსეთი კი შუამავლის როლს თამაშობს

და ცდილობს არც მწვადი დაწვას და არც შამფური და როგორმე იმდენი შეძლოს, რომ ვერცერთმა ძალამ ვერ მოიპოვოს იმხელა უპირატესობა, რომ რუსეთის როლი უმნიშვნელო გახდეს, ამიტომ ხშირ შემთხვევაში რუსეთი ხელს უშლის ირანს და მის შიიტურ დაჯგუფებებს, რომ არ აიღონ უფრო მეტი ტერიტორია, რომ ირანის გავლენა კიდევ უფრო არ გაიზარდოს სირიაში(ამირომაც არის, რომ არც ისრაელს უშლის ხელს ასად-ირანის წინააღმდეგ სირიაში)
ეხლა, იდლიბში სახმელეთო ოპერაცია კი პირდაპირ ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნების მიერ იმართება, სიანტერსოა სადამდე გავლენ, ჯერ-ჯერობით აშკარად სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ხან შეიხუნს უმიზნებენ, მერე საინტერესოა მარაატ ალ ნუმანზე თუ გაიწევენ
This post has been edited by DIDGORI-GEO on 13 Aug 2019, 20:27