
კომუნიზმის შავი წიგნი“ 1997 წლის ბოლოს წამყვანმა ფრანგულმა გამომცემლობამ Robert Laffont-მა გამოსცა. წიგნი გამოქვეყნებისთანავე ბესტსელერად იქცა და მრავალ ენაზე ითარგმნა, რაც ეპოქის დასასრულს ნიშნავდა. ეს არის სამეცნიერო ესეების კრებული 20-ე საუკუნის კომუნიზმის ისტორიის შესახებ. წიგნის ავტორთა შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მეცნიერები, რომლებმაც დაამუშავეს დიდი რაოდენობით მანამდე უცნობი საარქივო მასალა. ნაშრომი მოიცავს ყველა ქვეყანას, რომელიც კომუნისტური რეჟიმში ცხოვრობდა, ან ახლაც ცხოვრობს: საბჭოთა კავშირს, აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს, ჩინეთს, ვიეტნამს, ჩრდილოეთ კორეას, კამბოჯას, ლაოსს, კუბას, მონღოლეთს და სხვა. წიგნი აგრეთვე გვაცნობს მრავალ მნიშვნელოვან, მანამდე უცნობ დოკუმენტს ყოფილი საბჭოთა არქივებიდან.
მეოცე საუკუნის ბოლო 80 წლის განმავლობაში ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის ტირანიას მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასეულობით მილიონი კი პატიმრობის, წამების, შიმშილობის და სხვა უამრავი საშინელების მსხვერპლი გახდა. მაგრამ კომუნიზმის ისტორია მხოლოდ ტერორის, წამების, ჟლეტისა და იძულებითი დეპორტაციის შესახებ არ არის. ის ზოგიერთი დასავლელი ინტელექტუალის ილუზიების ისტორიაცაა, რამაც გამოიწვია ის, რომ მე-20 საუკუნის სხვა ტოტალიტარული რეჟიმის, ნაციზმის საპირისპიროდ, კომუნიზმი დიდხანს სარგებლობდა (და, გარკვეულწილად, ახლაც სარგებლობს) ამაღლებული ჰუმანიტარული მიზნების მატარებელი იდეოლოგიის რეპუტაციით, ნაციზმის საპირისპიროდ. წიგნის შესავალში ავტორი სტეფან კურტუა, თავად ყოფილი კომუნისტი, არღვევს ომის შემდგომ ტაბუს და ერთმანეთს ადარებს გულაგსა და ჰოლოკოსტს. ის აღნიშნავს, რომ ორივე რეჟიმი სჩადიოდა დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და, რაოდენობრივად, კომუნიზმის მსხვერპლთა რიცხვი აჭარბებს ნაციზმისას.
წიგნში აღწერილი დანაშაულები ზედმიწევნით არის დოკუმენტირებული და შეფასებული რამდენიმე ისტორიკოსის მიერ, რომლებმაც მართლაც ვირტუოზული ნამუშევარი წარმოგვიდგინეს.
https://iliauni.edu.ge/ge/iliauni/units/pre...i-represia.pageწარმოებები რომლები მუშაობდა დოტაციას ითხოვდა არ იყვნენ მომგებიანი.ეს დახმარება კი ბუნებრივი რესურსების უმოწყალო ძარცვა დატაცებით ხდებოდა,ძირითადად კი ნავთობიდან და გაზიდან.
დააგდო ფასი არაბეთმა ნავთობზე და დაიშალა ,,ძლევამოსილი" კომუნისტური იმპერია.
კომუნისტების ხელში შეეჩვია მოსახლეობა ქურდობას და კორუფციას მუშიდან დაწყებული ცეკას მდივნებით დამთავრებული ყველა განურჩევლად.
კომუნისტურმა სისტემამ ორი მთავარი რამ მოკლა:
1.თავისუფალი რწმენის და სიტყვა.
2.მეწარმეობის და ვაჭრობის თავისუფლება.
მთელი 74 წელი მაღაზიებში იყო სიცარიელე,ტალონები, დეფიციტი,ტალონები და ბოლოს ისევ სიცარიელე.



ეს იყო ბოროტების იმპერია!!!
ronald_wesleyდიახ ეს ბაბილონი მოსკოვია.
This post has been edited by temart on 2 Apr 2022, 14:38