ეგ უმადური კომუნისტები ეგენი, მერე აგერ კაპიტალისტურ საქართველოში ჩადონ მაგათაც მადლობლები მაინც ქე ვიქნებით

თორე ჩაიანა იქნება მაგათ რომ გამოუყვანთ ბოლოს
https://commersant.ge/ge/post/savachro-omis...rtymas-amzadebsსავაჭრო ომის ქრონიკა -
ჩინეთი ამერიკულ IT-გიგანტებზე დარტყმას ამზადებს
access_time2018-07-15 20:00:56
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ გამოაქვეყნა 200 მლრდ. დოლარის ღირებულების ჩინური საქონლის ჩამონათვალი, რომელზეც დაწესდა 10%-იანი საბაჟო ტარიფი. ეს გახდა აშშ-სა და მის უმსხვილეს მეტოქეს - ჩინეთს შორის - სავაჭორ ომის ესკალაციის უკანასკნელი ნიშანი.
Morgan Stanley-ს განცხადებით, ჩინეთს შეუძლია გამოვიდეს საპასუხო ზომებით და შეაჩეროს ქვეყანაში ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების ახალი პროექტების რეალიზების პროცესი. ბანკის ანალიტოკისები მიიჩნევენ, რომ ამას შეუძლია მიაყენის სერიოზული დარტყმა ამ კომპანიების აქციების ღირებულებას.
ჩინეთი იმუქრება ახალი გადასახადების შემოღებით ამერიკულ კომპანიების მიმართ და ასევე გარიგებების დამტკიცების შეჩერებით. ასევე პეკინი არ გამორიცხავს, რომ მოუწოდებს ქვეყნის მოსახლეობას ამერიკული პროდუქციის ბოიკოტისკენ - წერს Wall-street journal-ი.
რამდენიმე კომპანიამ, რომელიც ახორციელებს ექსპორტს ჩინეთში, უკვე განაცხადა საბაჟოზე შექმნილი გაუგებარი შეფერხებების შესახებ.
Bloomberg-ის მონაცემებით, ჩინეთის კომპარტიის რისხვისგან ყველაზე დაუცველები არიან სწორედ ამერიკულ მაღამტექნოლოგიური კომპანიები, რომელთა წყალობით წლის მანძილზე აშშ-საფონდო ბაზარი ინარჩუნებს სტაბილურობას - S&P 500-ს მოგების დიდი ნაწილი მიღებულია სწორედ 5 ამერიკული მაღალტექნოლოგიური კომპანიისგან.
ყველაზე სერიოზული პრობლემები ჩინური მხარის საპასუხო ქმედებებისგან ემუქრება მსოფლიოს უმსხვილეს კომპანია Apple-ს.
ალბათ მხოლოდ დროის საკითხია, როდის მიაქცევს ჩინეთის მთავრობა ყურადღებას ამ გიგანტს და გადაწყვეტს მისთვის ჩინური ბაზრის დახურვას.
ჩინეთი არის უმნიშვნელოვანესი ბაზარი Apple-ისთვის. ამ კომპანიის პროდუქციის დიდი ნაწილი იწარმოება ჩინეთში, 2017 წლის შემოსავლის 20% დაკავშირებული სწორედ ჩინეთთან.
ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად კომპანია ახდენს თავისი პგოგრამული უზრუნველყოფის და დანადგარების ადაპტირებას სწორედ ჩინეთში
This post has been edited by GEORGIA007 on 15 Aug 2018, 01:37