სამწუხაროდ, თემის წამოწევა მიწევს, ტრამპის აგენტობის შესახებ ახალი ცნობები მოდის:
იური შვეცმა, რომელიც თავად ყოფილი კგბ-აგენტია, განაცხადა რომ ტრამპის გადაბირება 40 წელია მიმდინარეობს, შვეცი კგბს აგენტი იყო ვაშინგტონში, სადაც მისი ლეგენდა იყო იტარ-ტასის ჟურნალისტობა, იქ 80 იანებში ჩავიდა და ახლა მოქალაქეა.
სავარაუდოდ, ტრამპი რუსული დაზვერვის ინტერესის ქვეშ მოექცა ჯერ კიდევ 1977 წელს, როცა მან მის ჩეხ ცოლზე ივანა ზელნიჩკოვაზე იქორწინა, ამ დროს ტრამპის გადაბირება ჩეხოსლოვაკიის კგბ დანაყოფმა დაიწყო.
ტრამპმა 3 წელში მამამისის ფულით Grand Hyatt New York სასტუმრო გახსნა და მისთვის ტელევიზორები ვინმე კისლინისგან იაფად იყიდა, კისლინის ტექნიკის მაღაზია კგბ-ს ეკუთვნოდა და თავადაც რუსების აგენტი იყო. კისლინმა სწორედ აქ მოახდინა ტრამპის შერჩევა როგორც "მზარდი, ახალგაზრდა ბიზნესმენის"
1987 წელს კი ტრამპი და მისი ცოლი სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში ჩადიან, საქმე იმაშია რომ იმ დროს ხრუშჩოვს სურდა საბჭოთა კგბ-ს უფრო მეტი ამერიკელი გადაებირებინა, საქმე იმაშია რომ მაშინ ხრუშჩოვი სწორედ კგბ-ში მუშაობდა, მაგრამ ამერიკიდან დაზვერვა არ მოდიოდა, იქაური რუსი კაგებეს აგენტები ცუდად მუშაობდნენ, გაზეთებიდან ამოწერილ და ჭორად მოყოლილ ამბებს სადაზვერვო ინფორმაციად ასაღებდნენ მთავარ ბიუროს.
ამიტომ ხრუშჩოვმა მიდგომა შეცვალა, ნაცვლად მემარცხენეების, პროფკავშირების და სხვ, საბჭოთა კავშირის ლოიალისტების ნაცვლად, გადაწყვიტა აგენტები ეპოვნა ფულის და ქების გამოყენებით.
ჩეხ ზელნიჩკოვაზე ქორწინებით ტრამპმა მის მიმართ ჩეხეთის, აშშ-ს და რათქმაუნდა საბჭოთა კავშირის ყველა ბიუროს ყურადღება მიიპყრო, საბოლოოდ რუსეთმა გამოიყენა მისი ელჩი გაეროში დუბინინი, რომელიც აშშ-ში ჩასვლისას ტრამპ თაუერში მივიდა და ტრამპს შეხვდა, შეუქო შენობა და მოგვიანებით მოიწვია ტრამპი რუსეთში, სადაც ვითომ=და ტურიზმის სააგენტოს სურდა კრემლის წინ სასტუმრო აეშენებინა და ამაში ტრამპის დახმარება იყო საჭირო.
როცა ტრამპი და მისი ცოლი ბოლოს და ბოლოს რუსეთში ჩავიდნენ, იქ უკვე კგბ-ს აგენტებმა შეუქეს პიროვნება და ჩააწვეთეს რომ ხომ არ ჯობდა პოლიტიკაში მოსულიყო, კგბ-მ ამ მოგზაურობისთვის ყველაფერი გადაიხადა, ბილეთები, სასტუმრო, კვება - ყველაფერი მისთვის უფასო იყო, უფრო მეტიც, სასტუმროში ლენინის ოთახში მოათავსეს

მერე ტრამპმა რამდენიმე ადგილი დაათვალიერა "პოტენციური სასტუმროსთვის" და უკან გაფრინდა, მართალია ამ მოგზაურობიდან და შემდგომი მოგზაურობებიდანაც "არაფერი გამოვიდა", სამაგიეროდ როცა ტრამპი აშშ-ში დაბრუნდა უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი პოლიტიკაში მოსვლა.
https://www.theguardian.com/us-news/2021/ja...gb-spy-new-bookthe Daily Beast - ის ჟურნალისტმა ახალი ყაზახი ყოფილი კგბ-ს აგენტის მონათხრობი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ტრამპის გადაბირებაზე მუშაობა ნამდვილად 1984 წელს დაიწყეს, ტრამპის სახმობი იყო "კრასნოვი"
თუმცა ახალი ამბავი მალე წაიშალა არამარტო ამ საიტიდან, არამედ ყველა სხვა საიტიდან ინტერნეტში. ახლა რამდენიმე ადგილას კვლავ შემორჩენილია, მაგრამ მაინც ტემპში იშლება, თუკი დაძებნით Trump Krasnov წესით აქა იქ მაინც ამოაგდებს
თუმცა ორიგინალი ფეისბუქპოსტი სადაც ყოფილი აგენტი აღიარებს და რომელზე დაყრდნობითაც სტატიები დაიწერა, ჯერ კიდევ ცოცხალია:
https://www.facebook.com/alnurKZ/posts/pfbi...MTUfvhXzeZoCgk#ასევე სტატია არქივიდან
https://web.archive.org/web/20250221155926/...dename-krasnov/