https://imedinews.ge/ge/msoflio/73953/erdog...aze-uars-itkvisრა დონის ღლეა ეს უბედური.. მეორე ძიძიგურა გაეძრო , რუსული კომპიუტერი დეიყენოს და
კამას ბორბლები კიდო. ესეთი ჭუჭუ არ იყო რა დაემართა.. თან სამსუნგი ხომ არსებობსოო.. ნეტავ რა ჩემი ღლითაა ეგ სამსუნგი აწყობილი რა ჰგონია
ერდოღანი: თურქეთი ამერიკაში წარმოებულ ელექტრონულ ტექნიკაზე უარს იტყვის
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხო ზომებს გეგმავს. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.
კერძოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ თურქეთი ამერიკაში წარმოებული ელექტრონული ტექნიკის ბოიკოტირებას გეგმავს.
„ამერიკა ეკონომიკური თვალსაზრისით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩინეთს, რუსეთს, ირანსა და ევროპასაც კი ესხმის თავს. კანადასაც კი გადასწვდნენ. თუმცა, ჩვენს წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს. ჩვენ ამერიკული ელექტრონული ტექნიკის ბოიკოტირებას ვაპირებთ. ამერიკას iPhone აქვს, თუმცა Samsung-იც ხომ არსებობს“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
10 აგვისტოს შემდეგ, რაც აშშ-მა თურქეთიდან ალუმინის იმპორტის გადასახადი გააორმაგა, დღის განმავლობაში ლირა გაუფასურდა დაახლოებით 16%-ით და 2001 წლის შემდეგ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან თურქეთის ეროვნული ვალუტის კურსი 40%-ითაა დაცემული. პრეზიდენტმა ერდოანმა ლირის გაუფასურებას უწოდა პოლიტიკური შეთქმულების შედეგი.
თურქეთსა და აშშ-ს შორის ბოლო ხანს გაუარესებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებამ, რასაც ვაშინგტონის მხრიდან მოჰყვა ანკარისთვის სანქციების დაწესება. ბრანსონს თურქეთის ხელისუფლება ადანაშაულებს ჯაშუშობასა და კავშირში 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეულ ოპოზიციონერ საზოგადო მოღვაწესთან, აშშ-ში მცხოვრებ ფეტჰულა გიულენთან.