დიდი ბრიტანეთის მთავრობა მარსის შესწავლის რუსეთთან ერთობლივი პროექტის გამო ანტირუსული სანქციების შესუსტებას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ 9 სექტემბერს დარეგისტრირდა, თუმცა მედიის ყურადღების ცენტრში ის ახლა აღმოჩნდა.
„ეგზომარსი“ რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსისა“ და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტია. მისიის ფარგლებში მარსზე რუსული სადესანტო მოდული გაემგზავრება, რომლის ბორტზეც ევროპული დასაჯდომი აპარატი იქნება განთავსებული.
ვინ იცის ბოლო დღეები რუსებმა მარსზეც გაატარონ.
* * *
+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით იხუმრა და თქვა, რომ რუსეთი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერევა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მას რეპორტიორებმა ჰკითხეს, რუსეთის მიერ 2020-ის არჩევნებში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით, რაზეც პუტინმა უპასუხა: "საიდუმლოს გეტყვით: კი, ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ ამას", - თქვა პუტინმა, "მხოლოდ არავის უთხრათ", - დაამატა მან.
ეკაიფებიან ამერიკელებს, აბა რა დარჩენიათ, მაინც ბოლო დღეები აქვთ.
* * *
++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
რუსეთსა და თურქეთს შორის რუსული საბრძოლო თვითმფრინავების, Sukhoi Su-35-ის შესაძლო შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - წერს Reuters რუსულ სააგენტო RIA-ზე დაყრდნობით.
კერძოდ, თურქეთს აშშ-თან ამ საკითხზე უთანხმოება უკვე აქვს, რადგან მანამდე თურქეთმა რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემა შეისყიდა. შესაბამისად, თურქეთი გახდა ნატოს პირველი წევრი ქვეყანა, რომელმაც რუსეთისგან S-400-ის სისტემა შეიძინა. სწორედ ამ მიზეზით აშშ-მა თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა.
მიუხედავად ამისა, ანკარა გაფრთხილებებს არ იღებს და ახლა უკვე ცნობები თურქეთის მიერ Sukhoi Su-35-ის შესაძლო შესყიდვასთან დაკავშირებით ვრცელდება.
მაინც ბოლო დღეები აქვთ და რათ უნდათ, იშორებენ მტრის ჯინაზე.
* * *
+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
მსოფლიოში მიზანმიმართულად დეზინფორმაციას და სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, 2013-2018 წლებში ყველაზე აქტიური ამ მიმართულებით რუსეთი იყო, რომელზეც გავრცელებული დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ ადგილზეა ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი.
რა ვიცი ამ ფორუმზე არ ჭრის დეზინფორმაცია, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბოლო დღეებს ითვლიან.